EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ბერსერკი, ან ბერსერკერი (ძვ. სკანდ. berserkr) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-10-08 15:03:16

ბერსერკი, ან ბერსერკერი (ძვ.-სკანდ. berserkr)

Berserkr

ბერსერკი, ან ბერსერკერი (ძვ.-სკანდ.berserkr) - ძველ-გერმანულ და ძველ-სკანდინავიურ საზოგადოებაში, ეს არის მეომარი ვიკინგების ტომებიდან, რომელმაც თავი ღმერთ ოდინს მიუძღვნა. უშუალოდ ბრძოლის წინ ბერსერკერები თავს უკიდურესად აგრესიულ მდგომარეობაში იგდებდნენ, ლეგენდების თანახმად, ისინი ამ მიზნით სპეციალურად მომზადებულ ამანიტას (წითელი შხამასოკო) ნახარშს სვამდნენ, რომელიც უგრძნობს ხდიდა ტკივილის მიმართ. ბრძოლაში გამოირჩეოდნენ თავდაუზოგავი შეუპოვრობით, უზარმაზარი ენერგიით, სწრაფი რეაქციებით და ტკივილის მიმართ მდგრადობით.
 
სიტყვა „ბერსერკერი“ წარმოიშვა ძველ-ნორვეგიული სიტყვიდან berserkr, რომელიც ნიშნავს ან „დათვის ტყავს“, ან „სამოსის გარეშე“ (ფუძე ber-აღნიშნავს როგორც „დათვს“, ასევე „შიშველს“, - serkr კი აღნიშნავს „ტყავს“, „აბრეშუმს“ (ზოგადად ტექსტილს). ინგლისურად berserk ნიშნავს „შეუპოვარს, მრისხანეს“.
 
მთლიანობაში, ბერსერკერის ძირითადი არსი უკავშირდება მსხვერპს, მსხვერპლის გაღებას, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას ღმერთისთვის.
 
რაც შეეხება გრაფიკულ სიმბოლოს, იგი შექმნილია XX საუკუნის ბოლოს. მისი ისტორია ბევრად ახალია, ვიდრე თავად ბერსერკერების, თუმცა ამ სტიგმის სიმბოლური დატვირთვა აქაც ერთმნიშვნელოვნად „მსხვერპლს“ მოიაზრებს.