EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მოდის ფოტოგრაფიის მამები »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-14 14:29:48

მოდის ფოტოგრაფიის მამები
ფილიპ ჰალცმანი (Philippe Halsman) (1906-1979წწ.) ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც პორტრეტულ ფოტოგრაფიაში კარიერა ცნობილ ადამიანთა ნახტომში ფოტოგრაფირებით გაიკეთა. მან სახელი გაითქვა მკვეთრად გამოხატული, შთამბეჭდავი და შინაარსიანი პორტრეტებით. 1940-იან წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სალვადორ დალისთან ერთად შესრულებულმა მისმა ორმა ფოტონამუშევარმა, რომლითაც ფილიპი მსოფლიოში პირველ სურიალისტ ფოტოგრაფად იქცია. წლების განმავლობაში ჟურნალ ‘LIFE’-ის მთავარ გვერდს ამშვენებდა ჰალცმანის გადაღებული ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომელთა შორის იყვნენ: მერლინ მონრო, ალფრედ ჰიჩკოკი, უინსტონ ჩერჩილი, ჯონ კენედი, დოროთი დენდრიჯი, პაბლო პიკასო.
 
1951 წელს ფილიპს NBC–იმ (ამერიკული კერძო ტელეკომპანია) დუკვეთა იმ დროისათვის პოპულარული ამერიკელი კომიკოსების გადაღება. მუშაობის პროცესში იუმორისტები ხუმრობდნენ და იმავდროულად ჰაერში ხტოდნენ, რათა ფოტოგრაფს მათი განწყობის, მხიარულებისა და ლაღი სახეების აღბეჭვდა გაადვილებოდა. ამის შემდეგ ფილიპმა კიდევ 178 მოხტუნავე ვარსკვლავის ნიღაბჩამოხსნილი პორტრეტი შემოუნახა ფოტოისტორიას.
 
ჰალცმანი გახდა პირველი ფოტოგრაფი, ვინც ნახტომში ფოტოგრაფირების ფილოსოფია განავითარა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანები ნახტომში ყოველგვარ ნიღაბს იხსნიან, რადგან ამ დროს მხოლოდ ქმედებაზე ახდენენ კონცენტრაციას და სწორედ მაშინ ამჟღავნებენ თავიანთ შინაგან სამყაროსა და  ხასიათს. 1958 წელს ფილიპ ჰალცმანი დაასახელეს “მსოფლიოს ათ უდიდეს ფოტორაფს” შორის.
 
ბრუნო ბერნარდი (Bruno Bernard) გლამურული პორტრეტების გადაღებით გახდა ცნობილი. იგი 1912 წელს გერმანიაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. უსახსრობის გამო ოჯახმა ობოლთა თავშესაფარში მიაბარა. ფოტოგრაფიით 11 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც მშობლებმა Rolleiflex-ის ფოტოკამერა აჩუქეს. ებრაელი ახალგაზრდების ორგანიზაციაში აქტიურობისთვის ის გესტაფოს შავ სიაში მოხვდა, რის გამოც 1937 წელს ამერიკაში გადავიდა, ლოს-ანჟელესში დასახლდა და საკუთარი ფოტო-სტუდია გახსნა. მისმა ფოტოობიექტივმა მსოფლიოს შემოუნახა ჰოლივუდის 1940-50-იანი წლების ყველაზე დიდი მსახიობების (მერლინ მონრო, კლარკ გეიბლი, მარლენ დიტრიხტი, გრეგორი პეკი, ჯონ უეინი, ელიზაბეტ ტეილორი) ცნობილი პორტრეტები.
 
ნორმან პარკინსონი (Norman Parkinson)ინგლისელი ფოტოტგრაფი იყო, რომელიც 1913 წელს დაიბადა და მოდისა და პორტრეტულ ფოტოგრაფიაში  1990 წლამდე წარმატებით მოღვაწეობდა. მისი ნამუშევრები ყოველთვის საუკეთესო შეფასებას იმსახურებდა.
 
რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, 40-იანი წლების  ბრიტანული მოდის სამყაროში მისი ფოტოები რევოლუციას ახდენდა, რადგან მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ახალი ხერხი – ფოტოობიექტივის წინ მოძრავი მოდელები კარგად მოარგო ბუნების წიაღის დინამიურ გარემოს – და მათაც მკაცრი სტუდიური გარემოდან თავისუფალ სივრცეში გადაინაცვლეს.
 
პარკინსონის ფოტოობიექტივში წლების განმავლობაში ხვდებოდნენ: ბითლზები, როლინგ სთოუნზი, მარლენ დიტრიხი, სოფი ლორენი, კლაუდია კარდინალე, ოდრი ჰეფბერნი და სხვანი. თანამშრომლობდა ჟურნალებთან – Queen, Vogue, Harper’s Bazaar.
 
მისი სიტყვებია: “მომწონს, როდესაც ადამიანებს ისე ვიღებ, როგორც მათ უნდათ რომ გამოიყურებოდნენ.”
 
ჰელმუტ ნიუტონი (Helmut Newton)ცნობილია როგორც გერმანულ-ავსტრიული წარმოშობის ფოტოგრაფი. იგი 1920 წლის 31 ოქტომბერს ბერლინში მცხოვრები ებრაელების ოჯახში დაიბადა. ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც პირველი ფოტოკამერა შეიძინა და კადრის აღბეჭვდის ხელოვნებას გერმანელ ფოტოგრაფთან – ივასთან (Yva – Elsie Neulander Simon) ეზიარა.
 
თავდაპირველად ნიუტონი ცნობილი გახდა, როგორც მოდის ფოტოგრაფი, შემდგომში კი შიშველი ქალების პორტრეტებით გაითქვა სახელი. სხვა ცნობილ ფოტოგრაფებთან შედარებით თავისი კარიერის გზა ნიუტონმა, როგორც ნაწილობრივ ებრაული წარმოშობის მქონემ, ბევრად რთულად განვლო. 2004 წლის 23 იანვარს ავარიის შედეგად იგი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ფერფლი მარლენ დიტრიხის საფლავის გვერდითაა დაკრძალული. 
 
რიჩარდ ავედონი (Richard Avedon) ნიუ-იორკში, 1923 წლის 15 მაისს დაიბადა. ფოტოგრაფიით ის ჯერ კიდევ 10 წლისა დაინტერესდა, რიჩარდის პირველი მოდელები იყვნენ –  სერგეი რახმანინოვი, რომელიც მაშინ ბავშვი იყო და რიჩარდის ბაბუის მეზობლად ცხოვრობდა და რიჩარდის უმცროსი და. 1946 წლიდან ავედონი თანამშრომლობს ცნობილ მოდების ჟურნალთან – “Harper’s Bazaar”. ასევე თანამშრომლობდა ჟურნალებთან “Vogue”და “The New Yorker”-ი. ახალგაზრდა ფოტოგრაფმა მაშინდელ სამოდელო ფოტოგრაფიაში რევოლუცია მოახდინა. მისი ფოტოებიდან გაშეშებული თოჯინები კი არა ცოცხალი მოდელები იმზირებოდნენ
 
რიჩარდ ავედონის შემოქმედება თავისი ხელწერით გამოირჩევა, მის პორტრეტებში  თეთრი, ნეიტრალური ფონი მაცდურ ეფექტს ქმნის. ფოტოხელოვანს შეეძლო ზუსტად გადმოეცა ემოცია, “დაეჭირა” საჭირო წამი. ასეთი ეფექტის მიღება მხოლოდ ტექნიკით შეუძლებელია, აუცილებელია ფოტოგრაფის შინაგანი სამყაროსა და ემოციის სინთეზი. “ჩემი პორტრეტები უფრო ჩემზეა, ვიდრე იმ ადამიანებზე ვისაც ფოტოზე აღვბეჭდავ”, – ამბობდა ავედონი. 2004 წლის 1 ოქტომბერს, 81 წლის ფოტოგრაფი გადაღებებისას გარდაიცვალა.
 
