EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

ვის მისცემთ ხმას არჩევნებში?

პოზიციას
ოპოზიციას
რაიმე ახალ ძალას
არავის


დარეგისტრირებული მომხმარებლები

lizachirak

Rati

ცირა

Fib1

ოთარი




« შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი: წიგნი ტარიელისა საყვარელთანა »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-07 21:18:58

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი: წიგნი ტარიელისა საყვარელთანა

შოთა-რუსთაველი-ვეფხისტყაოსანი:

“თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვსწერდი: «მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია».
 
“ასმათს ვუთხარ: «მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
ესე ჰკადრე: «რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები».
 
“ასმათ მითხრა: «მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,
ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს;
და-ცა-მვედრა: ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს».
 
“მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.
 
“ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
მან მითხრა: «არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა».
ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
«ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა».
 
ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,
ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.