EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ორსულ ქალებს ბავშვის სქესის წინასწარ გაგების საშუალება აღარ ექნებათ – დავით სერგენკო სკანდალურ განცხადებას ავრცელებს »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Demien

თარიღი: 2019-02-02 14:54:31

ორსულ ქალებს ბავშვის სქესის წინასწარ გაგების საშუალება აღარ ექნებათ – დავით სერგენკო სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

davit_sergeenko

„აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია”, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. 
დავით სერგეენკო სელექციური აბორტების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეკომენდებულია სქესის არგამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე.
 
„მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით,
ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
 
1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა. ასეთია სტატისტიკა, რომელიც გუშინ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენციაზე წარადგინეს.
 
 
info9.ge