EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ლუდი და ანტიკური სამყარო »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2020-02-02 00:11:16

ლუდი და ანტიკური სამყარო

Beer-and-Mankind-in-Ancient-Mythology

მეცნიერების ხელთ არსებული ინფორმაციით, პირველი ლუდი მოიხარშა ანტიკურ ჩონეთში და ინდოეთში დაახლოებით 7000 წლის წინ. დასავლეთში კი პირველი ლუდი მოიხარშა მესოპოტამიაში, 3500-3100 წლის წინათ. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხსენებული თარიღი დადგინდა არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად და სავარაუდოა, რომ ლუდი მესოპოტამიაში უფრო ადრეც იხარშებოდა.
 
ლუდი რომში და ძველ საბერძნეთში
 
ეგვიპტისაგან განსხვავებით ლუდი პოპულარობით არ სარგებლობდა რომსა და ძველ საბერძნეთში. იქ ლუდი ბარბაროსების სასმელად მიიჩნეოდა და მოსახლეობა უფრო ღვინოს ეტანებოდა.
 
რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი გერმანელების შესახებ წერდა: "ტევრონები სვამენ საშინელ სასმელს, რომელიც მზადდება ქერის ან ხორბლის ფერმენტაციით და რომელსაც თითქმის არაფერი აქვს საერთო ღვინოსთან". მიუხედავად ამისა, რომში მაინც იხარშებოდა ლუდი, რასაც ადასტურებენ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მიკრო ლუდსახარშების ნაშთები.
 
დიონისე – ბერძნულ მითოლოგიაში ითვლებოდა ალკოჰოლური სასმელების, ღვინისა და ლუდის ღმერთად. მიიჩნეოდა, რომ მას ორმაგი ბუნება ჰქონდა. ერთი მხრივ, მას თან სდევდა გართობა და ღვთაებრივი ექსტაზი, ხოლო მეორე მხრივ, საზარელი მრისხანება, რაც ხაზს უსვამდა ღვინის ორბუნებოვნებასაც. დიონისე ზევსისა და სემელეს შვილი იყო. იგი იყო ერთადერთი ღმერთი ბერძნულ პანთეონში, ვისაც მოკვდავი მშობელი ჰყავდა. სხვა ღმერთებისგან განსხვავებით, დიონისო არ შედიოდა მთავარ ღმერთებს შორის. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა უბრალო ხალხში, იმართებოდა დღესასწაულები მის საპატივსაცემოდ.
სილენუსი – ბერძნულ მითოლოგიაში იყო დიონისოს თანმხლები ერთ-ერთი სატირი და ლუდის ღმერთი. სილენუსს წარმოიდგენდნენ, როგორც მელოტ და მსუქან კაცს, რომელსაც ან ვირი დაატარებდა ან თავად სატირები. იგი სულ მთვრალი ყოფილა და გადმოცემის თანახმად, ამ დროს მას მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლო. ერთ-ერთი მითის თანახმად, ფრიგიის მეფე მიდასმა სილენუსი დაიჭირა, რათა მისი საიდუმლოებები გაეგო.
 
ლუდი გერმანიაში
 
გერმანელები ლუდს ხარშვდნენ ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნიდან, რასაც ადასტურებს არქეოლოგიურ გათხრებში უხვად აღმოჩენილი ლუდის ჭურჭელი. სხვა სახელმწიფოების მსგავსად, გერმანიაშიც თავდაპირველად ლუდს ქალები ხარშავდნენ. თუმცა, ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ ლუდის ხარშვა აქტიურად დაიწყეს ბერებმა, რაც შემდგომში სამონასტრო ცხოვრების განუყრელ ატრიბუტად იქცა.
 
ლუდი გერმანიაში იმდენად მნიშვნელოვანი სასმელი იყო, 1516 წელს სპეციალური კანონიც კი მიიღეს ლუდის სიწმინდის შესახებ, რომელიც მკაცრად განსაზღვრავდა იმ ნედლეულის ჩამონათვალს, რომლის გამოყენებითაც შეიძლებოდა მოხარშულიყო ლუდი.
 
ლუდი მესოპოტამიაში
 
მესოპოტამიის მაცხოვრებლებს იმდენად უყვარდათ ლუდის სმა, რომ იგი ყოველდღიური დიეტის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. ნახატებში, პოემებსა და მითებში აღწერილები იყვნენ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც მოიხმარდნენ ლუდს. მესოპოტამიური ლუდი ჩვენს თანამედროვეს რომ ენახა, ვერც მიხვდებოდა რასთან ჰქონდა საქმე, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფაფის კონსისტენციის გახლდათ და მას საწრუპით მიირთმევდნენ, რისი საშუალებიდაც ლუდი იფილტრებოდა ზედმეტი მინარევებისგან (პურის მარცვლები, მცენარეები და ა.შ.). 
 
