EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ეხევერია - ქვის ვარდი (Echeveria) »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-12-11 13:38:22

ეხევერია - ქვის ვარდი (Echeveria)

Echeveria

ეს ლამაზი სუკულენტი მსუქანასებრთა ოჯახიდან ჩვენთან ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან მოვიდა. მას სახელი ეწოდა მხატვრის სიანიარდა ათანასიო ეხევერია კოდოას სახელის მიხედვით, რომელმაც ეს მცენარე მექსიკის ბოტანიკური ცნობარისთვის დახატა.
 
მცენარე ძალზე უპრეტენზიოა და სხვა სუკულენტების მსგავსად, ძალიან უყვარს სინათლე, მზის პირდაპირი სხივები. ზოგ სახეობას ხაოიანი ფოთლები აქვს, ზოგსაც ცვილის ნადები, რაც მათ მზის დამწვრობისგან დაცვაში ეხმარება.
 
ბუნებაში იგი თებერვალში იწყებს ყვავილობას, სახლის პირობებში უფრო გვიან - აპრილში. მას ძალიან ნაზი ყვავილები აქვს, ხშირად ნარინჯისფერ- წითელი ან ყვითელი, საყვავილე ღეროს თავზე.
 
ყველაზე ხშირად სახლებში გვხვდება ეხევერია ლაუ - მას ფართო ფოთლები, მოკლე ღერო, წვრილი მუქი ვარდისფერი ყვავილები აქვს. ფოთლებს ფარავს ცვილის აპკი.ზოგჯერ იგი კლდისვაშლაში ერევათ და ხშირად ორივე მცენარეს კლდის ვარდს ეძახიან, მაგრამ თუ ეხევერია სახლის სუკულენტია, კლდისვაშლა ეზოში ხარობს და იქვე იზამთრებს.
 
მოვლა - სულაც არაა რთული.
 
ტემპერატურა - კომფორტულია ზაფხულში 22 -27გრ, ზამთარში - 8 გრ მდე, ზამთარში უფრო მაღალ ტემპერატურაზე მცენარე იწელება და ნაკლებ დეკორატიული ხდება. დაახლოებით 12-15 გრ ზე სჭირდება მიწის დანამვა თვეში ერთხელ, თუ უფრო სითბოში დევს - ორჯერ, მიწის სრული გამოშრობის მერე.გაზაფხულზე მას დამატებით განათებას უდგამენ, რომ მერე უხვი ყვავილობა ჰქონდეს.
 
მორწყვა - სჭირდება ზომიერი, მიწა მორწყვებს შორის უნდა გაშრეს, თუ დააგვიანებთ, იგი თავად შეგატყობინებთ, რომ სწყურია - ფოთლები მოიწყენს უცებ. უკეთესი იქნება მისი მორწყვა სადგამიდან, მაგრამ მასში მერე წყალი არ უნდა ჩარჩეს.
 
დანამვა - არ სჭირდება, კარგად იტანს მშრალ ჰაერს, თანაც წყალმა შეიძლება ფოთლის ნადები დააზიანოს, რაც მცენარეს გააფუჭებს.
 
კვება - ზაფხულში თვეში 2 ჯერ სჭირდება სასუქი სუკულენტებისთვის.
 
გადარგვა - საუკეთესო დრო - გაზაფხულია.ამ პერიოდში იგი ადვილად იტანს სტრესს. ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად უნდა გადაირგას. ახალი ქოთანი კარგად უნდა გაირეცხოს და დაიმდუღროს. მას ნაზი დოთლები აქვს. ამიტომ იგი ფრთხილად უნდა ამოიღონ ძველი ქოთნიდან. ათვალიერებენ მის ფესვებს. დაზიანებულს აჭრიან დანით. გადანაჭერს ამუშავებენ ნახშირით. ახლადდარგული მცენარე უნდა მოირწყას.
 
გამრავლება - ხდება ტოტით, ფოთლით, თესლით.როდესაც ტოტებს ქვედა ფოთლები სცვივა, ღერო სიშვლდება დაბლა, ზემოთ კი ახალი ფოთლები ამოსდის, მაგრამ დეკორატიულობა იკარგება. ასეთ შემთხვევაში მოჭრილ ტოტებს პირდაპირ დებენ მიწაში, ერთ თვეში ფესვიანდება. ფოთლებს 10 საათის განმავლობაში აშრობენ, მერე კი მიწაზე მყარად დებენ და ფრთხილად აყრიან თხლად ზემოდან მიწას. ერთ კვირაში ფესვები ექნება.
 
დაავადებები - მცენარეს ძალიან ნაზი ფოთლები აქვს, მისი გარსი ადვილად ზიანდება, ხელის მოკიდებითაც კი ირღვევა გარსის მთლიანობა და მცენარე ავადდება. ასე რომ არ მოხდეს, დაზიანებულ მცენარეს სწრაფად დებენ გამჭვირვალე პაკეტში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
 
ფოთლებზე ხშირად უჩნდება ლაქები - მიზეზი ფოთლის დამცავი გარსის დაზიანებაა, მის მერე იგი ადვილად ავადდება სოკოთი.
 
ზოგჯერ მცენარე ძლიერ იწელება და ადვილად ტყდება ტოტები. ასე ემართება არასაკმარისი განათების გამო, ან ზამთარში თუ სითბოში აგრძელებს ყოფნას. ხანდახან ტოტები და ფოთლები უშავდება, ეს პირიქით, ცივი გამოზამთრების ბრალია. 7 გრ ზე დაბალ ტემპერატურას იგი ვერ იტანს. მავნებლებიდან ზოგჯერ აზიანებს ბუგრი, ცრუფარიანა. ამიტომ ხშირად უნდა დათვალიერდეს მისი ფოთლები. 
 
yvavilebismovla.ge