რონ გალელას (Ron Galella) მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პაპარაცს  ჟურნალ  “Time” -მა “ამერიკელი პაპარაცების ნათლიმამა” უწოდა. გალელა 1931 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მისი ფოტოები ცნობილ  ჟურნალებში: Harper’s Bazaar, Vogue, Vanity Fair, Rolling Stone, The New Yorker იბეჭდებოდა. იმდენად აბეზარი პაპარაცი იყო, რომ ჟაკლინ კენედიმ 2-ჯერ უჩივლა სასამართლოში, ელვის პრესლის დაცვის წევრებმა ავტომობილის საბურავები  რამდენჯერმე დაუხვრეტეს, ბრიჯიტ ბარდოს მეგობრები წყლით წუწავდნენ,  ხოლო მარლონ ბრანდომ 5 კბილი ჩაუმსხვრია.
 
ჟანლოუ სიეფი (Jeanloup Sieff)  – ლეგენდარული ფრანგი ფოტოგრაფი პოლონური წარმოშობის ოჯახში დაიბადა 1933 წელს. მე-14 დაბადების დღეზე ჟანლოუს ფოტოკამერა აჩუქეს, რამაც მისი ფოტოგრაფიით დაინტერესება გამოიწვია. მიზანდასახულმა ბიჭუნამ ოცნება რეალობად აქცია და ფოტოგრაფია პროფესიულ დონეზე შეისწავლა პარიზისა და შვეიცარიის ფოტოგრაფიის სკოლებში.
 
1956 წლიდან დაიწყო მოდის ფოტოგრაფიაში მუშაობა. მის ფოტოობიექტივში ხვდებოდნენ ივ-სენ ლორანი, კატრინ დენევი, ალფრედ ჰიჩკოკი, ჯეინ ბირკინი და ხელოვნებაში მოღვაწე სხვა ვარსკვლავები. მისი ნამუშევრები, სადაც პერიოდულად ჭარბობდა მოცეკვავე და შიშველი ნატურები, მუდმივად იბეჭდებოდა გამოცემებში – Vogue, Elle, Esquire და Harper’s Bazaar. ჟანლოუ სიეფი პორტრეტულ, რეპორტაჟულ და მოდის ფოტოგრაფიულ ჟანრში მოღვაწეობდა 2000 წლამდე, სანამ კიბოთი დაავადებული 66 წლის ასაკში არ გარდაიცვალა. მისი გოგონა – სონია სიეფი მამის კვალს გაჰყვა და დღეს იგი ცნობილი ფოტოგრაფია
 
ტერი ო’ნილი (Terry O’Neill) დაიბადა ლონდონში, 1938 წლის 30 ივლისს. მას შექმნა 60-იანი წლების მოდის, სტილისა და სელებრითების უამრავი ფოტო-მასალა.  სახელი გაითქვა გამოჩენილ ადამიანთა  პორტრეტებით. კარიერის დასაწყისში მან ქუჩაში ლოდინის დროს ჩაძნებული ფიგურა გადაიღო, რომელიც შემთხვევით სახელმწიფო მდივანი აღმოჩნდა.
 
ახალგაზრდობაში უნდოდა მუსიკოსი გამხდარიყო, მაგრამ ფოტოგრაფიისადმი ინტერესმა სძლია და საკმაოდ წარმატებული კარიერაც გაიკეთა. ვინაიდან მისი პორტრეტები მეტწილად ბუნებრივობას და ადამიანურ მხარეს აჩვენებდა, მას ხშრად იწვევდნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებისა და გამოჩენილი პოლიტიკოსების გადასაღებად. ო’ნილი თანამშრომლობდა ისეთ ჟურნალებთან, როგორებიცაა: Rolling Stone, Paris Match, Vogue, Life და Look.
 
