EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში - მცირედი დამწყებთათვის »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2019-07-10 00:15:34

რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში - მცირედი დამწყებთათვის

Meditation

რა არის მედიტაცია?
 
მედიტაცია უფრო მაღალი ძალის ან უფრო მაღალი რეალობის მოხმობაა ჩვენი არსების უფრო დაბალ ნაწილში. როგორც მაღალი, ასევე დაბალი ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ მაღალი რეალობები, რომლების დაშვებასაც ვცდილობთ მედიტაციის დროს, აცნობიერებენ თავის ერთობას ღმერთთან, როდესაც დაბალი ნაწილები ჩვენში ამას ვერ აცნობიერებენ. როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ ვუხმობთ მაღალ რეალობებს შემოვიდნენ დაბალ რეალობებში და აგრძნობინონ მათ, რომ ისინიც ღმერთს ეკუთვნიან. ასე რომ, მედიტაცია ჩვენი მაღალი ნაწილის მოხმობაა დაბალ ნაწილში გასხივოსნებისთვის და დარწმუნებისთვის იმაში, რომ მასაც შეუძლია, საბოლოოდ, გახდეს ასეთივე კარგი, ასეთივე ღვთაებრივი, ასეთივე სრულყოფილი, როგორიც უმაღლესია ჩვენში, იმ პირობით, თუ ის მიიღებს სინათლეს, რომელიც გადმოდის ზემოდან. შემდეგ, როდესაც დაბალი რეალობები სათანადოდ გასხივოსნდებიან, ისინი ასევე შეძლებენ ღმერთი თავისიანად მიიღონ, როგორც ამას აკეთებენ უმაღლესი რეალობები.
 
შრი ჩინმოი: თუ გინდათ განავითაროთ თქვენი ნიჭი ან გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები ნებისმიერ დარგში, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ამისთვის აუცილებელია გარკვეულ შინაგან დისციპლინას მიჰყვეთ. თუ მომღერალი ხართ, მაგრამ გსურთ იმღეროთ უსასრულოდ უკეთესად, მაშინ გეტყვით, რომ თვენი ხმა გაცილებით უკეთესი გახდება, თუ მიისწრაფვით. არაფერია დადემიწაზე ისეთი, რისი გაუმჯობესება შეუძლებელია სულიერების და მედიტაციის მეშვეობით.
 
თუ გსურთ გაამარტივოთ თქვენი ცხოვრება, პასუხი იქნება მედიტაცია. თუ გსურთ აღასრულოთ თქვენი ცხოვრების მისია, პასუხი იქნება მედიტაცია. თუ მოგინდებათ სიხარულის მოპოვება და სიხარულის შეთავაზება მთელს მსოფლიოსთვის, ერთადერთი პასუხი მედიტაციაა.
 
თუ მედიტირებთ იმიტომ, რომ დაივიწყოთ თქვენი ტანჯვა-წვალება, ან დაივიწყოთ თქვენი სირთულეები, მაშინ თქვენ არასწორი მიზეზით მედიტირებთ. მაგრამ თუ მედიტირებთ მხოლოდ იმიტომ რომ გაახაროთ ღმერთი და აღასრულოთ ღმერთი, ისე როგორც მას სურს, მაშინ თქვენი მედიტაცია სწორია. როცა ღმერთი კმაყოფილია და აღსრულება მოიპოვა თქვენს მედიტაციაში, მაშინ ეს უკვე ღმერთის საქმეა დაივიწყოს თქვენი ტანჯვები და სირთულეები. მაგრამ თუ მედიტირებთ, რათა გაექცეთ სამყაროს ან გამოიწვიოთ სამყარო და წინაღუდგეთ სამყაროს, მაშინ თქვენ არასწორ რამეს აკეთებთ.
 
მედიტაცია არის თქვენი შეგნებული შესაძლებლობა, რომელიც თქვენ ყოველდღე და ყოველ წამს უნდა გამოიყენოთ, რათა შეხვიდეთ თქვენს უმაღლეს ღვთიურობაში, სადაც სასრული მთლიანად იკარგება უსასრულოში. სასრული, არსებობა, რომელსაც ფლობთ და რომელსაც წარმოადგენთ, ადვილად შეიძლება დაიკარგოს უსასრულოში და გახდეს სრულიად ერთი უსასრულოსთან, თუ მედიტირებთ. აი რა არის მედიტაცია და რა შეუძლია მედიტაციას გააკეთოს თქვენთვის.
 
