EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ფულის სწრაფად შოვნის 17 იდეა წიგნიდან შენი ოცნების სამუშაო - ბარბარა შერი »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2020-03-16 15:17:31

ფულის სწრაფად შოვნის 17 იდეა წიგნიდან შენი ოცნების სამუშაო - ბარბარა შერი

wallet-money

არის სიტუაციები, როცა საჭიროა ფულის სწრაფად გამომუშავება. ჩნდება შეკითხვა, როგორ ვიშოვოთ ფული?
პანიკის გარეშე! გამოსავალი ყოველთვის არსებობს!
 
წარმოგიდგენთ 17 იდეას ბარბარა შერის წიგნიდან «შენი ოცნების სამუშაო», რომლებიც უპასუხებენ შეკითხვას — «როგორ გამოვიმუშაოთ ფული სწრაფად?» ეს არის სამუშაოს ტიპები, რომლებიც შეგიძლიათ ერთჯერადად ან დროდადრო შეასრულოთ.
გადახედეთ ჩამონათვალს: რომელი მათგანი შეგეფერებათ? არ დაგავიწყდეთ ბარბარას შეფასების ინსტრუმენტის გამოყენება: — შეფასება გააკეთეთ 1-დან 10-მდე ქულით იმის მიხედვით, თუ რამდენად მეტ სარგებელს მოგიტანთ ჩამოთვლილი საქმიანობიდან რომელიმე. გაითვალისწინეთ, 7-დან ზევით ქულას იმსახურებს თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობა.
1. გაარკვიეთ ვის და რისი კეთება არ უნდა, და შეასრულეთ ეს სამუშაო თქვენ
ვიღაცისთვის აუცილებელია ანგარიშებიდან გადახდების განხორციელება, ვიღაცას ელის რთული სატელეფონო საუბარი, ვიღაცას ნათესავის, მოხუცი მშობლის ან ბავშვის მოვლა სჭირდება, ვიღაცას შინაური ცხოვრელის მოვლა ან დატოვება, ან შეიძლება მისი სხვაგან გადაყვანა. ვიღაცას საოჯახო საქმიანობაში დახმარება. ამ საქმიანობის შესრულებისთვის არც თუ ისე ცუდ თანხას იხდიან.
 
2. რეალთორებისთვის დახმარების გაწევა უძრავი ქონების გასაყიდად მომზადებაში
ზოგჯერ საჭიროა ყვავილების შეკვეთა, ბინაში სურათის ან ნახატის დაკიდება. ასევე შესაძლებელია ასისტენტობა გაუწიოთ ვიტრინების გაფორმებაში – ამისათვის ცუდი არ იქნება აღნიშნულ საქმიანობაში ცოტა მეტად გარკვეული იყოთ.
 
3. «ტაქსი-ძიძა»
შეენაცვლეთ მათ, ვისაც სჭირდებათ ბავშვების წაყვანა სხვადასხვა წრეებზე, გაკვეთილებზე და ა.შ. – რისთვისაც კარგ ანაზღაურებასაც მიიღებთ. ასევე შეგიძლიათ გზავნილების დარიგება მისამართებზე და ამაში ცოტა უფრო ნაკლები მოითხოვოთ, ვიდრე საკურიერო ორგანიზაციები ითხოვენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტია (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანას მართავთ).
 
4. მასალების მოძიება, ტექსტის შედგენა და დაბეჭდვა
მოძებნეთ ჟურნალისტები, მწერლები ან სტუდენტები, რომლებსაც მალე ექნებათ დედლაინი. მათ ბოლო მომენტისთვის თემის გარშემო მასალები აქვთ მოსაძიებელი, რაღაც დასაწერი ან დასაბეჭდი. ასეთ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილები კარგად გადაგიხდიან ხარისხიანად და სწრაფად შესრულებული სამუშაოსთვის.
თქვენი მომსახურების და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ ფლაერები დატოვეთ სუპერმარკეტებში, კოლეჯებთან და სასწავლებლებთან ახლოს, დაურეკეთ გამომცემლობებს და აგენტებს, რათა ყველამ იცოდეს თქვენს შესახებ.
 
5. გამოფენებზე სტენდების დემონტაჟი
გამოფენის ბოლოს მიდით სტენდებთან და შესთავაზეთ კონსტრუქციის დაშლა-გატანა. არიან ისეთები, ვისაც თქვენი მომსახურება ნამდვილად გამოადგება.
 