2011 წელს ‘სამფო ფოტოგრაფიის საზოგადოების’ მიერ ტერი ო’ნილი დაჯილდოვდა ფოტოხელოვნების ისტორიაში შეტანილი ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
 
მარი ელენ მარკი (Mary Ellen Mark) პენსილვანიაში, აშშ, 1940 წელს დაიბადა. 9 წლისა ფოტოგრაფიამ  გაიტაცა. 1962 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა,  სპეციალობით სახვითი ხელოვნება და ხელოვნების ისტორია. 1967 წლს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ფოტოჟურნალისტიკას მიჰყო ხელი და  შემდგომ გადასაღებ მოედნებზე ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. 40 წელიწადზე მეტია, რაც მარკის ფოტონამუშევრები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალებში იბეჭდება.
 
პატრიკ დემარშალიე (Patrick Demarchelier)1943 წელს დაიბადა ჰავრში. ფოტოგრაფიის შესწავლით 17 წლის ასაკში დაინტერესდა. წლების განმავლობაში ასისტენტად მუშაობდა სხვადასხვა ფოტოგრაფებთან. პირველი ფოტონამუშევრები 60-იან წლებში დაბეჭდა Elle-სა და Marie-Claire-ში.
 
საკუთარ თავზე დაუღალავი შრომის შედეგად მოდის საუკეთესო ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის რეპუტაცია მოიპოვა. იგი უღებდა კელვინ კლაინს, რალფ ლორენს, ვერსაჩეს, შანელს, ლუი ვიუტონს, არმანს, ჯანეტ ჯექსონს, ნიკოლ კიდმანს, მადონასა და სხვებს. დემარშალიე Condé Nast-ის ჯგუფის ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა, რომლის მფლობელობაშიც შედის GQ & Rolling Stone. 1992 წელს კი იგი Harper’s Bazaar-ის წამყვან ფოტოგრაფად მიიწვიეს.
 
სტივენ კლაინი (Steven Klein) 1961 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. ფოტოაპარატი 13 წლისას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში, როდესაც ბაზარში მყოფს უცნობმა კაცმა უბრალო კამერა შეაჩეჩა. ამის შემდეგ დაიწყო ფოტოების გადაღება. თავდაპირველად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფ ავადმყოფებს აკვირდებოდა და ფოტოებს უღებდა. მალე საკუთარი სახლის სარდაფში ლაბორატორია მოაწყო. თავდაპირველად ფოტოგრაფია მისთვის საარსებო წყაროს წარმოადგენდა, თანდათანობით გლამურულ სამყაროს უფრო და უფრო იპყრობდა.
 
კლაინის ფოტოგრაფიულმა ხედვამ აღაფრთოვანა ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, კლაუდია შიფერი, ნაომი კემპბელი. კლაინისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ცნობილი ობიექტი დგას მისი კამერის წინ, მთავარია მის ექსპერიმენტებში თამამად მიიღონ მონაწილეობა. მას საოცარი ნიჭია აქვს, მოიპოვოს ვარსკვლავის ნდობა, მოხსნას ყოველგვარი კომპლექსი და მის შინაგან სამყაროს გამოავლენის შეუზღუდავი სივრცე მისცეს.
 
ტიმ უოლკერი (Tim Walker) 1970 წელს ინგლისში დაიბადა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ჩემთვის საყვარელი ბრიტანელი მოდის ფოტოგრაფია. ფოტოგრაფირების უოლკერისეული სტილი ექსტრავაგენტული ხასიათითა და რომანტიული მოტივებით გამოირჩევა. მისი ფოტო-გმირები ზღაპრიდან გადმოსულ, იდუმალებით მოცულ, მისტიურ თოჯინებს გვანან. ფერები კი მეტწილად მხიარული და ხალისიანი აქვს არჩეული.
 