რატომ ვმედიტირებთ? ჩვენ ვმედიტირებთ რადგან ამ ჩვენმა სამყარომ ვერ დაგვაკმაყოფილა. ეგრეთ წოდებული სიმშვიდე, რასაც განვიცდით ყოველდღიურ ცხოვრებაში, - ეს 5 წუთი სიმშვიდეა 10 საათის მწუხარების, შფოთისა და იმედგაცრუების შემდეგ. ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ნეგატიური ძალების ტყვეობაში, რომლებიც ყველგან ჩვენს ირგვლივ არიან, - ეჭვიანობის, შიშის, შფოთსა და სასოწარკვეთილების. ეს ძალები მაიმუნებივით არიან. როდესაც ისინი ჩვენი კბენით იღლებიან და ისვენებენ რამოდენიმე წუთს, ჩვენ ვიძახით, რომ სიმშვიდით ვტკბებით. მაგრამ ეს სავსებით არ არის ნამდვილი სიმშვიდე, და შემდგომ ისენი თავდასხმას ისევ განაგრძობენ.
 
მხოლოდ მედიტაციით ჩვენ შეგვიძლია ხანგრძლივი სიმშვიდის, ღვთაებრივი სიმშვიდის მოპოვება. თუ ჩვენ დილაობით მთელი გულით და სულით ვმედიტირებთ და განვიცდით სიმშვიდეს მხოლოდ ერთი წუთით, სიმშვიდის ეს ერთი წუთი გავრცელდება მთელ დღეზე. და როდესაც ჩვენ გვაქვს უმაღლესი რანგის მედიტაცია, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვიღებთ უცვლელ სიმშვიდეს, სინათლეს და აღტაცებას. ჩვენ გვჭირდება მედიტაცია, რადგან ჩვენ გვინდა გავიზარდოთ სინათლეში და გავხსნათ საკუთარი თავი სინათლეში. თუ ამისკენ მივისწრაფვით, თუ ეს გვწყურია, მაშინ მედიტაცია ერთადერთი გზაა.
 
თუ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რაც გვაქვს და რასაც წარმოვადგენთ, მაშინ ჩვენთვის არ არის აუცილებელი მედიტაციის სფეროში შესვლა. ჩვენი მედიტაციაში შესვლის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ შინაგანი შიმშილი გვაქვს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში არის რაღაც ნათელი, რაღაც უსაზღვრო, რაღაც ღვთაებრივი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან გვჭირდება, მხოლოდ ახლა ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ამისთვის. ჩვენი შინაგანი შიმშილი მოდის ჩვენი სულიერი საჭიროებისაგან.
 
მედიტაცია - ეს შეგნებული გაცნობიერებულობაა ღმერთისა. აქ ყველანი მაძიებლები ვართ. თუ ღმერთის გვწამს, მაშინ ბუნებრივად ვგრძნობთ, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გრძნობა არ გრძელდება ოცდაოთხი საათის განმავლობაში. როცა ვმედიტირებთ, ჩვენ ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში, რომ ჩვენ ღმერთისგან ვართ და ღმერთისთვის ვართ.
 
შრი ჩინმოის წიგნიდან "ადამიანის სრულყოფილება ღმრთის დაკმაყოფილებაში."
 
 
რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში
 
არსებობს მედიტაციის უამრავი მეთოდი და რადგან ეს პირადი პრაქტიკაა, ალბათ გაცილებით მეტიც არსებობს, ვიდრე ჩვენთვის არის ცნობილი, მაგრამ არსებობს რამდენიმე, რომლებიც მკვლევართა ყურადღებას იბყრობენ. ასეთი სახეობაა: ყურადღების ფოკუზირება, ყურადღების გარინდების მედიტაცია, რომლის დროსაც ფოკუზირდები სუნთქვაზე, შეგრძნებაზე სხეულის შიგნით, ან რაიმე გარეშე ობიექტზე. ამ მედიტაციის მთავარი ამოცანა მედიტაციის ობიექტზე მჭიდრო და უწყვეტი ფოკუზირებაა, ხოლო, როდესაც ყურადღება იფანტება, ყურადღების ჭვრეტის საგანზე კვლავ უკან ვაბრუნებთ.
 
