EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რომელ რიცხვშიც დაიბადა ადამიანი, ისეთივე აქვს მთელი ცხოვრება »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2019-10-17 19:32:10

რომელ რიცხვშიც დაიბადა ადამიანი, ისეთივე აქვს მთელი ცხოვრება

Numbers

ჩვენი დაბადების თარიღი, ესაა პირველი ციფრი ჩვენს ცხოვრებაში. და ამ ციფრს შეუძლია საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებასა თუ ბედზე. თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს წაიკითხეთ ქვემოთ.
 
 
1 - ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს შემოქმედებითი, კრეატიული, ორიგინალური და ძალზე დამოუკიდებელი ადამიანების ნიშანია. მათ თავდაჯერებულობას გააჩნია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე; ერთი მხრივ ისინი არიან საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებანი, რომლებიც ხშირად მაგალითი არიან ირგვლივ მყოფთათვის; მეორე მხრივ - ინდივიდუალისტები და ეგოისტები არიან, რომლებიც მზად არ არიან სხვისი აზრი მოისმინონ თუ გაიზიარონ.ხშირად გამოდიან ლიდერისა თუ ინიციატორის როლში - მათში ძლიერია ნოვატორული სული, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას.
 
2 - რიცხვ ორში ზემგრძნობიარე ადამიანები იბადებიან. ისინი ნებისმიერ თხოვნას არ დატოვებენ უყურადღებოდ. მშვენიერი პარტნიორები არიან ბიზნესისთვის. კარგი კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები არიან. 2-იანი მხატვრებისა და რომანტიკოსების საკრალური რიცხვია.
 
3 - ამ რიცხვში იბადებიან შეუპოვარი ოპტიმისტები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები და ისიამოვნონ ცხოვრებით. მათ გააჩნიათ ინტუიცია და იუმორის შესანიშნავი გრძნობა.
 
4 - პასუხისმგებობით სავსე, სინდისიერი, სერიოზული და საიმედო პიროვნებები არიან. მათ გააჩნიათ ბრწყინვალე საქმიანი რეპუტაცია. საკუთარი შრომით შეუძლიათ დააგროვონ სოლიდური ქონება.
 
5 - თავისუფლებისა და ნუმეროლოგიის სიმბოლო. ძალიან კომუნიკაბელურები, ცნობისმოყვარულები და უნივერსალური ადამიანები არიან. ხშირად ეს გენიოსების ციფრული ნიშანია. მათ იზიდავთ ყველაფერი იდუმალი, უცნაური და უცნობი.
 
6 - სიყვარულისა და ურთიერთგაგების, პატიოსნებისა და ერთგულების, ოჯახისა და მეგობრობის ნიშანია. მათში ძლიერად არის განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. საუკეთესო მეგობრები, თუმცა ეს რიცხვი გასაოცარი ეჭვიანობით გამოირჩევა, ამავდროულად საკმაოდ ჯიუტები არიან.
 
7 - სიბრძნისა და გონიერების ნიშანია. ისინი ხშირად გრძნობებზე მაღლა დგანან. უყვართ კითხვა, მზად არიან ყოველთვის ისწავლონ რაღაც ახალი. უყვართ განმარტოება, პერფექციონისტები.ეს ადამიანები მზად დაუკავშირონ საკუთარი ცხოვრება ინტელექტუალურ მოღვაწეობას. უარყოფითი მხარე; საიდუმლოება, კამათისადმი მიდრეკილება, სარკაზმი, იზოლაციის ტენდენცია, სიჯიუტე, გამაღიზიანებლობა.
 
8 - ნუმეროლოგიაში ეს ძალაუფლების, მფარველობისა და მმართველობის სიმბოლოა. ეს ადამიანები ხშირად პოულობენ საკუთარ მოწოდებას პოლიტიკაში და კომფორტულად გრძნობენ თავს. ასევე ეგოცენტრულები არიან და უყვართ როცა მათ აქებენ.
 
9 - ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური ნიშანია. თავგანწირული მეგობრები, რომანტიკული ცხოვრების მეგზურები, დაინტერესებული საქმიანი პარტნიორები არიან. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა - ხელგაშლილობა.
 
