EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ბგერის მნიშვნელობა ვედურ სწავლებაში გვ. 2 »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-01-30 16:31:04

ბგერის მნიშვნელობა ვედურ სწავლებაში გვ. 2

vedas

არის მესამე დონე, რომლის აღქმაც კიდევ უფრო რთულია. ეს არის იდეის ვიბრაცია. სანსკრიტულად ეწოდება ‘პაშიანტი’ (ანუ ის რაც ჩანს). ამ ვიბრაციის აღწერისას ვედები ამბობენ რომ ‘პაშიანტის’ დონეზე ბგერას გააჩნია ფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ თუ გულისყურით მოვუსმენთ ჩვენს სიღრმეში ამ ვიბრაციას, შევძლებთ მის ‘დანახვას’. პირველი ეს სამი დონე ადამიანისთვის მისაწვდომია გარკვეული პრაქტიკის შედეგად. მესამე დონე, ყველაზე მაღლა დგას ამ სამს შორის და მას იდეის, თესლის, ‘ობრაზის’ ფორმა აქვს.
 
ვედების მიხედვით ყველანაირი ქმნილების პროცესი ხდება ნატიფიდან უხეშის მიმართულებით. შეუძლებელია უხეში მატერიიდან წაროიქმნას ნატიფი მატერია (რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ოკეანის ‘ბულიონში’ ცილების შეკავშირების და ევოლუციის შედეგად მივიღეთ ადამიანი). ანუ ჯერ არის იდეა და შემდეგ იდეის გან-ხორციელება.
 
ნატიფი იდეის ვიბრაციის დონეზე, მასში უკვე არსებობს სურვილის ენერგია. და ყველა იდეა, რომელიც ჩვენ მოგვდის თავში, სურვილის ენერგიითაა განმსჭვალული. ანუ უყველაფრის სათავე, რასაც ვაკეთებთ, ეს ფონია იდეის ვიბრაციისა, რომელსაც სურვილიც შეგვიძლია რომ ვუწოდოთ.
 
მაგალითად გაჩნდა სურვილი რომ ავაშენო ცათამბჯენი. მესამე ნატიფ დონეზე ეს სურვილი იღებს ‘ობრაზის’ ანუ იდეის ფორმას. მეორე ანუ ჭკუის დონეზე ეს იდეა იშლება სქემებად, გეგმებად, ნახატებად, ვიზუალიზაციებად. ვედები ამბობენ რომ თუ ‘პაშიანტის’ დონეზე სურვილის ენერგია დევს, ‘მადჰიამას’ (აზრების) დონეზე კი უკვე ცოდნის ენერგიაა ჩადებული (გიანას, ანუ გაგების, ჩაწვდომის ენერგია). მესამე ეტაპზე კი ამ აზრების და იდეების განხორციელება ხდება ბეტონად, კარკასებად და ა.შ.
 
რაც უფრო ნათლად წარმოვიდგენ დასაწყისში რაიმეს ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება იდეის თესლი, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა რომ ეს იდეა განხორციელდება.
 
ბგერის ეს სამი დონე მისაწვდომია ადამიანისთვის და განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო ნატიფია ეს დონე. მეოთხე ანუ ყველაზე უხეშ დონეს ეწოდება ‘ვაიკარია’ და მასში ჩადებულია შემოქმედების, რეალიზაციის ენერგია.
 
ჩვენი ცხოვრება ბგერების ამ სამი დონის თამაში და ტრანსმუტაციაა. ანუ თავიდან ბგერა იდეის და სურვილის დონეზეა, მერე გეგმის და სქემის დონეზე, შემდეგ კი ცხოვრებაში რეალიზაციის დონეზე. შემდეგ ჩნდება ახალი სურვილი და ა.შ. და რამდენად გვჭირდებოდა სინამდვილეში ის რაც ვინატრეთ და შემდეგ განვახორციელეთ ეს სხვა თემაა…
 
ახლა კი იწყება მთავარი: ვედები ამბობენ, რომ არსებობენ ბგერები, რომლებსაც პრინციპულად განსხვავებული ბუნება აქვთ მატერიალური ობიექტების აღმნიშვნელი ბგერებისგან. ეს არის ბგერები, რომლებსაც ჩვენი ცნობიერების ამაღლება შეუძლიათ მაღალ საფეხურებამდე. ამ ბგერებს სანსკრიტულად ეწოდება მანტრები. ანუ მანტრები არის განსაკუთრებული ბგერები და ვიბრაციები, რომლებშიც განსაკუთრებული ძალაა ჩადებული. მანტრას შეუძლია ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია მოახდინოს.
 