მეორე სახის მედიტაცია, რომელიც ასევე სამეცნიერო კვლევის ინტერესში ხშირად ხვდება, არის რეაქციის გარეშე აღქმა იმისა, რაც ჩვენს ირგვლივ ხვდება.
 
 
რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ტვინში?
 
თანამედროვე ტექნოლოგიის, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის (FMRI) სკანერის გამოყენებით, მეცნიერებს აქვთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში. მთავარი ცვლილება ის გახლავთ, რომ ტვინი წყვეტს ინფორმაციის იმ ფორმით დამუშავებას, როგორც ეს ჩვეულებრივ მიმდინარეობს. მცირდება ბეტა ტალღების აქტივობა, რაც ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავების მაჩვენებელია. ასეთი შედეგი შესაძლებელია. თვალსაჩინოებისთვის საკმარისია თუნდაც 20 წუთიანი პრაქტიკა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დამწყები ხართ.
 
Meditation
 
მოცემულ სურათზე შესაძლებელია იხილოთ, როგორ ქრება ბეტა ტალღები (ფერადი ტონები) მედიტაციის შემდეგ (მარჯვნივ)
 
როგორ რეაგირებს ტვინის ცალკეული ზონები მედიტაციაზე:
 
შუბლის წილი
 
ეს არის ტვინის ყველაზე უფრო განვითარებული ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს განსჯის, დაგეგმვის, ემოციებისა და საკუთარი ცნობიერების აღქმის უნარს. მედიტაციის განმავლობაში, შუბლის წილის ზონა, დასვენების მდგომარეობაში გადადის.
 
თხემის წილი
 
ტვინის ეს ნაწილი ამუშავებს გარესამყაროდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, გვაძლევს ორიენტაციის საშუალებას დროსა და სივრცეში.
მედიტაციის დროს აქტივობა ამ ზონაში იკლებს.
 
თალამუსი
 
გრძნობათა კარიბჭეა, უზრუნველყოფს სენსორული იმპულსების თავის ტვინის ქერქში მოხვედრას, ასევე მათ შეკავებას. მედიტაციის მეშვეობით, იმპულსების ქაოტური ნაკადი, სხივის ფორმას იღებს.
 
რეტიკულური ფორმაცია
 
ტვინის ფილტრია, რომელიც არეგულირებს ნერვული სისტემის აღგზნებადობის დონეს. მისი სტრუქტურა შემავალი სიგნალების შედეგად რეაქციებისადმი ტვინის მზადყოფნას უზრუნველყოფს. მედიტაციის შედეგად, უმჯობესდება მისი, როგორც ნერვული სისტემის ფილტრის ფუნქციონირება, შედეგად მცირდება სიგნალები, რომლებიც აღაგზნებენ ტვინს და იწვევენ მის ღელვას.
 
მეტი რუხი ნივთიერება
 
მედიტაციას, აგრეთვე, აკავშირებენ ტვინში რუხი ნივთიერების ზრდასთან, კერძოდ: ჰიპოკამპუსისა და შუბლის წილში. არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ როდესაც გავარკვიე, საკმაოდ კარგი მოვლენაა. რაც უფრო მეტია რუხი ნივთიერება, მით უფრო მეტი და სტაბილურია დადებითი ემოციები, აგრეთვე მატულობს ყურადღებიანობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
 
Meditation
ბელე კუპერი
 
 
როგორ დავიწყოთ მედიტაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი
 
მარტივი,  ბაზისური საწყისებით და შემდგომ მათი მუდმივი გამოყენებით, შესაძლებელია აღმოაჩინოთ როგორი მარტივია ვარჯიშზე ფოკუსირება და ვიზუალურადაც მარტივად აღიქვათ თქვენი შედეგი.
 
მედიტაცია ასევე შესაძლებელია სასარგებლო აღმოჩნდეს სამედიცინო თვალსაზრისითაც, რაც დადებითად აისახება თქვენ ფიტნეს მიღწევებზე.
 
ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა ამერიკაში აღნიშნა, რომ მედიტაციას აქვს ბენეფიტები ისეთ სფეროში, როგორიც არის კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მაღალი წნევა, გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი, შფოთვა და ინსომნია. ნებისმიერი დროისა და ადგილისთვის, საბედნიეროდ არსებობს მინი-მედიტაციის პრაქტიკები, ამიტომ არ დაგჭირდებათ ყოველ დილით ნახევარი საათის გატარება სამედიტაციო ხალიჩაზე.
 
გთავაზობთ სამ ტექნიკას, რათა უფრო მეტი მედიტაცია ჩართოთ თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში:
 
ალტერნატიული სუნთქვა
 
ღრმა სუნთქვა მედიტაციისა და იოგის განუყოფელი ნაწილია, თუმცა სუნთქვაზე კონცენტრაცია ზოგი ადამიანისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება.
 
ჯერ ამოისუნთქეთ და შემდეგ ჩაისუნთქეთ ღრმად. მომდევნო ამოსუნთქვის დროს საჩვენებელი თითი მიიტანეთ მარჯვენა ნესტოსთან და ჩაკეტეთ ის.
 
ჩაისუნთქეთ, შემდეგ გაათავისუფლეთ ნესტო და ჩაკეტეთ მარცხენა. ამოისუნთქეთ და ჩაისუნთქეთ ამ გზით, გაიმეორეთ 15-ჯერ.
 
ეს ტექნიკა დაგეხმარებათ დაიმშვიდოთ გონება და ასევე მიგაჩვევთ ღრმა სუნთქვას, რაც პასუხისმგებელია თქვენი სხეულის ანტი-სტრესულ განწყობაზე.
 
როგორც კი ეს მოხდება, თქვენი სხეული მოიხსნის დაძაბულობას და აღარ შეგიშლით ხელს სპორტულ აქტივობაში. იფიქრეთ მასზე, როგორც სხეულის და ტვინის გახურებაზე.
 
 
აქტიური მოსმენა
 
იმდენად ბევრი განსხვავებული ხმაა თქვენ გარშემო, რომ რთულია მათი გაფილტვრა. მაგრამ თუ შევძლებთ და ყურადღებას არ მივაქცევთ მათ, თავი გათიშულადაც შეიძლება გვაგრძნობინოს, მაშინაც კი როდესაც გვესაუბრებიან.
 
აიღეთ მოსმენისგან შესვენება
 
თუ ხართ სუფთა ჰაერზე ან შეხვედრაზე გაიჭედეთ, ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ღრმად და ამის შემდეგ დაიწყეთ თქვენ ირგვლივ არსებული ხმების მოსმენა, თითქოს რადიოს შოუს უსმენთ.
 
შენობის შიგნით შესაძლოა გესმოდეთ ნაბიჯების ხმა, კალმის ტკაცუნი ან დერეფანში მოსაუბრე ადამიანების დიალოგი. ხოლო გარეთ, როგორ აშრიალებს ქარი ხეებს ან მწერების ხმაური, მხოლოდ და მხოლოდ მხედველობის არეს გარეთ.
 
აქტიურ მოსმენას აქვს უამრავი ფიტნეს ბენეფიტი. ის გეხმარებათ მოადუნოთ თქვენი სხეული და თავიდან აიცილოთ არასასურველი ხმები.
 
ეს მოგცემთ უდიდეს უპირატესობას, როდესაც მუშაობთ რაიმეზე, ან კონცენტრირებული ხართ სუნთქვაზე ვარჯიშის დროს.
 
მთლიანი სხეულის გამოსახულება
 
ხშირად, ადამიანებს სხეულის გარკვეულ ნაწილში დაძაბულობას გრძნობენ, ისე რომ არ აქვთ ის სრულად გააზრებული.
 
