EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ფილიპინური კობრა (Naja philippinensis) - ყველაზე საშიში გველები »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-06-22 20:39:18

ფილიპინური კობრა (Naja philippinensis) - ყველაზე საშიში გველები

Naja-philippinensis-ფილიპინური-კობრა

ოჯახი: ასპიტისებრნი (Elapidae)
გვარი: ნამდვილი კობრები (Naja)
სახეობა: ფილიპინური კობრა (Naja philippinensis)
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 1.6 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
ფილიპინური კობრა არის ძლიერ შხამიანი კობრა, რომელიც ბინადრობს ფილიპინების ჩრდილო ნაწილში და წარმოადგენს მფურთხავ სახეობას მის გვარში.
 
გავრცელების არეალი: ძირითადად ბინადრობს ჩრდილო ფილიპინებზე. ასევე ლუსონის, მინდოროს, კატანდუანესის და მასბატეს კუნძულებზე. ამბობენ, რომ მეზობელ კუნძულებზეც ბინადრობს, თუმცა ეს ცნობები არ დასტურდება.
 
საბინადრო გარემო: გვხდება ღია ველებზე, ტყიან და ბალახიან ადგილებში და ადამიანებით დასახლებულ ადგილებშიც. უყვარს წყალთან ახლოს ყოფნა.
 
გარეგნული აღწერილობა: ფილიპინური კობრას საშუალო ზომა 1 მეტრია, თუმცა შეუძლია გაიზარდოს მაქს. 1.6 მეტრამდე. შეფერილობა წარმოადგენს ყავისფერს.
 
კვება: ეს სახეობა ნადირობს პატარა ძუძუმწოვრებზე, ბაყაყებზე, პატარა ხვლიკებზე, სხვა გველებზე და ხანდახან პატარა ჩიტებზეც. თაგვები და პატარა ვირთხები წარმოადგენენ მის საყვარელ საკვებს. თუმცა როგორც ითქვა სხვა გველებზეც ნადირობენ, მათ შორის პატარა სამეფო კობრებზეც.
 
მტრები: მის მტრებად ითვლებიან მტაცებელი ფრინველები, მანგუსტები და სამეფო კობრები. შეიძლება დიდი ვირთხებიც ჩაითვალონ, რადგანაც მათ შეუძლიან სასიკვდილოდ დაჭრან გველი კბენით, ჩხაპნით ან თვალების ამოგდებით, თუმცა ესეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე. რათქმაუნდა დაკბენილი ვირთხა მაინც განწირულია და მალევე კვდება, მაგრამ ძლიერი დაზიანებით მიღებული გველიც შეიძლება დაიღუპოს ადრე თუ გვიან თუ მისი თვალები ამოთხრილია ან ნესტოების ადგილი დაზიანებული აქვს, რაც საბოლოო ჯამში მას ხდის ინვალიდს და უმწეოს ინადიროს წარმატებულად მომავალში.
 
ცხოვრების წესი და ქცევა: როგორც ითქვა ეს სახეობა არის მფურთხავი გველი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ისვრის შხამს მისი ეშვებიდან რათა დაიცვას თავი. მას შეუძლია 3 მეტრის მანძილზე მიასხას იგი.
 
შხამი: გამოკვლევებმა აჩვენეს რომ ფილიპინური კობრას შხამი არის სუფთა ნეიროტოქსიკური შხამი და არ შეიცავს კარდიოტოქსინებს. კბენის შემდგომი სიმპტომებია: თავის ტკივილი, პირღებინება, მუცლის ტკივილი, კუჭის აშლილობა, თავბრუსხვევა და სუნთქვის გართულება. შხამს ჭირდება რამოდენიმე წუთი მსხვერპლის მოსაკლავად. ყველაზე ნაკლები დრო რაც დაჭირდა დაფიქსირებულია 30 წამი.