EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მჟაუნას სუპი - მჟაუნას წვნიანი »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2019-07-18 01:34:26

მჟაუნას სუპი - მჟაუნას წვნიანი
მჟაუნას სუპი - მჟაუნას წვნიანი
 
მჟაუნა არის გაზაფხული, სიმწვანე, სიქორფე, სიტურფე და დიდი გასტრონომიული სიამოვნება!
 
თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ წვნიანის მომზადება, არამედ ნაირნაირ სალათებშიც გამოყენება, შესანიშნავი შუშხუნა არომატი თავისებურ პიკანტურობას შესძენს თქვენს მიერ მომზადებულ კერძებს.
ინგრედიენტები
 
2 კონა – მჟაუნა
1.5-2 ლ – წყალი
3–4ც – კარტოფილი (გემოვნების საკითხია)
2ც – ხახვი
1 ს/კ – კარაქი
1 ს/კ – ძმარი
1 კონა – ქინძი
2 ც – კვერცხი (გემოვნების საკითხია)
1 ჩ/კ – შავი პილპილი
1 კონა - ტარხუნა
1 კონა - მწვანე ხახვი ცოცხლად ზევიდან დაჭრილი
მარილი გემოვნებით
 
კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოდნავ შეოქროსფერების შემდეგ ქვაბში ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და 2–3 წუთი თავდახურულად ვშუშოთ (თან მოვურიოთ რომ არ მიგვეწვას). შემდეგ დავამატოთ სასურველი რაოდენობის წყალი (ან თუ გაქვთ შეგიძლიათ ბულიონი) და ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე.
ამასობაში,  მჟაუნას გარეცხილი ფოთლები და ქინძი დაჭერით, ეს ყველაფერი ჩაამატეთ ნელ ცეცხლზე მდუღარე წვნიანში და ბოლოს, გემოვნებით შეკმაზეთ ძმრით, მარილით და შავი პილპილით.
მდუღარე წვნიანში ჩაახალეთ მთელ–მთელი კვერცხი და გამორთეთ.