EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ბანანი - სამკურნალო და გემრიელი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2020-07-04 15:40:02

ბანანი - სამკურნალო და გემრიელი

banana

ბანანი არის ენერგიის წყარო, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, მინერალებს და სხვადასხვა ვიტამინებს.
 
ბანანის მიღების შემდეგ ორგანიზმი ენერგიით ივსება მომენტალურად.
 
რადგან ენერგია ვახსენეთ, გავეცნოთ ვარჯიშის დროს სასარგებლოა თუ არა ბანანის მიღება?
 
თუ ვარჯიშობთ დილით და ვერ ასწრებთ სწრაფად საუზმეს, შეგიძლიათ 2ცალი ბანანი მიიღოთ ვარჯიშის დაწყებამდე, დაახლოებით 30-35 წუთით ადრე.
 
თუ თქვენი ვარჯიშის დღე დატვირთულია, აპირებთ მაღალი ინტენსივობის მოკლე ინტერვალებით ვარჯიშს, დაგჭირდებათ როგორც ცილის ასევე ნახშირწყლების მიღება, შეგიძლიათ მიირთვათ ბანანი ვარჯიშის დაწყებამდე 35-60 წუთით ადრე.
 
რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ბანანი ?
 
ბანანი შეიცავს: კალიუმი 9%; ვიტამინი B6 33%; ვიტამინიC 11% ;მაგნიუმი 8% ;სპილენძი 10%; მანგანუმი 14% ;ცილა1.3გრ ;ცხიმი 0.4გრ;
 
ერთ ბანანას დაახლოებით 105 კალორია აქვს, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყალს.
 
როგორ მოქმედებს ბანანი თირკმელების ჯანმრთელობაზე?
 
კალიუმი აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლისთვის და თირკმელების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ბანანის 9% შეადგენს კალიუმს, ამიტომ ეს ხილი სასარგებლოა ჯანსაღი თირკმელების შესანარჩუნებლად.
 
საინტერესოა როგორ მოქმედებს ბანანი სისხლში შაქრის დონეზე და დიაბეტზე? რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ ?
 
ბანანი გემრიელი და ნოყიერი ხილია, მაღალია მასში ნახშირწყლების და ისეთი ნივთიერებების შემადგენლობა, რომლებიც მოქმედებს სისხლში შაქრის დონის ცვლილებაზე. დიაბეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ სისხლში შაქრის დონის შემცველობა იყოს სტაბილური.
 
ერთი საშუალო ზომის ბანანი შეიცავს 93% ნახშირწყლებს. თუ ნახშირწყლები თქვენს სისხლში შაქრის დონეს აღემატება, მათ შეუძლიათ იმოქმედონ სისხლში შაქრის დონის კონტროლზე. ამიტომ უნდა იცოდეთ დიეტის დროს რა რაოდენობის ნახშირწყლების მიღება შეგიძლიათ.
 
ტროპიკული ხილი სახამებლის (რეზისტენტულ) სახეობას შეიცავს, რომელიც შაქრის დიაებეტის 2 ტიპის ( ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება როდესაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარის ინსულინს, რომ იფუნქციონიროს ნორმალურად, ან ორგნიზმის უჯრედები არ რეაგირებენ ინსულინზე. ეს ცნობილია, როგორც ინსულინ-რეზისტენტობა. ეს ნიშნავს, რომ გლუკოზა რჩება სისხლში და არ გარდაიქმნება ენერგიად. ) შემთხვევაში ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. ამ დროს სასურველია მიირთვათ მწვანე ბანანი.
 
დიაბეტის მქონე ადამიანებმა ექიმთან შეთანხმებით უნდა გააკონტროლონ მისი მიღების დასაშვები რაოდენობა.
 
ბანანის სასარგებლო თვისებები:
 
 
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;
აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას;
ბანანის მოქმედება სისხლში არსებულ შაქრის რაოდენობაზე დამოკიდებულია ბანანის სიმწიფეზე;
თუ დიაბეტი გაქვთ შეარჩიეთ ბანანი, რომელიც თითქმის მწიფეა და ზედმეტად არ მწიფდება, მცირე ზომის ბანანი და გადაანაწილთ დღის განმავლობაში;
ბანანი ეხმარება ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში, ისეთ ამინომჟავას შეიცავს, როგორიცაა თრიპტოფანი, რომელიც ადამიანის ტვინში არძრავს დადებით ემოციებს;
აგავსებთ, როგორც ენერგიით ასევე ხელს შეუწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, რაც გამოიხატება მაქსიმალური კონცენტრაციით;
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და მცირე რაოდენობით მარილს, რაც იმასნიშნავს, რომ ის იდეალური საკვებია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან ჰიპერტენზიით;
რადგანაც ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია ტოქსინების დასაშლელად და ასევე იცავს ნაწლავის მიკროფლორას;
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რაც კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს. პექტინი , რომელსაც ის შეიცავს შეიწოვს სითხეს;
სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს;