EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ვადო რიუ - კარატეს დოს ტრადიციული სტილი »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: Demien

თარიღი: 2019-12-12 18:18:09

ვადო რიუ - კარატეს დოს ტრადიციული სტილი

Wado_Ryu

ვადო რიუ კარატეს დოს ტრადიციულ სტილებს შორის, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად „იაპონური“ სტილია.. იგი დაარსდა 1939 წელს გიჩინ ფუნაკოშის ერთ-ერთი პირველი მოწაფის  ჰირონორი ოცუკას მიერ. ტერმინ „ვადო რიუს “ ეტიმოლოგია სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობს და ყოველი მათგანი გარკვეულწილად შეესაბამება მოცემული სტილის ხასიათს. იეროგლიფების კომბინაცია „ვადო-რიუ“  შეიძლება რამდენიმე სახით გაიშიფროს: „მშვიდობის გზა“.  „თანხმობის გზა“, „ჰარმონიის გზა“.  სკოლის სახელდების ამგვარი განმარტება, ერთი მხრივ, უკავშირდება გიჩინ ფუნაკოშის მიერ დანერგილ ჰუმანურ ეთიკურ პრინციპებს, ხოლო მეორე მხრივ - იაპონური რელიგიასა და ფილოსოფიაში განვითარებულ ჰარმონიის იდეალს.
  ვადო რიუს სტილის ემბლემაზე განთავსებულია მშვიდობისა და ჰარმონიის სიმბოლო - ფრთაშესხმული თეთრი მტრედი, რომლის თავზე მოცემულია შეკრული მუშტის ფრონტალური გამოსახულება. ვადო-რიუში პირველ ადგილზე სულიერი დისციპლინა დგას: როგორც ამბობენ, „ძალმომრეობა შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც საბრძოლო ხელოვნების გზა, თუმცა საბრძოლო ხელოვნების ნამდვილი არსი მშვიდობის და ჰარმონიის მოპოვებაა“. ექსტრემალურ სიტუაციებში ადებტი ვალდებულია, განავითაროს საკუთარ თავში შინაგანი რწმენა, ხასიათის სიმშვიდე და თვითკონტროლი, იყოს ჰუმანური ადამიანებთან ურთიერთობაში, გამოავლინოს გარშემომყოფთა პატივისცემა. ვადო რიუში აქცენტირებულია არა სიმკვეთრე და სიუხეშე,  არამედ მოქნილობა, მოხერხებულობა, სწრაფი ცრუ მოძრაობები, ფინტები და გასვლები. სხეულის ბრუნვადი მოძრაობები ამ სტილის სახასიათო ნიშანია.
  აღსანიშნავია, რომ იეროგლიფი „ვა“ ძველა იაპონიის სახელის - იამატის გამოსახატავად გამოიყენებოდა. აქედან მიიღება  „ვადოს“ თარგმანის კიდევ ერთი ვარიანტი: „იაპონიის გზა“ ან „იაპონური გზა“ და ბოლოს, იეროგლიფი „ვა“ გულისხმობს „რბილს“ და იკითხება. როგორც „იავარა“. სიტყვა „იავარას“ ჯიუ ჯიცუს მრავალი სკოლა გამოიყენებდა თავისი უიარღო  ბრძოლის ხელოვნების აღსანიშნავად. ამდენად, „ვადო“ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „რბილი გზა“, „სირბილის გზა“. „ვადო რიუ კარატე-ჯიცუს“ სკოლის ოფიციალური სახელწოდება კი აშკარად მიანიშნებს კარატეს და ჯიუ ჯიცუს“ სკოლის ოფიციალური სახელწოდება კი აშკარად მიანიშნებს კარატეს და ჯიუ-ჯიცუს სინთეზზე. თავად სტილის ფუძემდებელი ჰირონორი ოცუკა ბავშვობიდანვე ვარჯიშობდა ჯიუ ჯიცუს ერთ-ერთ ტრადიციულ სკოლაში და მან თავდადებული პრაქტიკის შედეგად ოსტატის წოდებაც მოიპოვა. ამდენად ოაპონური ჯიუ-ჯიცუ ვადო-რიუს სტილის საფუძველია,
  წარმოშობით იაპონელი ჰირონორი ოცუკა იბარაგის პრეფექტურის მკვიდრი გახლდათ. მამამისი ექიმი იყო და ადგილობრივ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა. თავის მხრივ, ჰირონორიც პროფესიულად დაეუფლა მასაჟის სიაცუს კურსსს, თუმცა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ბოლომდე საბრძოლო ხელოვნებას დაუკავშირა. ამ მიმართებით ჰირონორი ოცუკას ბედი, შეიძლება ითქვას, ერთმა საგაზეთო ცნობამ განსაზღვრა. სტატია იუწყებოდა იაპონიის პრინც ჰიროჰიტოს წინაშე ოკინაველი ოსტატების მიერ კარატეს შთამბეჭდავი დემონსტრირების შესახებ. ასევე ცნობილი გახდა გიჩინ ფუნაკოშის ვიზიტი ტოკიოში იაპონელთათვის კარატეს საბრძოლო ხელოვნების გაცნობის მიზნით. ჰირონორი ოცუკამ დაუყოვნებლივ მიაშურა უკინაველ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს- „მეისეიძიუკუს“ და ოსტატ ფუნაკოშის დაემოწაფა. სტუდენტთა სასწავლო და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ვარჯიშები ღამ-ღამობით ტარდებოდა და ინტენსიური ხასიათისა იყო. იმხანად შესანიშნავ ფორმაში მყოფმა 30 წლის ჰირონორიმ ბრწყინვალედ შეითვისა დიდოსტატის დარიგებანი. იგი გიჩინ ფუნაკოშის პირველი მოწაპე, უმცროსი მეგობარი და კოლეგა გახდა. მალე ოცუკას გაუჩნდა კარატეს, კერძოდ შოტოკანის,ჯიუ-ჯიცუსთან გაერთიანების იდეა. ეს იდეა ახალი სტილის შექმნისა თავად გიჩინ ფუნაკოშის მიერ იყო  ხელდასხმული. სწორედ დიდოსტატის ხელშეწყობით ჰინორორიმ  1923 წლისათვის თანდათანობით დაიწყო კარატეს ზოგიერთი ილეთის მოდიფიცირება. პირველ რიგში, უარი თქვა გიჩინ ფუნაკოშის სტილის უმნიშვნელოვანეს პრინციპზე (,, რკინისებური ბლოკის,, პრინციპი), უპირატესობა მიანიჭა მებროლის მოხერხებულობას და შეიმუშავა რბილი მოგერიების ტექნიკა. ჰირონორი ოცუკამ თავის სტილში შემდეგი კომბინაციები შეიტანა: გადახრა(ანუ შეტევის ხაზიდან მკვეთრი გასვლა) - მოწინააღმდეგის წონასწორობიდან გამოყვანა - შესვლაა მასთან, ყველა შესვლას ის ასრულებდა ბიძგით ან დარტყმით, იმავდროულად მოწინააღმდეგეზე ფეხის წამოდებით. ყურადღებას ამახვილებდა დარტყმის სისწრაფის და სიზუსტის განვითარებაზე.
  მოკლე დროში ჰირონორი ოცუკა კარატეს კვალიფიციური ინსტრუქტორი გახდა. თავდაპირველად იგი ვარჯიშებს ატარებდა ტოკიოში, როგორც გიჩინ ფუნაკოშის ასისტენტი, შემდგომ კი დამოუკიდებლად შეუდგა კარატეს სწავლებას ქვეყვის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ოსტატი ოცუკა გახდა კარატეს სპორტული მიმართულების ერთ-ერთი პირველი სულისჩამდგმელი. მან შეიმუშავა სპორტული ორთაბროლების (კუმიტეს) ორგანიზების და მსაჯობის წესები.1934 წელს ჰირონორი ოცუკამ ტოკიოს ერთ-ერთ რაიონში გახსნა საკუთარი დარბაზი, რომელსაც ეწოდა ,, დაი ნი პონ კარატე შინკოკან,, (,, შემწეობის სასახლე დიდ იაპონიაში საბრძოლო ხელოვნების განსავითარებლად “). საზოგადოდ, ეს იყო პროფესიული კარატეს პირველი დარბაზი  ,,ამომავალი მზის ქვეყანაში“ . შინკოკანის დარბაზი საფუძვლად დაედო ახალი მიმართულების შექმნას. ამოტომ 1934 წლის 1 აპრილი ვადო - რიუს დაბადების დღედ მოიაზრება.
  ოცუკას დარბაზში მნიშვნელოვანი სიახლე იყო სასწავლო ორთაბრძოლოები. მანვე ჯიუ-ჯიცუს სწავლების ტრადიციული მეტოდიკიდან შემოიტანა იაკუსოკუ კუმიტე. ასევე ჯიუ კუმიტე - თავისუფალი ორთაბრძოლები სინდომეს წესით. კარატეს ზოგიერთი ოსტატი ამ თვალსაზრისით პირველობას გოგენ იამაგუჩის (გოჯუ - რიუს სტილის ოსტატს ) მიაწერენ.
  1940 წლის 5 მაისს ჰირონორი ოცუკამ მოწაფეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სამხედრო ფესტივალში, რაც ორგანიზებული იყო ბუტოკუკაიში. ამ ფესტივალზე სტილის ფუძემდებელმა ოფიციალური სახელწოდების სახით პირველად გამოიყენა თავისი სკოლის სახელი „ვადო-რიუ კარატე-ჯიცუ“.  1967 წელს ეს ოფიციალური სახელწოდება შეიცვალა „ვადო-კაით“-თ, რაც „ვადოს ასოციაციას“ ნიშნავს.
  იაპონური კარატეს განვითარებაში გაწეული წვლილისა და სპორტის პროპაგანდისთვის ჰირონორი ოცუკა მრავალგზის იქნა დაჯილდოებული. 1966 წელს იაპონიის იმპერატორმა იგი ამომავალი მზის მედლით დააჯილდოვა. 1972 წელს სრულიად იაპონიის კარატე-დოს ფედერაციამ ოსტატ ოცუკას ხანსის საპატიო წოდება და მე-10 დანი მიანჭა.
  ჰირონორი ოცუკამ მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა სიმხნევე. მრავალი წლის განმავლობაში ყოველი ახალი დღე მისთვის სუნთქვთი ენერგეტიკული ვარჯიშებით და 20 - წუთიანი მედიტაციით იწყებოდა, შემდეგ ხანგრძლივად ხვეწდა ცალკეულ ილეთებს. კვირაში ორჯერ ვარჯიშს ატარებდა ვადო - რიუს სხვადასხვა დოჯოში, სადაც ორასზე მეტი მოწაფე იკრიბებოდა.
  ჰირონორი ოცუკას გარდაცვალების შემდეგ ვადო-რიუს სტილის ხელმძრვანელობა მისმა ვაჟმა ძირო ოცუკამ ითავა.