10 - ეს ადამიანები პირდაპირ მოქმედებენ, ერიდებიან რთულ გზებს, ყოველთვის ირჩევენ აშკარა და უტყუარ გზას. ისინი დიდი გულის პატრონები და პოპულარულები არიან მეგობრებს შორის.
 
11 - მატერიალური ფასეულობები მათ უკანასკნელ პლანზე აქვთ, ისინი, პირველ რიგში, ზრუნავენ საკუთარ სულზე. მათი აზრის მოსმენა ყურადღებით ღირს, რადგან მათი შინაგანი ინტუიცია გააჩნიათ.
 
12 - ამ რიცხვში დაბადებულებმა ერთიანისგან აიღეს ძლიერი ნებისყოფა, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და ულევი ენერგია. ორიანისგან კი - შინაგანი ჰარმონია, შესანიშნავი ორგანიზაციის ნიჭი და კომუნიკაბელურობა. „12“ - მთელი კაცობრიობის საკრალური რიცხვია.
 
13 - ამ ციფრული კოდის მატარებლები მთელი ცხოვრება მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. მათ ცხოვრებაში მუდმივად ხდება რაღაც ცვლილებები: როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურშიც.
 
14 - არ ეცადოთ რამეში შეზღუდოთ ისინი, თორემ სამუდამოდ გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან. საკმაოდ ფიცხები არიან და სიბრაზეში ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს, თუმცა შემდეგ ნანობენ ამას.
 
15 - ბუნებისგან დაჯილდოებულები არიან უამრავი ნიჭით. ნებისმიერი სიძნელეები და პრობლემები გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვთ. ძალიან მგრძნობიარენი არიან და მცირე კრიტიკაზეც კი მტკივნეულად რეაგირებენ.
 
16 - პასუხისმგებელი, ზრდილობიანი, გულუხვი, თავისებურად იდუმალი და დამოუკიდებელი რიცხვია. გააჩნია შესანიშნავი ინტუიცია. წლებთან ერთად უფრო თავდაჭერილი და ფრთხილი ხდება.
 
17 - გასაოცარია, როგორ ემიჯნება ასეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემები ფაქიზ სულს. გინდათ მათი გულის დაპყრობა? გულწრფელად გამოავლინეთ თქვენი სიყვარული და ალერსი. მათ არ უყვართ სიყალბე და თვალთმაქცობა. მათი დელიკატური ხასიათი ბავშვობიდან ვერ უძლებს კრიტიკას.
 
18 -სამართლიანობისთვის მებრძოლთ ციფრი. ესეთი ადამიანები მზად არიან დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები არამედ მეგობრებისაც და კოლეგებისაც. ამას თან ერთად ისინი საკმაოდ კონსერვატიულებიც არიან - ნებისმიერ საქმეში ეყრდნობიან საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას, იშვიათად, რომ მათ ვინმეს აზრი გაიზიარონ. იშვიათად ხვდებიან კურიოზულ სიტუაციაში, რადგან გამოუმუშავდათ და მიეჩვივნენ იმოქმედონ განსაკუთრებული სიფრთხილით.
 
19 - ნებისმიერი ჩადენილი საქციელი არასოდეს გაივლის მათთვის უკვალოდ - ბედისწერა მუდმივად ყველაფერს ირეკლავს და ათმაგად უბრუნებს. უყვართ სტაბილურობა: ოჯახშიც და პროფესიაშიც.
 
20 - არ უყვართ მარტოობა. შესანიშნავი ორატორები და ერთგული მეგობრები არიან, სიამოვნებით მონაწილეობენ ღონისძიებებში. უყვართ მუსიკა და ცეკვა, გააჩნიათ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.
 
21 - ისინი ჩაციკლულები არიან ფულზე. მათგან გამოდიან შესანიშნავი ფინანსისტები, ბანკირები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სტატუსს საზოგადოებაში და ასევე პარტნიორის სტატუსსაც. ცინიკურები და ირონიულები არიან.
 
