EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

ვის მისცემთ ხმას არჩევნებში?

პოზიციას
ოპოზიციას
რაიმე ახალ ძალას
არავის


დარეგისტრირებული მომხმარებლები

amoro1964

penruins

ciracira329

Giorguna

lizachirak




« ძალიან სასაცილო ანეკდოტები »

კატეგორია: ანეკდოტები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-12-12 19:20:55

ძალიან სასაცილო ანეკდოტები

ანეკდოტები

1941 წელია გერმანიამ დაიწყო ომი საბჭოთა კავშირთან. მიხოს ბიჭი ჯარში გამოიძახეს. ბიჭი, ცოტა არ იყოს, შეშინდა. მიხომ გადაწყვიტა შვილი დაემშვიდებინა, დაისვა გვერდით და ეუბნება:
– შვილო, იქ რო წაგიყვანენ, ორი ვარიანტი გექნება: ან ფრონტის წინა ხაზზე მოხვდები, ან ზურგში. თუ ზურგში მოხვდი ხო გიგრიალია და ეგ არი. თუ ფრონტის წინა ხაზზემოხვდები კიდე ორი ვარიანტი გექნება: გერმანელები ან მოგკლავენ, ან არ მოგკლავენ. თუ არ მოგკლეს ხო გიგრიალია და გიგრიალია, თუ მოგკლეს კიდე ორი ვარიანტი გექნება: ან სამოთხეში მოხვდები, ან — ჯოჯოხეთში. თუ სამოთხეში მოხვდი ხო გიგრიალია და ეგ არი. თუ ჯოჯოხეთში მოხვდები კიდე ორი ვარიანტი გექნება: ეშმაკი ან მოგხარშავს ან არ მოგხარშავს თუ არ მოგხარშა ხო გიგრიალია და გიგრიალია, თუ მოგხარშა კიდე ორი ვარიანტი გექნება: ეშმაკი ან შეგჭამს ან არ შეგჭამს. თუ არ შეგჭამა ხო გიგრიალია და ეგ არი. თუ შეგჭამა კიდე ორი ვარიანტი გექნება ან გისაქმებს ან არა. თუ არ გისაქმებს ხო გიგრიალია და გიგრიალია, თუ გისაქმებს, შენ მაგაზე არ იდარდო, რა ნეხვიცა ხარ ისევ იმ ნეხვად დარჩები.
 
***
 
ავტობუსში ხდება ეს ამბავი: მოდი, შვილო, მოწოვე ძუძუ, თორემ, აგერ, იმ ძიას მივცემ! ქალმა გაჯიუტებულ ბავშვს ვერაფერი შეასმინა. გვერდით მჯდომმა კაცმა უყურა, უყურა და ბოლოს ვეღარ მოითმინა: ქალბატონო, დროზე გადაწყვიტეთ რას აპირებთ, თორემ უკვე სამი გაჩერებით გავცდი ჩემს სახლს!
 
***
 
სვანი, მეგრელი და კახელი მიდიან მატარებლით და თან მიაქვთ საჭმელები, კახელმა გზაში შეჭამა რაც ჰქონდა და კიდევ მოშივდა, არ იცოდა რა ექნა და კარტის თამაში შესთავაზა მეგრელს და სვანს, ისინიც დაეთახმნენ, მაგრამ კარტი რომ არ გვაქვსო? კახელმა საჭმლებით თამაში შესთავაზა, დაეთახმნენ მეგრელი და სვანი დაიწყეს თამაში. მეგრელი შემწვარ ქათამს ჩამოვიდა, სვანი შემწვარ გოჭის ბარკალს, კახელმა ახედ დახედა და უთხრა ვერ ვჭრი მივიღე
 
***
 
- ჰმ!... ვირო მადლიო რაა... მე მაგათთვის ღამით არ მეძინა და დღისითაც ვფხიზლობდი, სულ იმას ვცდილობდი მათთვის მესიამოვნებინა, მაგათ კი რით გადამიხადეს... არა, ესე საქვეყნოდ ღობეზე მიწერა მაინც რა იყო? მე მზადა ვარ ტყვიას შუბლი მიუშვირო, ეგენი კი... ავი ძაღლიაო!!! ჰოდა, დადგნენ ახლა და თვითონ იყეფონ...
Jბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული სუფრაც.ბრჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.
- ცოცხალი - უთხრეს, თან გადაუთარგმნეს - ჟივოი.
- როგორ ჟივოი - გაოცდა გენსეკი - ეს ცოცხალია?
- არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია...
მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან - რას მიირთმევთ?
ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა - აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია...
შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:
- დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...
 
***
 
კარზე ზარია:- გამარჯობა! მე თქვენი მეზობელი ვარ.
- ზევიდან თუ ქვევიდან?
- რა... ეგრე პირდაპირ?