EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კატლეტები გამოდის საოცრად წვნიანი და ფუმფულა! »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2019-06-18 12:46:47

კატლეტები გამოდის საოცრად წვნიანი და ფუმფულა!

კატლეტი

ამ წესით მომზადებული კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელი გამოდის.
 
საქონლის ხორცის ფარში - 700 გ
პური ბატონი - 1/2 ცალი
რძე - 150 მლ
ოხრახუში და კამა - 1 კონა
(სურვილის შემთხვევაში დაამატეთ - ცოტა ქინძი, რეჰანი, როზმარინი)
ხახვი - 3 თავი
ნიორი 2-3 კბილი
მარილი - 1/2 ჩ/კ
პომიდორი - 3 ცალი, საშუალო ზომის
ზეთი - 2 ს/კ
შავი წიწაკა გემოვნებით
 
მომზადების წესი:
 
დაალბეთ პურის ნაჭრები რძეში.
ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ და დაუმატეთ მარილი, დამბალი პური, ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.
მიღებული მასა შეურიეთ ფარშს.
პომიდორს გააცალეთ კანი (წინასწარ რამდენიმე წუთი გააჩერეთ ადუღებულ წყალში), დაჭერით წვრილად. მწვანილიც დაჭერით წვრილად და შეურიეთ პომიდორს. გააჩერეთ ცოტა ხნით და გადაუღვარეთ წვენი, რომელსაც გამოუშვებს.
შეურიეთ პომიდორი ფარშს და კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ საშუალო ზომის კატლეტები და დაალაგეთ ზეთწასმულ ღუმელის ფირფიტაზე. აცხვეთ 220 გრადუსზე 25-30 წუთი.