ჩვენ ვიმყოფებით მატერიალური ბგერების ოკეანეში და ყველა მხრიდან გვბომბავენ ამ ბგერებით, რეკლამებით, რომლებიც ცდილობენ ჩვენში ჩადონ სურვილები მესამე ნატიფ დონეზე. რაც მეტია ასეთი ბგერა, მით უფრო ქაოტური ხდება ჩვენი გონება და ცნობიერება. სტრესები, სხვადასხვა ავადმყოფობა და ა.შ. დაუბალანსებელი და არაჰარმონიული ცნობიერებიდან მოდის, რადგანაც ცნობიერება ‘დაავადებულია’ ამ მატერიალური ბგერებით. ყველა ბგერა ატარებს რაღაც ენერგიას. ეს ენერგიები ჩვენს ცნობიერებაში ბგერასთან ერთად ხვდება და აბინძურებს მას ბევრი მავნე და არასაჭირო ინფორმაციით. თავში განუწყვეტელი ‘შიშინი’ და ‘ხარვეზებია’ როგორც გაფუჭებულ რადიოში და ამაში ყველა დარწმუნდება თუ თავის ფიქრებს ყურს დაუგდებს.
 
მაგრამ აბსოლუტის წყალობით არსებობს განსაკუთრებული ბგერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების ჰარმონიულ მდგომარეობაში მოყვანა. თუ ჩვენს ცნობიერებას რადიომიმღებს შევადარებთ, მანტრებს შეუძლიათ გარკვეულ ტალღაზე მომართონ ჩვენი რადიომიმღები, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ სულიერი სამყაროდან. თუ ამ ბგერებს სისტემატიურად ვიმეორებთ, ცნობიერება თანდათან იწმინდება და შედის რეზონანსში (ჰარმონიაში) ყოფიერების მაღალ სფეროებთან.
 
იოგები ყველა ჩაკრას ხედავენ როგორც ვიბრირებად კვანძებს, რომლებსც თავისი ფერი და თავისი ბგერა (ვიბრაციის სიხშირე) აქვთ. ყველა ჩაკრას თავისი ფუნქცია და თავისი გავლენა აქვს ნატიფ და უხეშ სხეულზე. მაგალითად თუ ვიმეორებთ ბგერას ‘ლამ’, იგი შეესაბამება ‘მულადჰარა’ ჩაკრას (ყველაზე ქვემოთა ჩაკრას). ეს ჩაკრა რეზონანსშია მიწის ელემენტთან და თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ამ ბგერას, ადამიანს გაუჩნდება შინაგანი საყრდენი (სიმტკიცე) გონებაში. გახდება უფრო სტაბილური და მყარი.
 
შემდეგ (სექსუალურ) ჩაკრას აქვს ვიბრაცია – ‘ვამ’ (გარდა ამისა ჩაკრის თვითოეულ ფოთოლს შესაბამისი მანტრებიც გააჩნია).
 
მზის წნულის ჩაკრას შეესაბამება ‘რამ’ და ამ ბგერაში არის ცეცხლის ენერგია (მზის წნული კი უპირატესად ცეცხლის ელემენტს უკავშირდება).
 
გულის ჩაკრის (ანაჰატა ჩაკრის) ვიბრაციაა ‘იამ’ (სული სწორედ გულის მიდამოშია მოთავსებული)
 
ყელის ჩაკრას შეესაბამება ‘ჰამ’, მესამე თვალის ჩაკრას – ‘ომ’ და ა.შ. ეს მაგალითები მოვიყვანე მექანიზმის ასახსნელად.