EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ავტომობილების თხევადი აირის ბალონების ინსპექტირება 2020 წლიდან დაიწყება »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-12-24 13:16:32

ავტომობილების თხევადი აირის ბალონების ინსპექტირება 2020 წლიდან დაიწყება

თხევადი-აირი

2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდება.
 
ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ისპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ვალდებულები იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი.
 
ამ სერტიფიკატს გასცემს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ინსპექტირების სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.
 
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა  - 3 წელიწადში ერთხელ.  
 
მოცემულ ეტაპზე თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის ტექნიკური ინსპექტორების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ინსპექტირების ცენტრებს: შპს  „გაზკონტროლი“ (ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67),  შპს „ჰესლერი“ (ქ. თბილისი, გიორგი მდივანის პირველი შესახვევი N100), შპს „გიომოტორსი“ (ქ. გორი, სუხიშვილის ქ.N63), შპს „გიომ1“ (ქ. ქუთაისი, აბაშიძის ქ. N32).
 
გათხევადებული აირბალონისა და მისი სისტემის ინსპექტირების მიზნით სხვა აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრების თაობაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია, მას შემდეგ რაც დასრულდება მათ მიერ აკრედიტაციის მიღების პროცესი.
 
თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემების ინსპექტირებას ახორციელებენ ინსპექტირების ორგანოები, რომლებსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვთ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრისაგან. ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაცია ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17020-ის შესაბამისად.
 
საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ევროკავშირის აკრედიტაციის ასოციაციის მიერაა აღიარებული. ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების სერტიფიკატები, მათ შორის საინსპექციო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, აღიარებულია, მათ შორის, ევროკავშირში.
 
 
imedinews.ge