6. კომპანიონი შინაური ცხოველისთვის
ბარბარა წერს თავისი გამოცდილებიდან: «წარმოიდგინეთ, რომ წასასვლელი ხართ, ხოლო ადამიანი, რომელიც აქამდე გეხმარებოდათ შინაური ცხოველის მოვლაში, სადღაც გაქრა, ან გაემგზავრა. ამის გამო გამოსავალი არ დაგრჩათ და ცხოველის თან წაყვანა გახდა საჭირო, რაც ნამდვილ კოშმარად შეიძლება იქცეს. წარმოგიდგენიათ რამოდენიმე დღიან სემინარზე ყოფნა ძაღლით ან კატით ხელში? წარმოუდგენელია! თუმცა არც ის გამოვა, რომ ცხოველი ნებისმიერს დაუტოვოთ. ადამიანს უნდა უყვარდეს ცხოველები მათი მოვლა რომ შეძლოს».
თუ გიყვართ ცხოველები, ეს ცუდი სამსახური სულაც არ არის. თქვენ შესახებ რომ შეიტყონ დატოვეთ ფლაერები მაღაზიებში, ზოომაღაზიებში, განაცხადი გააკეთეთ ინტერნეტში და ა.შ.
გარდა ამისა, შესაძლებელია იმ ადამიანების შინაური ცხოველები ჩაიბაროთ, რომლებიც თქვენს ქალაქში სტუმრად ჩამოდიან მათთან ერთად, ხოლო სასტუმროები არ აძლევენ ცხოველების შეყვანის უფლებას.
 
7. უსარგებლო ნივთების გაყიდვა
ნივთების დაგროვება — ადამიანის ბუნების ნაწილია. თუმცა, როცა ეს ნივთები სასარგებლო აღარ არის, ზედმეტი ტვირთი ხდება. ამიტომ, სულაც არ არის ცუდი იდეა, რომ ისინი გაყიდოთ. მოძებნეთ სახლში მოძველებული ან ისეთი ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ, მათ შორის ტანსაცმელი, განათავსეთ საიტზე განაცხადი და დარწმუნებული იყავით, რომ კლიენტები აუცილებლად გამოჩნდებიან. ადამიანები ყველაზე უცნაურ რაღაცეებსაც კი ყიდულობენ.
 
8. გახდით გაყიდვების აგენტი
ამ საქმიანობის იდეა წინა საკითხის გაგრძელებაა. დაეხმარეთ სხვებს გაყიდვებში. თუ ამ პროცესის მიმართ გაგიჩნდებათ ინტერესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნიჭიც გაქვთ. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ დაეხმარებით მეზობლებს და ახლობლებს სხვადასხვა ნივთების გაყიდვაში, რაშიც თავისუფლად შეგიძლიათ მოითხოვოთ შემოსავლის გარკვეული პროცენტი.
 
9. თეატრალური გრიმით ბავშვებისთვის სახის მოხატვა
ამით შეიძლება დაკავდეთ სავაჭრო ცენტრებში, ღია ბაზრობებზე და პარკებში (მაგალითისთვის საკუთარი სახე მოიხატეთ, თან ისე, რომ ვერავინ გიცნოთ!)
 
10. შემცვლელი მასწავლებელი
განათლების განყოფილებას ყველა ქალაქსა თუ რაიონში აქვს თავისი წარმომადგენლობა, სადაც შეგიძლიათ მიხვდიეთ და გაარკვიოთ ხომ არ ესაჭიროებათ შემცვლელი მასწავლებელი და დატოვოთ საკუთარი რეზუმე. საგნები ვარირებადია — მაგალითად, თუ აგიყვანენ, შეიძლება ჩაგატარებინონ გაკვეთილები სხვა მასწავლებლის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით ან უბრალოდ საკონტოლო მიგაცემინონ ბავშვებისთვის, ჟურნალს მიხედვით სია ამოგაკითხინონ ვინ ესწრება და ვინ არა რომ ჩანიშნოთ და ა.შ.
 
11. საჭმლის მომზადება ერთი კვირის მარაგისთვის
ყველას არ აქვს საჭმლის მოსამზადებლად დრო, განსაკუთრებით კი დიდ ოჯახებში. ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები ცდილობენ ეს საქმე გადააბარონ სხვას. გახდით ეს «სხვა». ამ დროს დაგჭირდებათ ბაზარში და სუპერმარკეტებში სიარული პროდუქტების საყიდლად, მთელი დღე სადილის მომზადება და დილიდან ადგილზე მიტანა. ეს საქმიანობა განსაკუთრებით გამოადგება მათ, ვისაც კერძების მომზადება უყვარს.
 
12. კერძების მომზადება და წვეულებაზე მიტანა
«კულინარული გზით ფულის გამომუშავების» კიდევ ერთი ვარიანტია წვეულებებისთვის კერძების მომზადება. შეიმუშავეთ მენიუ და შესთავაზეთ თქვენი მომსახურება წვეულებებისთვის კერძების მომზადებაზე. ეს შეგიძლიათ ერთობლივად გააკეთოთ მასთან, ვისაც მსგავი ბიზნესი უკვე გააჩნია.
 
