EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« საშიში ინფორმაცია, მუქარა ოკუპანტებისგან »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-02-02 13:34:07

საშიში ინფორმაცია, მუქარა ოკუპანტებისგან

საზღვარი-ოკუპირებული-სამხრეთ-ოსეთი

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი საქართველოს კუთვნილ, მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიებს “ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და ამბობს, რომ “ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიებ ოს ხალხს დაუბრუნდება”.
 
ამის შესახებ დე-ფაქტო მინისტრმა გერმანულ გაზეთთან Neues Deutschland-თან ისაუბრა. ინტერვიუს რუსულენოვანი თარგმანი დე-ფაქტო საგარეო სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
 
მედოევი “აღმოსავლეთ ოსეთში” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას მოიზარებს.
 
გერმანულმა გამოცემამ მედოევს 2018 წლის ივნისში ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომელშიც მარიონეტული უწყება აღნიშნავდა, რომ ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმი არასდროს აღიარებს, რომ “აღმოსავლეთ ოსეთი” საქართველოს ნაწილია.
 
მათ დე-ფაქტო მინისტრს ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს განცხადება და ამასთან დაკავშირებით, რა ზომების მიღებას გეგმავს ე.წ სამხრეთ ოსეთი.
 
“საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთის პრობლემა დიდი ხანია დგას და ყოველწლიურად უარესდება. ეს მთელი ოსეთისთვის მტკივნეული საკითხია,” – ამბობს მედოევი.
 
მისივე თქმით, ეს ტერიტორიები ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება ოს ხალხს.
 
“რესპუბლიკის უმაღლეს ხელისუფლებას, პირადად რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთელ ოს საზოგადოებას ნათელი პოზიცია აქვს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ადრე თუ გვიან ეს მიწები ოსეთს დაუბრუნდება და მასზე ოსები იცხოვრებენ. სამხრეთ ოსეთი დიპლომატებს არაერთგზის წამოუჭრიათ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის დროს, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებზეც,”- თქვა მედოევმა.
 
რა პრეტენზიები აქვთ ოსებს საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე , როდესაც ისინი საერთოდ არ წარმოადგენენ კავკასიის აბორიგენ მოსახლეობას. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ,, როგორც ოსები, ასევე ყარაჩაელ-ბალყარელები და ჩერქეზული მოდგმის ხალხები ე.ი. (ადიღე-ყაბარდო-აბაზა-აფსუები) ლეონტი მროველის თანახმად, რასაც ემოწმება XVII ს.ს. წყაროც — „ბიჭვინთის იადგარი“, საკუთრივ ჩრდილოეთ კავკასიისა და არც მის ჩრდილოეთით მდებარე ტრამალების მკვიდრი მოსახლეობა უძველეს დროში არ ყოფილა. ეს ხალხები მხოლოდ მომთაბარეობდნენ ვოლგა-დონის შუამდინარეთში'' (ზურაბ რატიანი,წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო). 
გარდა ამისა, გენეტიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ოსების წინაპარი ოს-ბაღათარი , რომლის ჰაპლოჯგუფია G2a1a1a1a (ჰაპლოჯგუფ G2a1a-L293 ქვეჯგუფი), სულ რაღაც 1135 წლისაა ანუ ოსების წინაპარი ჩრდილოეთ კავკასიაში და საერთოდ კავკასიაში გამოჩნდნენ 1135 წლის წინ. ჰაპლოჯგუფ G2a1a-L293 ყველაზე ძველი ნიმუში კი აღმოჩენილია ირანის ჩრდილო-დასავლეთში.ეს ინფორმაცია კი დევს თავად ოსური ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 
 
http://styrnyhas.com/stati/420-osetinskij-dnk-proekt
 
ამავე დროს ,შეგახსენებთ, რომ ოსური ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ირანულ შტოს.