EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მისაღებია თუ არა თქვენთვის საპენსიო რეფორმა?

დიახ
არა


დარეგისტრირებული მომხმარებლები

LAFLORA8581

ლანჩიკო

sergo

Zaza

Small





« LG-მ გამოფენა CES 2019-ზე ლუდსახარში აპარატი წარმოადგინა »

კატეგორია: სხვა

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-01-15 18:52:06

LG-მ გამოფენა CES 2019-ზე ლუდსახარში აპარატი წარმოადგინა

LG

ლას ვეგასში მიმდინარე გამოფენა CES 2019-ზე კომპანია LG-მ ლუდის მოყვარულებისთვის დამაინტრიგებელი ინოვაციური აპარატი წარმოადგინა. ლუდსახარში აპარატი HomeBrew მაქსიმალურად ამარტივებს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ალკოჰოლური სასმელის დამზადების პროცესს. HomeBrew ფაქტობრივად ყავის აპარატის ანალოგია.
 
LG
LG-ს ლუდსახარში აპარატით ლუდის სახლში დამზადებას მარტივად შეძლებთ
LG-ს ლუდსახარში აპარატით ლუდის სახლში დამზადებას მარტივად შეძლებთ
ლუდის დასამზადებლად მომხმარებელს სჭირდება მხოლოდ სპეციალური კაფსულები და წყალი. ლუდის მიღების ტექნოლოგიურ პროცესს მთლიანად აპარატი აკონტროლებს. ლუდის დამზადების სიმარტივის მთავარი მიზეზი კაფსულებია, რომლებშიც ყველა საჭირო ინგრედიენტი შედის. ასეთ კაფსულებს სხვადასხვა კომპანიები ამზადებენ, როგორიცაა მაგალითად ბრიტანული Muftos. HomeBrew-ს შეუძლია დაამზადოს სხვადასხვა ტიპის ლუდი, როგორიცაა ბრიტანული სტაუტი, ამერიკული ელი, ჩეხური პილზნერი და ბელგიური ვითბირი.
 
 
LG-ს ლუდსახარში აპარატით ლუდის სახლში დამზადებას მარტივად შეძლებთ
LG-ს წარმომადგენლის განცხადებით, სასმელის დამზადებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. პროცესზე თვალყურის დევნება შესაძლებელია Android და iOS მობილური ოპერაციული სისტემის მეშვეობით. HomeBrew ავტომატურად აკონტროლებს ფერმენტაციის პროცესს, რომლის ალგორითმის შექმნისთვის LG-ს დაახლოებით სამი წელი დასჭირდა. პროდუქტის საბოლოო სახით დამზადების შემდეგ, აპარატი ავტომატურად იწმინდება ცხელი წყლით. კომპანიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, როდის გამოვა გაყიდვაში და რა ეღირება HomeBrew-ს ლუდსახარში აპარატი.
 
 
popx.ge