EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« დეილ კარნეგის გამონათქვამები »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-12-21 10:42:49

დეილ კარნეგის გამონათქვამები

dale_karnegie

  • „გახსოვდეთ, რომ დღევანდელი დღე არის ხვალინდელი დღე, რომელზეც გუშინ დარდობდით.
 
  • „წარმატება ნიშნავს იმის მიღებას, რაც გსურთ. ბედნიერება კი - იყოთ კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ.
 
  • „ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები მსოფლიოში გაკეთებულია ადამიანთა მიერ, ვინც არ შეწყვიტა ცდა მაშინაც კი, როდესაც იმედი არსად ჩანდა.“
 
  • „ცოდნა ძალა არ არის, თუ ვერ იყენებთ მას.“
 
  • „ადამიანები იშვიათად ხდებიან წარმატებულები იმ საქმის კეთებით, რაც სიამოვნებას არ ანიჭებთ.“
 
  • „ადამიანი რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, მუდამ მზად არის დაადანაშაულოს სხვა, მაგრამ არასდროს საკუთარი თავი. გამონაკლისი არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედივითაა, რომელიც ყოველთვის გიბრუნდებათ უკან.“
 
  • „ყოველგვარი შიშის დამარცხებას შეძლებთ, თუ ღრმად ჩაიბეჭდავთ, რომ იგი მხოლოდ თქვენს გონებაში არსებობს.“
 
  • „ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.“
 
  • „საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.“
 
  • „ღიმილი არაფერი არ ღირს, მაგრამ ბევრს გვაძლევს. ის ამდიდრებს მათ, ვინც მას იღებს და აგრეთვე მათაც, ვინც ამას გასცემს. ის გრძელდება წამიერად, მაგრამ მეხსიერებაში სამუდამოდ გვრჩება.“
 
  • „ჩვენი სულიერი სიმშვიდე და სიხარული დამოკიდებულია არა იმაზე, სად ვიმყოფებით, რა გაგვაჩნია და როგორი მდგომარეობა გვიჭირავს საზოგადოებაში, არამედ დამოკიდებულია ჩვენს გონებრივ მოწყობაზე.“
 
  • „დიდი სურვილი რაიმეს შესწავლის - ეს უკვე 50% წარმატებაა.“
 
  • „თუ თქვენ გსურთ იპოვოთ ბედნიერება, შეწყვიტეთ ფიქრი მადლიერებასა თუ უმადურობაზე და განიცადეთ შინაგანი სიხარული, რომელიც მოაქვს გაცემას.“
 
  • „არავინ არ არის ისე მდიდარი, რომ სხვის გარეშე შეძლობს არსებობა და არც არავინ ისე ღარიბი, რომ ის არ გახდეს მეორესავით მდიდარი.“
 
  • „გააღვიძეთ სხვა ადამიანში დიდი სურვილი.“
 
  • „ამ სამყაროში მხოლოდ ერთი გზა არსებობს სიყვარულის დამსახურების - შეწყვიტეთ მოთხოვნა სიყვარულის და მხოლოდ გაეცით ის უანგაროდ.“
 
  • „გახსოვდეთ რომ თქვენი მოსაუბრე შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ ის ასე არ ფიქრობს. ნუ განიკითხავთ მას. ასე მხოლოდ სულელი მოიქცევა. შეეცადეთ გაუგოთ მას. ბრძენი, მომთმენი, გაწონასწორებული ადამიანი ცდილობს მოიქცეს სხვანაირად.
 
  • „ნუ შეგეშინდებათ მტრების, რომლებიც გიტევენ. მლიქვნელი მეგობრების გეშინოდეთ.“
 
  • „რა გაქვთ, ვინ ხართ, სად ხართ და რას აკეთებთ, ეს კი არ განაპირობებს თქვენს ბედნიერებასა და უბედურებას, არამედ ის, თუ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ.“