EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მისაღებია თუ არა თქვენთვის საპენსიო რეფორმა?

დიახ
არა


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Muxo

maia24

giorgi

guduna

ეთო





« ბუზი ცეცე - Glossina »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-05-14 22:57:54

ბუზი ცეცე - Glossina

Tsetse fly

ცეცე (ლათ. Glossina) — მწერების გვარი ნამდვილი ბუზების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 6-16 მმ აღწევს. აქვთ გრძელი და ფართო ყბის საცეცები და გრძელი, მჩხვლეტავი ხორთუმი. ოჯახში 20-მდე სახეობაა. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ აფრიკაში. ცეცეს ყველა სახეობა ცოცხლადმშობია, ამასთანავე ერთიმეორეს ჰქვანან. ბინადრობენ ტენიან ადგილებში, უმთავრესად ნესტიან ტყეებში, თუმცა ზოგჯერ ღია ადგილებშიც გვხვდება. გადააქვთ ძილის დაავადების, აგრეთვე შინაური ცხოველების დაავადების „ნაგანას“ გამომწვევი. ძირითადად იკვებება ძუძუმწოვრების სისხლით. ცეცე თავის სიცოცხლის მანძილზე სულ 8-10-ჯერ დებს ლარვას. მკერდი ფერად მონაცრისფრო-მოყვითალოა და ოთხი მოგრძო ყავისფერი ზოლი დაჰკრავს, მუცელი კი მოყვითალო-მონაცისფრო აქვს. ცეცეს მიერ გადამტანი დაავადება წელიწადში კლავს დაახლოებით 250,000-300,000 ადამიანს. საშიშროების გამო საგანგებოდ იყვნენ შესწავლილები. სამედიცინო თვალსაზრისით, ცეცეს სახეობებიდან აღსანიშნავია Glossina palpalis და Glossina morsitans. პირველი უპირატესობას ანიჭებს ხშირ მცენარეულობას, ხოლო მეორე გაშლილ, ტყიან ადგილებს. ორივე სქესის წარმომადგენელი სისხლით თითქმის ყოველდღიურად იკვებება, განსაკუთრებით დღის ცხელ პერიოდში. მზის ჩასვლასთან ერთად, ცეცე როგორც წესი, კარგავს აქტიურობას, აგრეთვე პასიური ხდება 15.5 °C ნაკლებ ტემპერატურაზე. ადამიანებს კბენს უმეტესწილად მამალი, ხოლო დედალი ბუზი ცხოველებს ეტანება.
 
Tsetse fly
საერთო ჯამში ბუზი ცეცეს 5 სახეობა არსებობს. ისინი, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათ საცხოვრებელ ადგილს ტროპიკული და სუბტროპიკული აფრიკა წარმოადგენს.
ისინი, ფაქტიურად, ცოცხლად მშობიარენი არიან. დედა ბუზი ჭუპრებს ქვიშაში დებს. ჭუპრი იმ წუთასვე მზადაა გამოსასვლელად და ახალი ცხოვრების დასაწყებად. ბუზი ცდილობს, რომ კვერცხები ჩრდილში დაყაროს. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ბუზი რვაჯერ ან ათჯერ ყრის კვერცხებს.
მათი საყვარელი ადგილი ნესტი და სისველეა. ისინი ტროპიკულ ტყეებში თავს საკმაოდ კარგად გრძნობენ, აგრეთვე შესანიშნავად გრძნობენ თავს მდინარის ნაპირებზე, ნაყოფიერ და წყლით გაჟღენთილ მიწაში. ამის გამო მოსახლეობა იძულებულია იქაური მიწები მიატოვოს და სხვაგან გადავიდეს მიწის დასამუშავებლად. ტყიანი ფართობის გაფართოებამ ბუზი ცეცეს გამრავლებას შეუწყო ხელი, განსაკუთრებით კი ისეთებისას, რომლებიც ადამიანისთვის მომაკვდინებლად საშიშნი არიან, მათ ხომ ინფექციების გადატანაში ტოლი არ ჰყავთ. მაგალითად, ფრიტუანში მოსახლეობა ისეთ დღეშია, რომ არა მარტო ადამიანები, ცხოველებიც ვერ ჩერდებიან. ხალხი საშინელ დღეშია და დახმარებას ითხოვს. ცეცეს ბევრი სახეობა ცხოველების სისხლში მობინადრე პარაზიტების - ტრიპანოსების გადამტანია, რომლებიც კბენის შემდეგ იწვევს დაავადებას ტრიპანოსომოზს. ზოგიერთი სახეობის ცეცეს კბენისას ვითარდება ტრიპანოსომა გამბიენა, იგივე ძილის დაავადება. სხვა სახეობების კბენა იწვევს აფრიკულ ტრიპანოსომოზს, იგივე ნაგანს, რაც მეტად საშიში დაავადება და ხშირად საშინელი შედეგით მთავრდება. ამ დაავადებას თან სდევს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად: სისუსტე, აპათია, თავის ტკივილი, ციება; მძიმე შემთხვევებისას ვითარდება კომატოზური მდგომარეობა, რომლის შედეგადაც ადამიანი კვდება. ექსპერტების ვარაუდით, 60 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება რისკის ქვეშ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ დაავადების სამკურნალო ერთადერთი საშუალება გახლავთ ელოფრიტინი, რომელიც რთული საშოვნელია. როგორც ავღნიშნეთ, ბუზი ცეცეს 5 სახეობა არსებობს, მათგან ოთხი აფრიკის მკვიდრია, მეხუთე კი ავსტრალიაში ბინადრობს.
აფრიკაში მყოფი ტურისტების დიდი ნაწილი ამ საშიში მწერის ნაკბენით ავადდება. გარდა ამისა, ყოველწლიურად, აფრიკის ტერიტორიაზე ცეცეს ნაკბენით სამი მილიონი სული პირუტყვი იხოცება, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. უკვე 150 წელზე მეტია, რაც ამ დაავადებას უშედეგოდ ებრძვიან, ამ მიზნით რადიაციაც კი გამოიყენეს, მაგრამ ამაოდ, არაფერი შველის.