შუმერები ლუდს თვლიდნენ ღმერთის საჩუქრად, რომელიც ადამიანებს ანიჭებდა სიხარულს და ჯანმრთელობას. თავდაპირველად ლუდის ხარშვით დაკავებულები იყვნენ ქალები, საჭმლის მომზადების პარალელურად. ლუდს აკეთებდნენ ქერის პურის ორცხობილისგან, რომელსაც წყალში ალბობდნენ და ფერმენტაციის შემდეგ მიიღებოდა ლუდი. დროთა განმავლობაში, მესოპოტამიაში დაიწყო ლუდის კომერციული წარმოებაც. ცნობილი ჰამურაბის კოდექსის მუხლი არეგულირებდა ლუდის გაყიდვის წესს და დახრჩობით ემუქრებოდა ადამიანს, რომელიც მყიდველს ლუდის მოცულობაში მოატყუებდა.
 
ნინქასი – ლუდის წარმოების უძველესი შუმერული ქალღმერთი. მიჩნეული იყო, რომ მან მიაწოდა სამყაროს ლუდის დამზადების ტრადიცია. შუმერების რწმენით, ნინქასს შეეძლო ადამიანთა სურვილების დაკმაყოფილება. მისი მამა იყო ენქი, ხოლო დედა ნინტი.
 
ლუდი აქტიურად გამოიყენებოდა ვაჭრობაში. ამასთან, მესოპოტამიაში იხარშებოდა 20 სახეობის ლუდი, რომლის ექსორტირებაც ხდებოდა მეზობელ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით კი ეგვიპტეში, სადაც ეს უკანასკნელი არანაკლებ პოპულარული გახლდათ.
 
ლუდი ეგვიპტეში
 
ეგვიპტეში ლუდს თავისი ღვთაებაც კი ყავდა, რომელსაც ტენენიტი ერქვა. იქ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა თაფლის არომატის მქონე ლუდი. ლუდი ეგვიპტური დიეტის იმდენად განუყოფელი ატრიბუტი იყო, რომ პირამიდების მშენებლებს სამუშაო დღის განმავლობაში დღეში სამჯერ ურიგდებოდათ. ზოგადად, ხშირ შემთხვევაში ლუდი გამოიყენებოდა როგორც გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება. 
 
ოსირისი – ეგვიპტურ მითოლოგიაში იგი მიიჩნეოდა მცენარეულობისა და წყლის ღმერთად, მათ შორის იყო ლუდის ღმერთიც.
 
ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ლუდის ხარშვა ადამიანებს ღმერთმა ოსირისმა ასწავლა, შესაბამისად, ისინი, ისევე როგორც მესოპოტამიელები ლუდს ღმერთის საჩუქრად აღიქვამდნენ. თავდაპირველად ეგვიპტეშიც ქალები ხარშავდნენ ფაფის კონსისტენციის ლუდს, თუმცა მოგვიანებით კაცებმაც მოჰკიდეს ამ საქმიანობას ხელი.
 
ეგვიპტეში ლუდი გამოიყენებოდა სამედიცინო მიზნებისთვისაც. იგი იმდენად მოთხოვნადი სასმელი გახლდათ, რომ მას შემდეგ, რაც კლეოპატრამ ლუდზე სპეციალური გადასახადი დააწესა, ხალხი მღელვარებამ მოიცვა.
 
მბაბა მვავა ვარესა – ზულუს (აფრიკული ეთნოსი) მიიჩნევა ლუდის ქალღმერთად. ზულუს ხალხს სწამს, რომ მან პირველმა შექმნა ლუდი ადამიანებისთვის. მას ასევე მიიჩნევენ წვიმისა და ცისარტყელის ქალღმერთად. ზულუს ერთ-ერთი მითი გვიყვება, რომ მბაბა მვავა ვარესამ ასწავლა სამხრეთ აფრიკის ხალხებსაც ასწავლა ლუდის დამზადების ტექნოლოგია.
 
ლუდი საქართველოში
 
საქართველოში ლუდს უძველესი დროიდან ხარშავდნენ, რაც განპირობებული იყო ერთის მხრივ მარცვლეული კულტურების მრავალფეროვნებით, ხოლო მეორესმხრივ, მეზობელ ხალხთან მჭიდრო კონტაქტით (რომლებიც აქტიურად მოიხმარდნენ ლუდს). ამასთან, საქართველოს ისეთ რაიონებში, სადაც მოდიოდა ყურძენი, ლუდი პოპულარობით არ სარგებლობდა. თუმცა, საქართველოს მთიანეთში ლუდს საკრალური და სარიტუალო დანიშნულებაც კი ჰქონდა. მთაში ყველა რელიგიური რიტუალი თუ დღესასწაული ლუდით აღინიშნებოდა და თავად ლუდის ხარშვას სარიტუალო ხასიათი ჰქონდა შეძენილი.
 
საქართველოში ლუდი ძირითადად ქერისგან იხარშებოდა. ქერის ალაო იყრებოდა წყლით სავსე ქვაბში, პროპორციით 1:1 და ამ ნარევს გამუდმებით ურევდნენ. მას შემდეგ, რაც ნახარში მიიღებდა სქელ წებოვან კონსისტენციას და შეიძენდა მოტკბო გემოს, ხარშვას წყვეტდნენ და აცდიდნენ, სანამ მყარი ნაწილაკები დაილექებოდა ქვაბის ძირზე. ამის შემდეგ ნახარში გადაჰქონდათ სხვა ჭურჭელში, უმატებდნენ სვიას და ინახავდნენ ფერმენტაციის დასრულებამდე.