დროთა განმავლობაში, ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თავის ტკივილი, მხრის ტკივილი ან კისრის დაჭიმულობა, შესაძლოა იქცეს ქრონიკულ დაავადებად.
 
აკონტროლეთ ის რეგულარული შემოწმებებით, რათა თავიდან აიცილოთ.
 
ისევე როგორც სხვა პრაქტიკის დროს, დაიწყეთ თქვენი მედიტაცია ღრმა ამოსუნთქვითა და ჩასუნთქვებით. შემდეგ ეცადეთ იგრძნოთ საკუთარი სხეულის ყოველი ნაწილი და შეგნებულად მოადუნეთ ისინი.
 
მაგალითად, დაიწყეთ ფეხის თითებით – მოკეცეთ და გაშალეთ, შემდეგ იფიქრეთ ისეთ სიტყვებზე, რომელიც დაგეხმარებათ რელაქსაციაში, მაგალითად ფაფუკი და დასვენება. განაგრძეთ ტერფებით, მუხლებით და ა.შ.
 
შესაძლოა აღმოაჩნოთ, რომ თქვენი ბარძაყები გაქვავებულია, როგორც აგური ან თქვენი წელი გაყინულია. ამ დონის ცნობიერება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ მსგავსი დაზიანებები და შეცვალოთ საკუთარი ფორმები.
 
რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ ამ ტექნიკებს, შეამჩნევთ რომ მით უფრო გაგიადვილდებათ ფოკუსირება  ვარჯიშზე.
 
საუკეთესო ნაწილი კი ის არის, რომ პატარა მედიტაციასაც კი შეიძლება ჰქონდეს დიდი შედეგი.
 
 
შეარჩიეთ მშვიდი ადგილი მედიტაციისთვის. მედტაციისთვის ტავდაპირველად ნუ აირჩევთ ხალხმრავალ ადგილს სადაც ხმაურის დონე მაღალია, მედიტაციისათვის კარგია წყნარად ხის ქვეშ ყოფნა ან საყვარელი ბაღის კუთხეში ბალახზე დაჯდომა.
 
დაჯექით ჰორიზონტალურ მიწაზე. დაჯექით ბალიშზე თუ მიწა თქვენთვის არ არის კომფორტული. არ არის აუცილებელი მიიღოთ ნახევრად ლოტუსის ან სტანტარული ლოტუსის პოზა (ლოტუსი – პოზა რომელსაც იღებენ ძირითადად მედიტაციის დროს). თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი პოზა, მთავარია ზურგი იყოს გასწორებული, რაც შემდგომ დაგეხმარებათ შემდგომ სწორად სუნთქვაში.
 
გამოწიეთ თქვენი მენჯის ძვალი წინ და დაჯექით ბალიშის ან სავარძლის წინა ნაწილზე, ისე რომ უკანა ნაწილი მოშორდეს მიწას.
 
დავიწყოთ ქვემოდან, გაიშალეთ წელში ისე რომ მალები დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს ხერხემალში. ყურადღება მიაქციეთ ტქვენს ტორსს, კისერსა და თავს, რათა შეძლოთ ბალანსის დაცვა.
 
მოადუნეთ მხრები და ფეხები, მათ არ ჭირდებათ სპეციალური პოზა, მთავარია იყვნენ მოდუნებულები და ხელი არ შეგიშალოთ ბალანსის დაცვაში, ხელები შეგიძლიათ დაილაგოთ თეძოებზე, მაგრამ თავდაპირველად უფრო ადვილია მათი მხრებზე დალაგება.
 
მოდუნდით ყველაფრისგან. ეძიეთ სხეულის ის ნაწილები, რომელიც არ არის მოდუნებული მოცემულ მომენტში, როდესაც იპოვით მათ (და თქვენ აუცილებლად იპოვით მათ) შეგნებულად მოადუნეთ ისინი. შეიძლება მიხვდეთ რომ ამა თუ იმ ორგანოს მოდუნებას ვერ შეძლებთ თუ არ შეიცვალეთ პოზა. ეს ძირითადად ხდება ხერხემალთან ახლოს მდებარე კუნთების შემთხვევაში. თქვენ ასევე შეიძლება შეიგრძნოთ, რომ ცოტა მოხრილი ხართ და გჭირდებათ გამართვა, ასევე ხშირია სახეზე არსებული პატარ-პატარა კუნთების დაძაბულობა.
 
