EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მილი — სიგრძის საზომი ერთეული »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-01-15 19:19:26

მილი — სიგრძის საზომი ერთეული

mile

მილი (ინგლ. mile<ლათ. milia passuum — ათასი ორმაგი რომაული ნაბიჯის) — სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც გავრცელდა ერთეულთა ნაციონალურ არამეტრულ სისტემებში და რომელსაც ახლა უმთავრესად საზღვაო საქმეში იყენებენ. მრავალ ქვეყანაში იყენებენ საზღვაო მილს, რომელიც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული კონფერენციის თანახმად (1929) უდრის 1,852 კმ - მერიდიანის 1’-იანი რკალის საშუალო სიგრძეს. 1მილი (საზღვაო)= 10 კაბელტოვს.
 
მილის სიგრძე მერყეობს სხვადასხვა ქვეყანაში 0,59 კმ-დან (ეგვიპტე) 11,2 კმ-მდე (ძველჩეხური მილი).
 
დიდ ბრიტანეთში 1 საზღვაო მილი = 1,853184 კმ,
1 სახმელეთო საწესდებო მილი=1,609344 კმ (იყენებენ აშშ-შიც)
გეოგრაფიული მილი (გერმანული)= 1/15° ეკვატორისა = 7,4204 კმ
ძველი რუსული მილი = 7 ვერსტს = 7,46760 კმ
ძველი რომაული მილი = 1,698 კმ (ზოგიერთი მონაცემებით 1,481 კმ)
ბრიტანულ-ამერიკული: 1 მილი = 8 ფურლონგს = 1,6093 კმ
საზღვაო: 1 მილი = 1,852 კმ