22 - ამ რიცხვში დაბადებულებს უყვართ სხვების სწავლა და ეს მშვენივრად გამოსდით. პედაგოგიური და სალექციო სამუშაო მათთვის არის შექმნილი. ისინი ნამდვილი ერუდიტები არიან. ბუნებამ დააკისრა მათ მისია აღმოაჩინონ და აუხსნან სხვებს ყველაზე რთული პროცესები.
 
23 - მათი ნიჭი მრავალწახნაგოვანია. მაღალი ინტელექტის, კრეატიულობისა და პროგრესიული იდეების წყალობით, მათ შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ ნებისმიერი პროფესიით. ცხოვრებაში მათთვის ყველაზე მთავარია - თავისუფლება, მათ არ უყვართ არავისთან ანგარიშის ჩაბარება.
 
24 - არ არსებობს კალენდარული თვის მათზე უფრო ყურადღებიანი და ფრთხილი წარმომადგენელი. სანამ ისინი ნაბიჯს გადადგამენ, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან და მხოლოდ შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან უყვართ ჭამა და ძალზე დისციპლინირებულები არიან.
 
25 - ისინი ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან, ვისი აზრიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ. ჯამში ორიანი და ხუთიანი იძლევა შვიდიანს, ეს კი ინტელექტის სიმბოლოა.
 
26 - ყველაზე ერთგული მეგობრები და მეუღლეები არიან. ისინი საკუთარ თავზე მფარველის როლს იღებენ - ამისათვის მათ გააჩნიათ ყველა საწყისი მონაცემები: მტკიცე ხასიათი, ძლიერი ენერგეტიკა, ხელმძღვანელის ნიჭი. მათ უყვართ წესრიგი, სახლში ყოველთვის სუფევს სისუფთავე და სილამაზე.
 
27 - ნუმეროლოგიაში ეს განკურნების ძალის სიმბოლოა. მისი წარმომადგენლები შესანიშნავი მკურნალები არიან. „27“- ის მფლობელები ემოციურები არიან, გააჩნიათ ინტუიცია, ღრმა თანაგრძნობის უნარი - ახლობლების ზრუნვას ისინი სულის თითოეული უჯრედით შეიგრძნობენ.
 
28 - ამ რიცხვში დაბადებულებს გააჩნიათ დიდი პასუხისმგებლობა. ისინი მუდმივად მოუწოდებენ ყველას წესრიგისკენ და წესების დაცვისკენ. მათ უწერიათ იყვნენ კარგი მოსამართლეები ან იმუშაონ იურისპრუდენციის სფეროში. თავად არასოდეს არ აღიარებენ ბრალს.
 
29 - ხშირად ვარდებიან უკიდურესობებში. დიპლომატიურები არიან, გააჩნიათ ქარიზმა, უყვართ თავგადასავლები. ფულის მხრივ ბედი სწყალობთ, ადვილად შოულობენ ფულს, უმართლებთ ლატარიებში. აი პირად ცხოვრებაში კი ხშირად არ უმართლებთ.
 
30 - გააჩნიათ ფანტასტიკური მეხსიერება, შესანიშნავი კონცენტრირების უნარი. მათი ინტელექტის შესაძლებლობები უზარმაზარია, გონების გამჭრიახობა კი ეხმარებათ გაუმკლავდნენ ყველაზე რთულ სიტუაციებს. მათი ცხოვრება გაჯერებულია მოვლენებით, მათთან არ მოიწყენთ.
 
31 - მიზანდასახული და დამოუკიდებელი ხალხის ციფრია. არცერთ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ რასაც კი მათ ცხოვრება აძლევს. განსაკუთრებული, ინდივიდუალური ხელწერა, შემოქმედებითი მიდგომა იკითხება ყველაფერში რასაც კი შეეხებიან. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს კიდებენ, სრულყოფილამდე იქნება მიყვანილი. ეს თვისება ეხმარება მათ დაიკავონ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა. ყველაზე გაბედული პროექტების შესანიშნავი ორგანიზატორები არიან. აფასებენ სტაბილურობასა და ერთგულებას.  ყოველივე ეს მათ აძლევს შესაძლებლობას მაღალი სოციალური პოზიცია დაიკავონ საზოგადოებაში.