ყურადღება მიაქციე სუნთქვას. მოუსმინეთ და მიყევით მას, ნუ განსჯით შემდეგნაირად: რა ხმაა მგონი ვხვრინავ, მგონი ვცივდები და ა.შ, მთავარი მიზანია თქვენი გონება მოშორდეს ამ აზრებს და თქვენ უნდა ეძებოთ თქვენში ის ძალა რომელიც დაამშვიდებს თქვენს გონებას.
 
შეეცადეთ კონცენტრირდეთ მხოლოდ ლოცვაზე ან ყველასათვის კარგად ნაცნობი იქნება ამ მომეტში ‘ომმმმმ” გამოთქვა, რომელსაც ხშირად ვითომ მედიტაციის დროს გამოსცემენ ხოლმე და თან ახლობელს ეხვეწებიან, რომ სურათი (ან ვიდეო) გადაუღონ ამ პოზაში და ამ ხმით, ამის გაკეთება შესაძლებილია როგორ ხმამაღლა ასევე ჩუმათ საკუთარ გონებაში, მაგრამ როგორც წესი დამწყებთატვის ყველაზე კარგია საკუთარი სუნთქვის დათვლა ერთიდან ათამდე და შემდეგ დათვლის ხელახლა დაწყება ერთიდან.
 
იმ სურათებისა და წარმოდგენის მოსატყუებლად, რომელიც თქვენს თავში ტრიალებს მედიტაციის დროს და ხელს გიშლით მოდუნებაში, საჭიროა წარმოიდგინოთ თითქოს თქვენ ხართ ყველაზე მაღალ საფეხურზე და უნდა ჩამოხვიდეთ დაბლა რათა მიაღწიოთ მშვიდობიან და მომადუნებელ ადგილს.
 
დაამშვიდეთ თქვენი გონება. თუ თქვენ თავდაპირველად ცდილობთ, რომ მოახდინოთ თქვენი გონების ფოკუსირება ერთ რამეზე რამოდენიმე ხნის შემდეგ შეძლებთ არაფერზე არ იფიქროთ და უბრალოდ “გაწმინდოთ” საკუთარი გონება. ეს ყველაფერი უდიდეს დისციპლინას მოიტთხოვს, მაგრამ ამავდროულად ეს არის პიკი მედიტაციისა. ერთ საკითხზე ფოკუსირების შემდეგ თქვენ შეძლებთ, სურვილის შემთხვევაში მოიშოროთ ის თქვენი გონებიდან ან მიიღოთ და მარტივად გაარჩიოთ ცუდია თუ კარგი ის, თქვენ გექნებათ ანალოგიური მიდგომა ყველა საკითხის მიმართ სანამ შეძლებთ სიჩუმის შენარჩუნებას.
 
ოშო ამბობდა: „მედიტაცია არ არის მუშაობა, ის არის ის, რითიც უნდა დატკბე. ის ზეიმია... და როცა შენ ზეიმობ, სწორედ მაშინ შემზღუდველი საზღვრები იმსხვრევა... ახლა შენ აძლევ საშუალებას იმ ტოტალურ არსებობას შემოვიდეს შენში. ეს ურთიერთობაა, სწორედ ამ დღესასწაულს ვუწოდებ მე მედიტაციას – ექსტაზის ხელოვნებას...“
 
გახსოვდეს, შენ ხარ სამყაროს გეომეტრიული და მათემატიკური ცენტრი. შენში ვლინდება ცენტრების ცენტრი, დაკავშირებული ხარ ყველაფერთან მიზიდულობით და განზიდულობით, გრძნობ ყველაფერს ყოველი მხრიდან და არეგულირებ ძალების წონასწორობას. შენი შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ მისი ძირითადი ნაწილი გამოუყენებელი დარჩება, შენი ცხოვრებაც იმედგაცრუებად გადაიქცევა.