უოლკერს ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ლონდონის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში არქივზე მუშაობისას გაუღვივდა. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ რიჩარდ ავედონის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 25 წლის ასაკში ჟურნალ „ვოგისთვის“ მან პირველი „Fashion” ისტორია გადაიღო და მას შემდეგ მუშაობს როგორც ბრიტანული, ასევე იტალიური და ამერიკული გამოცემებისათვის. უოლკერის ფოტო-ნამუშევრები ლონდონში არსებული პორტრეტების ეროვნული გალერეის, ასევე რამდენიმე მუზეუმის მუდმივ კოლექციებში ინახება.
 
ენი ლეიბოვიცი (Ennie Leibovitz) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი პროფესიონალია თანამედროვე ქალ-ფოტოგრაფებს შორის. კარიერა მან ჟურნალ “როლინგ სტოუნის” ფოტოგრაფობით დაიწყო, როდესაც 20 წლის ასაკში ჟურნალის რიგით ფოტოგრაფად აიყვანეს. 1973 წელს კი ჟურნალის წამყვან ფოტოგრაფად აღიარეს. ჯგუფ “როლინგ სტოუნზ”-ის საკონცერტო ტურების დროს ახდენდა ვარსკვლავთა ისტორიული მომენტების კადრირებას. ლეიბოვიცს მსოფლიო აღიარება მოუტანა იოკო ონოზე ჩახუტებული შიშველი ჯონ ლენონის, ლიფტში გადაღებული მიკ ჯაგერის, ფეხმძიმე დემი მურისა და ბრიტანეთის დედოფლის – ელიზაბეტ მეორის პორტრეტებმა. ენი ბოლო ფოტოგრაფია, რომელმაც ლენონს გადაუღო სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.
 
90-იანი წლების დასაწყისში ლეიბოვიცმა საკუთარი სტუდია გახსნა. მის ფოტოობიექტივში ხვდებოდნენ ჯონ ლენონი, ბეტი მიდლერი, დემი მური, მიკ ჯაგერი, ელიზაბეტ მეორე, ვუპი გოლდბერგი, სტინგი და სხვანი. ენი იღებდა როგორც პოპკულტურის ვარსკვლავებს, ასევე ცნობილ პოლიტიკურ სახეებს. ამის გამო კრიტიკოსები დღემდე თვლიან, რომ ფოტოგრაფიის ლეგენდამ იოლად მოიპოვა კარიერული წარმატება.
 
ენი ერთადერთია, რომელსაც საკუთარი ვებ გვერდი არ გააჩნია. მხოლოდ ტვიტერით სარგებლობს თუმცა არანაირი ჩანაწერი არ გააჩნია. ის ახლა სამოცი წლისაა, მამაკაცურად იცვამს, ბოხი ხმით საუბრობს და უცნაურ ვარცხნილობას ატარებს. ამ უცნაური და ახირებული სტილის პარალელურად მისი ნამუშვრები ისეთი ჟურნალების გარეკანს ალაბმაზებს, როგორიცაა  Vogue, Vanity Fair, New Yorker  და Rolling Stone. და მაინც ჯიუტად ამბობს: “ფოტოზე მხოლოდ ათი პროცენტი აღიბეჭდება იმისა, რასაც ვხედავ.”
 
მარიო ტესტინო (Mario Testino) განსაკუთრებულად ცნობადი მას შემდეგ გახდა, როცა იგი 1997 წელს უელსის პრინცესა დაიანამ ფოტოსესიის გადასაღებად აირჩია. შემდგომში ფოტოსესიისთვის რეგულარულად იწვევდნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახში.
 
ახალგაზრდობაში უნდოდა, რომ მოძღვარი გამხდარიყო. შემდგომში აზრი შეიცვალა და ფოტოგრაფია ლონდონში შეისწავლა. ტესტინო, რომელსაც სტუდენტობისას თავი ოფიციანტობით გაჰქონდა, პროფესიონალი მოდის ფოტოგრაფი გახდა, რომელიც ისეთ მოდის სახლებში მუშაობდა, როგორიცაა Burberry, Gucci, Versace, Calvin Klein, Dolce & Gabbana, Salvatore Ferragamo და Estee Lauder .
 
