EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« თვალების ვარჯიში »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-05 20:44:19

თვალების ვარჯიში
თვალების-ვარჯიში
 
1. ფრთხილად დაიმასაჟეთ თითებით თვალის კაკლები ქუთუთოების მეშვეობით. ეს დაგეხმარებათ თვალის კუნთების მოშვებაში და დაძაბულობის მოხსნაში. დახუჭეთ თვალები და თითები მიაჭირეთ საფეთქლებს, შემდეგ გაახილეთ თვალები და რამდენჯერმე მაგრად დახუჭეთ. სისხლის მიმოქცევა თვალებში დაიწყებს აღდგენას.
 
 
2. ერთ ერთი მარტივი ვარჯიში გახლავთ დახუჭული თვალებით თვალების ტრიალი, ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ კი პირიქით. ამას გარდა, 20 წამის განმავლობაში სცადეთ შორი საგნის ყურება, მაგალითად ფანჯრის მიღმა განლაგებული ობიექტის. შემდეგი 20 წამი – ახლო საგანს, მაგალითად საკუთარი ხელის დიდ თითს. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს ვარჯიში.
 
 
3. თვალები მაგრად დახუჭეთ, შემდეგ გაახილეთ, გაიმეორეთ 5-12-ჯერ. თვალები დაიფარეთ უბრალოდ ხელის გულებით და ასეთ მდგომარეობაში იყავით 5 წუთი. ეს ვარჯიშები გააკეთეთ რეგულარულად.
 
 
4. დაჯექით სკამზე მოხერხებულ მდგომარეობაში. დახუჭეთ თვალები და დაფარეთ თვალები ხელისგულებით, თუმცა ზეწოლის გარეშე. წარმოიდგინეთ თავი კომფორტულ გარემოში. ეს ვარჯიში უზრუნველყოფს თვალის სწრაფ დასვენებას, თუ დღეში ორ-სამჯერ გაიმეორებთ 10-15 წუთის განმავლობაში, მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
 
5. 2 წუთის განმავლობაში თვალები ხშირად ახამხამეთ- ეს განაპირობებს თვალიში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
 
6. თვალები მოჭუტეთ 3-5 წამით. შემდეგ გაახილეთ. ასე გაიმეორეთ 7ჯერ. ეს დაგეხმარებათ თვალების კუნთების მოდუნებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.
 
7. ს.მ. დაჯექით. უყურეთ პირდაპირ 2-3 წამის განმავლობაშ, შემდეგ ხელის თითი თვალებიდან 25-30 სმ-ის დაშორებით დაიჭირეთ და მზერა თითზე გადაიტანეთ. უყურეთ თითს 3-5 წამი, შემდეგ ჩამოუშვით ხელი, ვარჯიში 10-12-ჯერ გაიმეორეთ (შეგიძიათ ეს ვარჯიში სათვალის მოუხსნელად გააკეთოთ).
 
8. ს.მ. დაჯექით. დახუჭეთ თვალები და თითების წრიული მოძრაობით გააკეთეთ თვალების მასაჟი ერთი წუთის განმავლობაში.
 
9. ს.მ. დაჯექით. ორივე ხელის სამ-სამი თითით დააწექით ზედა ქუთუთოებს. ორი წუთის შემდეგ თითები მოაშორეთ. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
 
ასეთი გიმნასტიკა ხსნის თვალების დაღლილობას, აუმჯობესებს მხედველობას მცირე მანძილზე.