EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რას ნიშნავს შემდეგი სიტყვები »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2019-02-17 16:22:32

რას ნიშნავს შემდეგი სიტყვები
რას ნიშნავს
-ედრი
Math.
Gk. < hedra
რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი ნიშნავს რამდენიმე ზედაპირით, წახნაგით შემოსაზღვრულს. მაგ., დეკაედრი. ჰექსაედრი.
 
ეაკულაცია
(ejaculatio) გვიანდ. "ამონთხევა", "გადმონთხევა"თესლის გადმონთხევა. =ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. 
 
ებერტისტები
საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს: მემარცხენე პოლიტიკური დაჯგუფება იაკობინელთა რიგებში - მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის - ჟ. რ. ებერის (Hébert, 1757-1794) გვარის მიხედვით. 
 
ებონიტი
(ebonite) მაგარი მასალა, რომელსაც იღებენ რეზინული შენარევების ვულკანიზაციით; ფართოდ იყენებენ ელექტროტექნიკაში (საიზოლაციო მასალად),რადიოტექნიკაში, საავიაციო და ქიმიურ მრეწველობაში და სხვ. 
 
ეგალიტარიზმი
(égalitarisme < égalité) "თანასწორობა" წვრილბურჟუზიული უტოპიური თეორია, რომლის მიხედვითაც კერძო საკუთრება თანაბრად უნდა გადანაწილდეს ინდივიდუალურ მეურნეობებს შოროს. 
 
ეგერი
(Jāger) 1.პროფესიონალი მონადირე, რომელიც ქირით მუშაობს სამონადირეო მეურნეობაში, ემსახურება მოყვარულ მონადირეებს და თვალყურს ადევნებს ნადირობის კანონების დაცვას.
 
ეგვიპტოლოგი
ეგვიპტოლოგიის სპეციალისტი. 
 
ეგვიპტოლოგია
აღმოსავლეთმცოდნეობის დარგი, რომელიც სწავლობს ძველი ეგვიპტის ენას, ისტორიასა და კულტურას. 
 
ეგვტერი
(euktērion) 1. ეკლესიის მოშორებით ცალკე აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა; სამლოცველო. 2. ეკლესიას მიდგმული საგვარეულო სასაფლაო, საძვალე. 
 
ეგზალტაცია
(exaltatio) უკიდურესად აღგზნებული ან აღფრთოვანებული მდგომარეობა. 
 
ეგზალტირებული
ეგზალტაციის მდგომარეობაში მყოფი; უკიდურესად აღგზნებული ან აღფრთოვანებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
 
ეგზამენი
(examen) გამოცდა რაიმე სასწავლო საგანში. 
(examinator) გამომცდელი. 
 
ეგზარქოსის გამგებლობაში მყოფი საეკლესიო ოლქი; საეგზარქოსო. 
 
ეგზარქოსი
(exarchos) მართლმადიდებელთა ცალკე საეკლესიო ოლქის ან დამოუკიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი. 
 
ეგზეგეზა
(exēgēsis) "განმარტება"1.ფილოლ. ძველი ტექსტების (განსაკუთრებით საღვთო წერილის) განმარტება. 2. რელიგ. კანონიკური ტექსტების (უპირატესად ბიბლიისა და ყურანის) განმარტება. 
 
ეგზეგეტიკა
(exēgētikos) "განმმარტებელი" მოძღვრება ეგზეგეზის შესახებ; ეგზეგეზის წესები და ხერხები. 
 
ეგზოტიკა
ეგზოტიკა [ბერძ. exōtikos უცხო ქვეყნისა, უცხოური] - ყველაფერი ის (ბუნება, ყოფა-ცხოვრება, კულტურა და მისთ.), რაც უჩვეულოა ევროპის ქვეყნებისათვის, რაც ევროპელებს ეჩვენებათ უცნაურად, თვალწარმტაცად.
 
ეგიდა
(aigis (aigidos)) ზევსის ფარის სახელწოდებავისიმე (ან რისამე) ეგიდის ქვეშ -ვისიმე (ან რისამე) მფარველობის ქვეშ,ვისიმე ხელმძღვანელობით.
 
ეგოისტი
პირი, რომელსაც ეგოიზმი ახასიათებს: მოთავისე, თავკერძა, ეჩო კაცი.
 
მანდატური პოლიციელი.
 
მსგეფსი შვიდეული, ერთი კვირა.
 
ნაკი ზედმეტი დღე თებერვალში (29-ე) ყოველ მე-4 წელიწადს; ნაკად აქვს - ზედმეტად აქვს.
 
ნამუსი სახელი, რეპუტაცია; საიდუმლოება; ასრე ნამუსობდეს - ასე ინახავდეს საიდუმლოებას.
 
ნასი უშნო, უშვერი; მოამბედ ნუ გენასები - ცუდ მოამბედ ნუ მიგაჩნივარ; ნასდების უშვერი ხდება.
 
ოქსინო ერთგვარი ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილია.
 
პაემანი დათქმული ვადა.
 
რეგვენი სულელი; სირეგვნე სისულელე. რემა ცხენის ჯოგი; არემა ჯოგად ქცია.
 
სარანგი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა უფროსი.
 
საურავი სამსახური, მოვალეობა სახელოს მოსავლელად; საურავ - გარდახდილი - მძიმე სამსახურგაწეული.
 
ფათერაკი უბედური შემთხვევა.
 
ქველი გმირი; გმირული; ქველად გმირულად; ქველანი გმირები; სიქველე ან ქველობა ვაჟკაცობა, გმირობა.
 
ცერა ერთგვარი ისარი.
 
ძეწნი ტირიფისებრი მცენარე (“მტირალა ტირიფი”): აალმასნა, არ აძეწნა - აზრი ასეთია: მაგრად ესროლა, არა რბილად.
 
ჯაბანი მშიშარა.
 
ჯავარი გოვარი, ძვირფასი თვალი, კერძოდ, მარგალიტი.