EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მისაღებია თუ არა თქვენთვის საპენსიო რეფორმა?

დიახ
არა


დარეგისტრირებული მომხმარებლები

ucxo888

katie2020

maka

natali

ოლეგი




« ავსტრალიური ნაგაზი (Australian Shepherd) »

კატეგორია: ცხოველები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-12-24 18:14:22

ავსტრალიური ნაგაზი (Australian Shepherd)

australian-shepherd-dog-breed

ავსტრალიური ნაგაზი (ინგლ. Australian Shepherd) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავსტრალიაში XX საუკუნეში.
 
ეს ჯიში გამოიყვანეს კალიფორნიაში XIX საუკუნეში. მის წინაპრებს შორის არიან ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან ჩამოყვანილი ნაგაზები. ავსტრალიური ნაგაზი, რომელსაც ცოტა ვინმე თუ იცნობს შეერთებული შტატების გარეთ, დღესდღეობით პოპულარობას იძენს. ეს არის მისი კარგი ხასიათის, კეთილგანწყობის და გარეგნობის დამსახურება. ავსტრალიური ნაგაზის თავდაპირველი დანიშნულება იყო ცხვრების მწყემსვა კალიფორნიის ცვალებად კლიმატში, თუმცა მოგვიანებით ის გამოსადეგი აღმოჩნდა როგორც ოჯახში საცხოვრებლად, ასევე, მეძებრის და მაშველი ძაღლის სახით.
 
ამ ცხოველის ხასიათი ოქროსფერ რეტრივერს და ლაბრადორ რეტრივერს გავს, ალერსიანი და თამაშის მოყვარულია, თუმცა შენარჩუნებული აქვს მუშა თვისებები. ავსტრალიურ ნაგაზს აქვს ზომიერად უხეში ბალანი, რომელიც განსაკუთრებით ხშირია კისერსა და მკერდზე. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი თეთრით, ღვიძლისფერი, მარმარილოსებრი, შავი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სხეული ზომიერი სიგრძისაა. ის კარგად უძლებს სიცივეს, ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ადვილად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს. ადვილად იწვრთნება.
 
australian-shepherd-dog-breed
 
ხასიათი
არის ძალინ ერთგული, გაწონასწორებული, მეგობრული. არის ძალიან ენერგიული გამოირჩევა აქტიურობით, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. ენერგიულობიდან გამომდინარე აუცილებელია ეზო და ხშირი სეირნობა. ადვილად ეგუება ნებისმიერ ცხოველს განსაკუთრებით თუ ლეკვობიდან იცნობს მას.
 
დანიშნულება
ავსტრალიური ნაგაზი შესანიშნავი მწყემსია, მას პრაქტიკულად ყველანაირი საქონლის მწყემსვა შეუძლიათ.
 
სიმაღლე:ხვადი 46-60 სმ, ძუ 43-53სმ.
წონა:ხვადი 22-30კგ, ძუ 15-20კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:13 წელი
წარმომავლობა:ავსტრალია