EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კორონავირუსმა მუტაცია განიცადა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-05 23:50:43

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა
korona-virus
 
ჩინელი მეცნიერების ვარაუდით მას შემდეგ, რაც  Covid-19 კონტაქტში შევიდა ადამიანის ორგანიზმთან, ვირუსის თავდაპირველმა შტამმა ევოლუცია განიცადა და ამ დროისათვის მსოფლიოში უკვე ცირკულირებს მისი მეორე, ბევრად აგრესიული შტამიც.
 
პეკინის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებზე სტატიას ,,ტელეგრაფი” აქვეყნებს.
 
ახალი კვლევის თანახმად, პაციენტი შეიძლება ერთდროულად ორივე შტამით იყოს ინფიცირებული, ის ფაქტი კი, რომ ვირუსს განკურნებული ადამიანის მეორედ დასნებოვნება შეუძლია, კიდევ უფრო ართულებს ვაქცინაზე მუშაობას.
 
მკვლევართა თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიოში ცირკულირებს კორონავირუსის ორი, L და S ტიპები.
 
თავდაპირველი, S ტიპი ვირუსის გაცილებით იოლი ფორმაა, რომელიც ინფიცირების უფრო დაბალი უნარით გამოირჩევა, ხოლო მოგვიანებით განვითარებული L ტიპის შტამი ბევრად აგრესიულია, ბევრად სწრაფად ვრცელდება და ორგანიზმის ინფიცირების უფრო მაღალი შანსებიც აქვს. ამ დროისათვის კორონავირუსით  დაავადებული ადამიანების 70% L ტიპის შტამითაა ინფიცირებული.
 
ამერიკელი კაცის გენეტიკურმა ანალიზმა, რომელსაც კორონავირუსი 21 იანვარს დაუდგინდა, აჩვენა, რომ შესაძლებელია ადამიანი ერთდროულად იყოს ინფიცირებული კორონავირუსის როგორც S, ასევე L ტიპის შტამით.
 
 
fortuna.ge