EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ველის გველგესლა (Vipera ursinii) - ნაკლებ შხამიანი გველი საქართველოში »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-06-25 14:46:27

ველის გველგესლა (Vipera ursinii) - ნაკლებ შხამიანი გველი საქართველოში

Vipera-ursinii-ველის-გველგესლა

ველის გველგესლა (ლათ. Vipera Ursinii) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა.
 
მორუხო-მურა ფერის ზურგზე კლაკნილი ზოლი გასდევს. აქვს უზარმაზარი არეალი. საქართველოში ძირითადად გვხვდება აღმოსავლეთ ნაწილის მთიანეთში. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ტყის პირებზე, ქვაღორღიან ადგილებში, ბალახში. ვრცელდება ზღვის დონიდან თითქმის 3000 მეტრამდე სიმაღლეზე. სეზონის მიხედვით ხან დღისით არის აქტიური, ხან ბინდისას. იკვებება ძირითადად მწერებით (სწორფრთიანებით), აგრეთვე წვრილი ხერხემლიანებით. ცოცხლადმშობია. ნაშიერები (ჩვიდმეტამდე) იბადებიან აგვისტო-სექტემბერში. ველის გველგესლას ნაკბენისგან ადამიანის სასიკვდილოდ მოშხამვის შემთხვევები ცნობილი არ არის.
 
ოჯახი: გველგესლასებრნი (Viperidae)
ქვეოჯახი: გველგესლები (Viperinae)
გვარი: ნამდვილი გველგესლები (Vipera)
სახეობა: ველის გველგესლა (Vipera ursinii)
ქვესახეობები: არსებობს
მაქს. ზომა: 80 სმ.
შხამის ხარისხი: სუსტად შხამიანი
გავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთი, აღმოსავლეთ ავსტრია, უნგრეთი, ცენტრალური იტალია, ხორვატია, ბოსნია-ჰერზოგოვინა, ალბანეთი, რუმინეთი, ჩრდილო ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი, საქართველო, ჩრდილო-დასავლეთ ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უზბეკისტანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ჩინეთი.
 
საბინადრო გარემო: უყვარს მდელოები, კლდოვანი გორაკის ფერდები.
 
გარეგნული აღწერილობა: ზრდასრული ველის გველგესლას ზომა 40 -50 სმ.-ია. მაქს. ზომა დაფიქსირებულია 80 სმ. მდედრები უფრო დიდი ზომისანი არიან ვიდრე მამრები. ეს გველი ითვლება ყველაზე პატარა გველგესლად ევროპაში. სხეული სქელი აქვს, თავი ვიწრო. ცხვირი არ არის ზემოთ აწეული. სხეულის შეფერილობა მოიცავს ნაცრისფერს, ყავისფერს, მოყვითალო ფერს. სხეულზე გასდევს მუქი, ზიგზაგისებრი ნახატი, რომლსაც გააჩნია შავი საზღვარი.
 
კვება: ველის გველგესლა ნადირობს მღრღნელებზე, ფრინველებზე და ხვლიკებზე, ასევე მწერებზე: კალია და ობობისნაირები. პატარები იკვებებიან მწერებით და პატარა ზომის ხვლიკებით.
 
გამრავლება: არის კვერცხცოცხლადმშობი. გამრავლების პერიოდი აპრილ - მაისში აქვთ. აგვისტოში მდედრი შობს ახალშობილებს 3 - 10-მდე, რომლების ზომაც არის მიახლოებით 130 - 160 მმ. კავკასიის რეგიონში ორსულობის პერიოდი გრძელდება 90 - 120 დღე და მდედრი შობს 4 - 24-მდე ახალშობილს ივლის - სექტემბერში. ახალშობილების ზომაა 110 - 130 მმ; წონა 3,2 - 4,4 გრ. ზრდასრულ ასაკს აღწევენ 3 წლის ასაკში.
 
ცხოვრების წესი და ქცევა: ველის გველგესლა ითვლება ყველაზე აქტიურ გველად გველგესლებს შორის. აქტიურობის პერიოდი ეწყებათ მარტის დასასრულს და გრძელდება ოქტომბრამდე. ზამთრის მიძინების შემდეგ გამოდიან არანაკლებ 4-8°С ტემპერატურაზე გარეთ. გაზაფხულზე ველის გველგესლა ყველაზე აქტიურია დღისით, ხოლო ზაფხულის თვეებში დილა - საღამოს. არ არის აგრესიული და იკბინება ძალიან იშვიათად, მხოლოდ უკიდურესი შეწუხებისას. ჩვეულებრივ ადამიანებს გაურბის. ცურავს მშვენივრად და შეუძლია აცოცდეს ბუჩქნარზე ან ხის ტოტებზე. საკვების მოსაპოვებლად სტუმრობს მღრღნელების სოროებსა და ფრინველების ბუდეებს. რაც შეეხება დაცვის სტატუსს, ეს სახეობა ყველა ევროპის ქვეყნებში გადაშენების პირასაა.
 
შხამი: ველის გველგესლას შხამი შეიძლება ჩაითვალოს ევროპის გველგესლებს შორის და ალბათ საერთოდ გველეგსლებრთა ოჯახში მყოფ გველებს შორის ყველაზე სუსტად. ნაკბენი არ საჭიროებს შრატს. მისი შხამი არის სუსტად ჰემოტოქსიკური შხამი. ძალიან იშვიათია ამ სახეობის მიერ დაკბენილი ადამიანების შემთხვევები. ცნობილია, რომ ნაკბენის სიმპტომებია: ადგილობრივი შეშუპება და ტკივილი, რასაც მოყვება თავბრუსხვევა და პირღებინება.