2002 წელს ლონდონში არსებულ პორტრეტების ეროვნულ გალერეაში მოეწყო მის მიერ გადაღებული პორტრეტების გამოფენა, რომელიც გალერეის ისტორიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმოდგენილ გამოფენებს შორის ყველაზე დასწრებადი იყო. დღემდე მარიო ტესტინოს ხელოვნების სიძლიერეს ყველა აღიარებს, რადგან ტესტინო ფოტოებზე ადამიანების საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს, სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ფოტოგრაფიული ჯადოქრობა.
 
ჰარი ბენსონი (Harry Benson) შოტლანდიელი ფოტოგრაფია. საერთაშორისო აღიარება 1964-66 წლებში მოიპოვა, როცა ჯგუფ  ”ბითლზებთან” ერთად საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა, სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული “ხოჭოების” მიერ ბალიშებით გამართული მხიარული ბრძოლა სასტუმროს ნომერში.
 
ბენსონის საუკეთესო ნამუშევრებში შედის არამარტო ცნობილი ხელოვანი ადამიანების (მაიკლ ჯექსონი, ელიზაბედ ტეილორი, მარჩელო მასტროიანი, რეი ჩარლზი, მუჰამედ ალი), არამედ სხვადასხვა პოლიტიკოსების ფოტოები (ბილ კლინტონი, რონალდ რეიგანი, რიჩარდ ნიქსონი და სხვა).
 
სტივ შაპირო (Steve Schapiro) რეპორტაჟული ფოტოგრაფიის კლასიკოსად ითვლება, რომლის ფოტო-ობიექტივში ჯაზისა და პოპის მრავალი ვარსკვლავი მოხვდა. ასევე გადაღებული აქვს პოლიტიკური გამოსვლები, სოციალური პრობლემების ამსახველი კადრები.
 
ფოტოგრაფიით 9 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც საზაფხულო ბანაკში ყოფნისას პირველი კადრები გადაიღო. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით იხილა სიბნელეში სურათების გამჟღავნების პროცესი, შეყვარებული გახდა “ფოტოგრაფიის მაგიურ ძალაზე”. პროფესიონალ ფოტოგრაფებში მისი კუმირი  ანრი კარტიე-ბრესონსი იყო.
 
შაპიროს ფოტოგრაფიულო მოხერხებულობა განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მის მიერ “დაჭერილ” მომენტებს, როცა ყველაზე ცნობადი ფიგურები ძალიან ბუნებრივად გამოიყურებიან. მის ფოტონამუშევრებზე ასახულნი არიან მარლონ ბრანდო, რობერტ რედფორდი, მუჰამედ ალი, ჯეკ ნიკოლსონი, დასტინ ჰოფმანი, რობერტ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, მარტინ სკორსეზე და სხვა.
 
შაპიროს 50-წლიანი კარიერა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მას გამოცემული აქვს წიგნი “მაშინ და ახლა”, რომელმაც ასევე მოიცვა მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომელთა უდიდესი ნაწილი ადრე არასოდეს გამოქვეყნეულა.
 

ბრუს ვებერი (Bruce Weber) ამერიკელი მოდის ფოტოგრაფია, რომელიც 1956 წელს დაიბადა. როგორც ფოტოგრაფი ცნობილი გახდა 80-იანი წლების ბოლოს, როცა Calvin Clein-ის სარეკლამო ფოტოსესია და ახალგაზრდა რიჩარდ გირის პორტრეტული ნამუშევრები გადაიღო. მასი ცნობილი ფოტოსესიები შედგა Calvin Klein, Ralph Lauren, Revlon და Gianni VersaCe-ის კამპანიების წარმოებისას.  ვებერის ფოტონამუშევრების დიდი ნაწილი შავ-თეთრია, რომლებიც სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ჟურნალებში: Vogue, GO, Elle, Life, Interview და Rolling Stones. მას ასევე გადაღებული აქვს რამდენიმე ფილმი.

 

tatatatuli.wordpress.com