EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ეს ყოველივე უნდა ვიცოდეთ - რა არის მეტანია »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2018-12-16 14:39:06

ეს ყოველივე უნდა ვიცოდეთ - რა არის მეტანია

მეტანია

მეტანია ბერძნული სიტყვაა და გონების ცვლილებას ნიშნავს. ანუ ამ ქვეყნიერის დატევებას და ზეციურზე ფიქრის დაწყებას. ნიშნავს სინანულს, საკუთარი უღირსების შეგრძნებით ღვთის წინაშე თაყვანისცემას – მუხლდრეკას. მეტანია სამი ქმედებისგან შედგება:

1. პირჯვრის გადასახვა - როდესაც ჩვენ პირჯვარს ვისახავთ, ვიხსენებთ ქრისტეს ჯვარცმას და მისი თანაზიარი ვხდებით.

2. დაჩოქება - როდესაც ჩვენ ვიჩოქებთ, ვიხსენებთ ქრისტეს სიკვდილს და დასაფლავებას და მისი თანაზიარი ვხდებით.

3. წამოდგომა - როდესაც ჩვენ წამოვდგებით, ვიხსენებთ ქრისტეს აღდგომას და ამაღლებას და მისი თანაზიარი ვხდებით.

დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.
 
მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.
 
ლოცვის დროს, პირჯვრის გამოსახვის შემდეგ, თავს ვიდრეკთ, რაც არის პირჯვრისწერის დასასრული ნაწილი, რომლითაც ღვთის თაყვანისცემას გამოვხატავთ.
 
მეტანიით ლოცვის დროს გამოვხატავთ ღვთის წინაშე, როგორც ჩვენს კრძალულებას, ასევე უღირსებისა და სინანულის გრძნობებს. 
 
დიდი მეტანიების შესრულება მიუღებელია საყოველთაო სულიერი სიხარულის დღეებში, როგორიც არის: კვირა დღეები და დიდი დღესასწაულები ასევე, დიდი მეტანია არ სრულდება ზიარების მიღების შემდეგ მთელი იმ დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით დიდმარხვაში ეფრემ ასურის ლოცვის მეტანიებს.
 
მუხლდრეკა არ სრულდება შაბათ საღამოს მწუხრის ლოცვიდან კვირა საღამოს მწუხრის ლოცვამდე (იხ. დიდი სჯულის კანონი, I მსოფლიო კრების მე-20, VI მსოფლიო კრების 90-ე და წმ. პეტრე ალექსანდრიელის მე-15 კანონები), რადგან კვირა არის აღდგომის დღე და ჩვენი ფეხზე დგომით მივანიშნებთ დაცემული ადამიანური ბუნების აღდგინებას, აღმართებას მაცხოვრის მიერ. გარდა კვირა დღეებისა, მუხლდრეკა აგრეთვე არ სრულდება შემდეგ დღეებში: ქრისტეს შობის დღესასწაულიდან ნათლისღების დღესასწაულამდე, აღდგომიდან უფლის ამაღლების დღესასწაულამდე, და ფერიცსვალების დღესასწაულზე.