EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დინოზავრების გადაშენების მიზეზი საბოლოოდ დადგენილია »

კატეგორია: ფლორა და ფაუნა

ავტორი: admin

თარიღი: 2019-12-12 10:47:56

დინოზავრების გადაშენების მიზეზი საბოლოოდ დადგენილია

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მიაღწია საერთო აზრს იმის თაობაზე, რომ დინოზავრების გადაშენება დედამიწაზე კოსმოსური სხეულის ჩამოვარდნით იყო გამოწვეული. კონსენსუსი მიღწეულ იქნა მას მერე, რაც ჩატარდა იქნა აქამდე ყველაზე უფრო ფართო მასშაბის გამოკვლევა. ამ გამოკვლევის შედეგები განხილულ იქნა შეერთებულ შტატებში გამართულ კონფერენციაზე.
 
41-მა ექსპერტმა შეაფასა ოცი წლის მანძილზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რათა დაედგინათ დაახლოებით 65 მილიონი წლის წინათ დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურების მიზეზი.
 
ამ კატაკლიზმის შედეგად მოისპო პლანეტის ცოცხალი არსებების ნახევარზე მეტი, მათ შორის დინოზავრების სხვადასხვა სახეობა, რამაც დედამიწაზე დომინანტური როლის მოპოვებისკენ გაუთავისუფლა გზა ძუძუმწოვრებს.
 
საერთო დასკვნა ასე ჟღერს: ცოცხალი არსებების ამოწყვეტის მიზეზი იყო მასიური ასტეროიდის ან კომეტის ჩამოვარდნა დღევანდელი მექსიკის, იუკატანის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე.
 
შეტაკების შემდეგ მომხდარი აფეთქების შედეგად გამოყოფილი ენერგია 100 ტრილიონი ტონა ტროტილის ეკვივალენტური იყო, რაც დაახლოებით მილიარდჯერ და უფრო მეტად აღემატება ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბების სიმძლავრეს.
 
როგორც გამოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, დევიდ კინგმა უთხრა ჟურნალისტებს, ამ აფეთქების შედეგად მთელ მსოფლიოში გაფანტული ნამსხვრევების სიხშირე თანდათან მატულობს იუკატანთან მიახლოებასთან ერთად, რაც ამ რეგიონში კატასტროფის ერთ-ერთი მყარი დასტურია.
 
ახალ გამოკვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს პალეონტოლოგების, გეოქიმიკოსების, გეოფიზიკოსების, კლიმატის მოდელირებისა და სხვა დარგის სპეციალისტთა კვლევის შედეგები.
 
მათი დასკვნით, იუკატანზე მომხდარი აფეთქება ერთადერთი დამაჯერებელი ახსნაა კატაკლიზმის ნიშნებისა, რაც გეოლოგიურ მასალაშია ასახული.
 
კატაკლიზმის რეკონსტრუქციის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მას, თავის მხრივ, მოჰყვა სტიქიური უბედურებების ჯაჭვი: ფართო მასშტაბის ხანძრები, გიგანტური მიწისძვრები და მეწყრები, რასაც შემდეგ ცუნამი მოჰყვა.
 
რაც შეეხება დინოზავრებს, მათი გადაშენება ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო. კატაკლიზმის შემდეგ დედამიწის ატმოსფეროში იმდენი ნივთიერების ამოფრქვევა მოხდა, რომ ამან პლანეტის დაბნელება და გლობალური ზამთარი გამოიწვია. ამ ცვლილებებს ცოცხალი ორგანიზმების მრავალი სახეობა ემსხვერპლა, მათ შორის დინოზავრები.
 
მეცნიერები გვამშვიდებენ, რომ იმ მასშტაბის კატასტროფა, რომელსაც ადგილი უნდა ჰქონოდა იუკატანის ნახევარკუნძულზე, დაახლოებით ყოველ 100 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება. დედამიწაზე კომპლექსური სიცოცხლის ევოლუციის მანძილზე ასეთი კატასტროფები ხუთჯერ მომხდარა.