EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ქათამის ბარკლები ჩერქეზულად - იაფი და უგემრიელესი სადილი! »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2019-02-04 21:41:40

ქათამის ბარკლები ჩერქეზულად - იაფი და უგემრიელესი სადილი!

ქათამის ბარკლები ჩერქეზულად

ეს ნოყიერი და არომატული სადილი ქათმის ნაზი ხორცითა და პიკანტური გემოს მქონე სოუსით, თვალის დახამხამებაში გაქრება სუფრიდან. ამიტომაც გირჩევთ, ულუფების რაოდენობაში არ შეიზღუდოთ...
 
საჭირო ინგრედიენტები (გათვალისწინებულია 8 ულუფისთვის):
 
 
ქათმის ბარკალი - 1.5 კგ
ნიორი - 8 კბილი
ხორბლის ფქვილი - 2 ს/კ
ხორცის ბულიონი - 300 მლ
დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით
კარაქი - 100 გ
ხახვი - 1 ცალი
არაჟანი - 1 ჭიქა
მარილი - გემოვნებით
 
 
მომზადების წესი:
 
 
1. მოხარშეთ ბარკლები მარილწყალში და ქაფი მოხადეთ აუცილებლად. 
როცა მოიხარშება, მოაშორეთ კანი და ძვლები და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. 
შემდეგ გადაიტანეთ კონტეინერში, მოაყარეთ გახეხილი ნიორი, დაახურეთ სახურავი და შეანჯღრიეთ, რათა კარგად აირიოს ერთმანეთში. გადადგით გვერდზე.
 
 
2. ახლა ნაღების სოუსი მოამზადეთ:
გაადნეთ კარაქი ტაფაზე, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შუშეთ მაღალ ცეცხლზე, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი.
 
 
3. ამის შემდეგ ძალიან ნელა, წვრილი ნაკადით ჩაასხით ბულიონი, თან ურიეთ. მოაყარეთ მარილი პილპილი გემოვნებით და ჩაამატეთ არაჟანი. მიიყვენათ ადუღებამდე.
 
 
4. გადაასხით ქათამს ცხელი სოუსი და მიიტანეთ სუფრასთან.
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
ავტორი: ირმა ჯოხაძე
funtime.ge