13. დაზიანებული ავეჯის ყიდვა-გაყიდვა
შეიძინეთ დაზიანებული ავეჯი, შეაკეთეთ და გაყიდეთ. ამ ნივთების გაყიდვაც შეგიძლიათ ინტერნეტში მათი განთავსებით. გადაუღეთ შეკეთებულ ავეჯს ფოტოები, დაწერეთ მოკლე ინფორმაცია და განათავსეთ საიტზე. რა თქმა უნდა ფასნამატით, რომ მოგება დაგრჩეთ.
 
14. ფერწერის გაკვეთილების ნატურა
დაუკავშირდით ადგილობრივ ხელოვნების სკოლებს და შეეცადეთ იმუშაოთ მოდელად მანამ, სანამ სწრაფი გზით ნაშოვი ფულის აუცილებლობა გექნებათ. გაარკვიეთ რამდენს უხდიან ასეთ მომსახურებაში და გამოსცადეთ საკუთარი თავი იმაში, შეძლებთ თუ არა დიდი ხნით გაუნძრეველ მდგომარეობაში ყოფნას. ასეთ გაკვეთილებზე სჭირდებათ ორივე სქესის წარმომადგენლები, ნებისმიერი ფიგურით, ამიტომ სრულყოფილების ხარისხზე ნუ ინერვიულებთ.
 
15. ზამთრისთვის ან სეზონის დასაწყისისა და დასასრულისთვის ბაღ-ბოსტნის მომზადება
ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს დამხმარეს ბაღ-ბოსტნის დასაბარად, აგარაკის დასასუფთავებლად ან დასალაგებლად. ამ საქმიანობისთვის ფიზიკური სიძლიერე უპირატესობას განიჭებთ თუ მამაკაცი ხართ, ქალების შემთხვევაში მარტივია, რადგან მათ შეუძლიათ დაალაგონ, დაასუფთაონ და შედარებით მსუბუქი საქმიანობით დაკავდნენ მიწის ნაკვეთზე.
 
16. ნაგვის გატანა
თქვენ შეგიძლიათ მომსახურება შესთავაზოთ ისეთ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელს იცვლის და ნივთები აქვს გადასარჩევ-გადასატანი. ეს შეიძლება იყოს ტანსაცმლის გადარჩევა-დახარისხება, ყუთებში ჩალაგება ამ და სხვა ნივთების, დასაწყობება, უსარგებლო ნაწილის ცალკე გამოყოფა და შემდეგ გადაყრა. ასევე შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ «სწრაფი რეაგირების ჯგუფი», სატელეფონო ზარებით მიიღოთ შეკვეთები და მოახდინოთ ადგილზე გასვლა, თუმცა ამისთვის დაგჭირდებათ სანდო ადამიანების მოძიება, რომლებიც მზად არიან იმუშაონ.
დაწერეთ ისტორიები, როგორ დაეხმარეთ კლიენტებს, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ნივთების გადარჩევა-გადაზიდვა, დახარისხება, ნაგვის გატანა და ა.შ. განათავსეთ ინტერნეტში და დაელოდეთ შეკვეთას. ასევე შეგიძლიათ უფრო მეტი და სწრაფი ცნობადობისათვის რადიოსადგურებში ჩაუშვათ რეკლამა, რომელიც ძვირი არ ღირს.
 
17. ადამიანი-რიგი
გახდით ადამიანი, რომელიც დადგება გრძელ რიგებში იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებსაც რაიმეს შეძენა სურთ, მაგრამ რიგში ჩასადგომად დრო არ აქვთ. ასეთი ადამიანები შეგიძლიათ ნახოთ ორგანიზაციებში, სადაც სრული სამუშაო და ზესამუშაო განაკვეთებია, თქვენი დახმარება ამ მხრივ ნამდვილად საჭირო იქნება.
 
თუ ჩამოთვლილი იდეებიდან რომელიმე მისაღები იქნება თქვენთვის, გამოსცადეთ პრაქტიკაში ერთხელ მაინც. სანამ არ გამოცდით ვერასოდეს გაიგებთ შეგიძლიათ თუ არა რომელიმე საქმის შესრულება და მითუმეტეს ღირს თუ არა ფულის გამომუშავების მიზნით აკეთოთ ის.
 
ამრიგად, თქვენ უკვე გაქვთ «გეგმა B» ექსტერნული შემთხვევისთვის, როგორ გამოიყენებთ მას, ეს თქვენზე და თქვენს მოხერხებულობაზეა. წარმატებებს გისურვებთ!