EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რა არის თაფლის ღვინო - თაფლუჭი და როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2020-02-02 00:23:22

რა არის თაფლის ღვინო - თაფლუჭი და როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში

Honey-Wine

თაფლის ღვინო (საქართელოში გავრცელებული როგორც თაფლუჭი; ინგლ. Mead) უძველესი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ალკოჰოლური სასმელია. მისი კვალს მეცნიერებმა 7000 წლის წინანდელ ჭურჭელშიც კი მიაკვლიეს. ეს სასმელი ადამიანის უმრავლესობაში ასოცირდება რაღაც მითიურთან, გმირებისა და ღმერთების სასმელად. სასმელად, რომელსაც ვალჰალაში მოხვედრილი ვიკინგი მეომრები შეუსვენებლად შეექცეოდნენ.
 
თაფლის ღვინო ვიტამინებით მდიდარი, საშუალოდ ალკოჰოლური სასმელია. ალკოჰოლის პროცენტულობა როგორც წესი მერყეობს 8-20%-ის შუალედში. ტრადიციულ რეცეტებში გამოიყენება მხოლოდ თაფლი, წყალი და საფუარი. გარდა ამისა მიღებულია არომატისთვის სხვადასხვა ხილის, სანელებლების ან ყვავილების დამატებაც. არსებობს ასევე კარამელიზებული თაფლისგან დამზადებული თაფლუჭიც.
 
ლუდისგან განსხვავებით თაფლის ღვინო უფრო რთულად ფერმენტირებადი სასმელია და სრული ფერმენტაციისთვის ესაჭიროება დაახლოებით 3-12 თვე. ამასთან, ვინაიდან თაფლი არ შეიცავს საფუარისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს, საჭიროა ეს უკანასკნელი ხელოვნურად შევიტანოთ თაფლის ნახარშში. რა არის საჭირო თაფლის ღვინის დასამზადებლად და როგორ მზადდება იგი? 
 
საჭირო ინგრედიენტები (19-20 ლიტრი სასმელისთვის)
ნაზი, მსუბუქი გემოს მქონე თაფლი - 6,8 კგ;
საკვები თაბაშირი - 1 გრ.;
საკვები მჟავის ნარევი (სურვილისამებრ) - 20 გრ.;
ირლანდიური ხავსის ფხვნილი - 1 გრ.;
საფუარის ექსტრაქტი  - 1 ჩაის კოვზი;
შამპანურის საფუარი - 1 შეკვრა (5 გრ.).
მომზადების წესი
 
პირველ რიგში, სანამ მომზადებას დაიწყებთ, საჭიროა აუცილებლად დაიცვათ ჰიგიენისა და სტერილიზაციის ნორმები, რათა არ მოხდეს სასმელის ბაქტერიებით დაბინძურება.
 
აადუღეთ დაახლოებით 10 ლიტრი წყალი და გააგრილეთ თავდახურულ ჭურჭელში. თაფლი გახსენით 6 ლიტრ წყალში. ნარევში ჩაყარეთ საკვები თაბაშირი, მჟავის ნარევი და ირლანდიური ხავსი. ხსენებული პროდუქტები ხელს სასმელს მიანიჭებს მსუბუქ მჟავიანობას და ხელს შეუწყობს მის მინარევებისგან გაწმენდას. ნარევი წამოადუღეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ დუღილისას ქვაბიდან არ გადმოვიდეს, რაც თუ უყურადღებოდ იქნებით აუცილებლად მოხდება. ამასთან, აუცილებელია დუღილისას მოგდებული ქაფი მოხადოთ. მას შემდეგ, რაც დუღილს დაიწყებს, გააჩერეთ ცეცხლზე მაქსიმუმ 15 წუთი. იმ შემთხვევაში, თუ ფერმენტაციისთვის იყენებთ მაღალი ტემპერატურის გამძლე ჭურჭელს, მაშინ ნახარში გადაასხით ჭურჭელში და დაუმატეთ გადადუღებული წყალი, რომ მიიღოთ 19-20 ლიტრი სითხე. ეცადეთ, ფერმენტაციის ჭურჭელში გადასხმისას სითხე გამდიდრდეს ჟანგბადით. ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააგრილეთ 30 გრადუს ცელსიუსამდე. 
 
სანამ ნახარში გრილდება, საჭიროა მოამზადოთ საფუარი. გადადუღებულ და 40 გრადუსამდე გაგრილებულ წყალში ჩაასხით ერთი ჩაის კოვზი საფუარის ექსტრაქტი და ჩაყარეთ ერთი შეკვრა საფუარი. თავზე რაიმე დაახურეთ და დაელოდეთ 15 წუთი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ საფუარი გამოცოცხლდა და დაიწყო აირის გამოყოფა, ჩაასხით ნახარშში და ჭურჭელს გაუკეთეთ ისეთი საცობი, რომელიც უზრუნველყოფს მასში წარმოქმნილი აირის გამოდევნას. 
 
პირველადი ფერმენტაცია გრძელდება დაახლოებით 2 კვირა, 27 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. 2 კვირის შემდეგ სასმელი გადაიტანეთ ახალ ჭურჭელში, რათა მოხდეს მისი დაწმენდა. ნალექი მოაცილეთ. დაახლოებით 2-3 თვეში შეგიძლიათ ჩამოასხათ ბოთლებში, შესანახად. ლუდის ღვინო ასაკთან ერთად მხოლოდ უკეთესი ხდება და შესაძლებელია მისი წლობით შენახვა.
 
 
goatandrooster.blogspot.com