EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დოლმენი — მეგალითური ნაგებობა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-06-25 19:33:09

დოლმენი — მეგალითური ნაგებობა

Dolmen

დოლმენი (ინგლ. Dolmen) — მეგალითური ნაგებობა. ის ძირითადად შედგება ვერტიკალური შემომსაზღვრელი კოჭებისგან, რომლებიც კედელს ქმნიან და ჰორიზონტალური ბლოკებისგან — ფილებისგან, რომლებიც ახდენენ შიდა კამერის იზოლაციას.
 
დოლმენი თარიღდება ნეოლითის გვიანდელი პერიოდით (ძვ. წ. 4000 — ძვ. წ. 3000). არქეოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი, რომელთაც ზევიდან მიწას აყრიდნენ, იგებოდა დამკრძალავი კამერების სახით.
 
დოლმენი - უძველესი მეგალითური სამარხი ნაგებობა, საცხოვრისი ან სამარხი. არქეოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა. დოლმენები საქართველოში ძირითადად აღმოჩენილია აფხაზეთში: (აჭანდარაში, ეშერაში, ოთხარაში, ფსხუმში.) ყველა ეკუთვნის ძვ. წ.აღ. III-II ათასწლეულებს; თბილისში დოლმენი არის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
 
ქვედა ეშერაში, კიურ-დერეს დასახლებაში, გამოვლენილია ადრებრინჯაოს ხანის დოლმენების ჯგუფი. პირველი დოლმენის ზომები: 2,1X2,93X3,68მ. ინვენტარი: ბრინჯაოს სფერული ღილები, კასრისებური მძივები, სფერული ფორმის საკინძი, სპირალური სამაჯურის ფრაგმენტი; მოწითალო და მოშავო ფერის ჭურჭლის ნატეხები (კუფტინი 1949ა: 266-268).
 
მეორე დოლმენი გაძარცულია. ზომები: 2,5X2,55X2,02 მ. ინვენტარიდან შემორჩენილია ბრინჯაოს შუბისპირი (კუფტინი 1949ა: 272, 273).
 
მესამე დოლმენის ინვენტარი: ბრინჯაოს ცული, ანკესი, შუბისპირები, მძივები, მოწითალო კეცის ჭურჭელი (კუფტინი 1949ა: 276-277).
 
აფხაზეთის დოლმენები
 
მეოთხე დოლმენში გამოვლინდა: სპილენძის ცული, ფირფიტები, კასრისებური და მრგვალი მძივები, საკიდი, სპირალური საყურეები, სფერული ღილები, მოწითალო ფერის ჭურჭლის ფრაგმენტები (კუფტინი 1949ა: 269-270).
 
მეხუთე დოლმენში აღმოჩნდა: ბრინჯაოს შუბისპირი, სარტყელი, ბიკონუსური მძივები, საკიდები, თიხის ჭურჭელი (ჯაფარიძე 1959: 79-92).
 
მეექვსე დოლმენის ინვენტარი: ბრინჯაოს შუბისპირი, კაჟის ისრისპირები, თიხის კვირისტავი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. დოლმენი თარიღდება ძვ. წ. 2400-2200 წწ. (ჯაფარიძე 1959: 95-100).
 
დოლმენი ბედიაში
არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად სოფ. ბედიასთან დაფიქსირებულია პალეოლითური ხანის სადგომის ნაშთი (ვორონოვი 1969: 16), ადრებრინჯაოს ხანის დოლმენი (ივაშჩენკო 1935: 14).
 
 
თავად სიტყვა დოლმენი წარმოშობით ბრეტონულია (არა ბრიტანული), taol mean – ანუ ქვის მაგიდა. მიკუთვნებულია უძველეს მეგალითურ (ანუ ნაგებობას რომელიც ერთიმეორეზე დაწყობილი დიდი ქვებისგან შედგება) სამაროვან ნაგებობებს. დასახელება წარმოიშვება მისი გარეგნული ხედიდან. ქვის საყრდენებზე დადებული ქვის ფილა, რომელიც მაგიდას გავს.
 
მისი გამოკვლევები 17 საუკუნიდან მიმდინარეობს ოფიციალურად. კერძოდ მღვდელმა იოხან პიკარდმა, ნიდერლანდების პროვინცია დრენტში არსებული დოლმენები შეისწავლა პირველად. მან დაასკვნა რომ ეს სამაროვნები გიგანტების აშენებულია, შემდეგ იყენებდნენ ამ ნაგებობებს მასალებად, სხვადასხვა დანიშნულებით მანამ 1734 წელს დრენტის სალანდშფტო მმართველობამ არ შემოიღო კანონი დოლმენების დასაცავად.
1912 წელს რამდენიმე დოლმენი იქნა შესწავლილი არქეოლოგების მიერ დაწვრილებით, ხელუხლებელ დოლმენებში აღმოჩენილი იყო, კერამიკის ფრაგმენტები, კაჟის ცულები, ისრის ბუნიკები, მცირე რაოდენობიტ ადამიანის ნაშთები და ასე შემდეგ. იყო შემთხვევაც როდესაც დოლმენში 600 მდე ჭურჭლის ნაშთი იქნა აღმოჩენილი, თუ გავითვალისწინებთ რომ თითო მიცვალებულს 1 მასეთ ჭურჭელს ატანდნენ საჭმლით, გამოდის რომ თითო დოლმენში სავარაუდოდ 600 მდე მიცვალებული იმარხებოდა?!
თავად დოლმენები მსოფლიოს მრავალ კუთხეში არიან. სხვადასხვა კონსტრუქციის ზომის და დამუშავების ტექნოლოგიით. მაგალითად:
კორეაში
დოლმენები ბრიტანეთში
Dolmen
დოლმენები აფხაზეთში
Dolmen
დოლმენები ირლანდიაში
Dolmen
დოლმენები ესპანეთში
Dolmen

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

Dolmen
დოლმენები რუსეთშიც.
Dolmen
კერძოდ შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე, აგრეთვე უკრაინაშიც ჩვენთან აფხაზეთშიც არის აღმოჩენილი ანალოგიური კონსტრუქციები.
დოლმენები
როგორც ვხედავთ შავი ზღვისპირეთის დოლმენი დამუშავების ხარისხით და ტექნოლოგიით დიამეტრალურად განსხვავდება სხვა ქვეყნების დოლმენებისგან. უფრო მაღალი ტექნოლოგიებით დამუშავებული ქვებია შეპირაპირებული ერთიმეორეზე, იმ დროს როდესაც სხვა მოცემული დოლმენები პრიმიტიულად მოტეხილი ქვებია ერთიმეორეზე დამაგრებული. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ აფხაზურ დოლმენს. რომელიც დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია განთავსებული.