EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« იგავის მორალი »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2020-07-07 09:44:14

იგავის მორალი
men

ერთ სოფელში მოხუცი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა.

 როდესაც ვაჟები დაქორწინდნენ მამამ ქონება თანაბრად გაუნაწილა.ვენახები,ყანები,ეზო და სახლ-კარი.თავად სოფლის ბოლოს ქოხში გადავიდა საცხოვრებლად.შვილებს კი ერთი რამე სთხოვა.
 -არ მინდა რომელიმეს ხელი შეგიშალოთ და ტვირთად დაგაწვეთ.
სოფლის ბოლოს,მამაჩემის დატოვებულ ქოხში ვიცხოვრებ.ჩემთვისაც ასე სჯობია  და თქვენთვისაც,ოღონდ ერთ დღეს,ერთმა უნდა მომიტანოს საჭმელი და ხილი,მეორე  დღეს,კი მეორემ.
 ასეც იქცეოდნენ ვაჟები.დღეგამოშვებით მამასთან მიდოდნენ და სადილი მიჰქონდათ.
უფროსი ვაჟის ცოლი ძუნწი ქალი იყო.შვილის მიტანილი საჭმელი მოხუცს მეორე  დღემდე არ ჰყოფნიდა,თუმცა საყვედურს არასდროს ამბობდა.უმცროსი ვაჟის ცოლი  კი,იმდენ საჭმელს უგზავნიდა,რომ მეზობლებსაც უნაწილებდა კაცი.ასე გადიოდნენ  თვეები და წლები.ერთ დღეს კაცმა ორივე შვილს შეუთვალა საჭმელი მომიტანეთ  და მოდითო.მართლაც ორივე მივიდა მამასთან.უფროსს პატარა ჯამით სადილი  მოეტანა.უმცროსს კი როგორც ყოველთვის დიდი გობით(დიდი ზომის ჯამი.იყენებენ  ცომის მოსაზელად)მოხუცს ჭამის თავიც აღარ ჰქონდა და შვილებს სთხოვა საჭმელი  მეზობლებისთვის დაერიგებინათ.ასეც მოიქცნენ.შემდეგ უთხრა, ჭურჭელი  გაერეცხათ,
 ისინიც დაემორჩილნენ მამის დავალებას.
მამამ  თქვა.-რაც გამაჩდა თანაბრად გაგინაწილეთ,გული ხომ არაფერზე  გწყდებათ?-არა,არაფერზე.უპასუხეს შვილებმა.-მადლობელი ვარ,რომ ეს წლები  ზრუნავდით ჩემზე და ცხელი სადილი მოგქონდათ,თქვენს ცოლებსაც მადლობას  ვუხდი.
დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩა და სანამ ამ ქვეყნიდან  წავალ,მათთან საჩუქარი მინდა გაგატანოთ.აბა მოიტანეთ თქვენი ჭურჭელი,რომ  მადლიერებით ავავსო.მივიდა უფროსი შვილი და მამამ ერთი მუჭა ოქრო ჩაუყარა  ჯამში.ჯამიც პირამდე აივსო.ჯერი უმცროს ვაჟზე მიდგა.მამა ძლივს გალასლასდა  ოთახიდან და ერთი გუდა შემოიტანა.გაოცებული უყურებდნენ შვილები,მათ არ  იცოდნენ თუ მოხუცს ამდენი ოქრო და ძვირფასეულობა ჰქონდა.მამამ გუდას პირი  მოხსნა და უმცროსი ვაჟის გობიც აივსო ოქროს მონეტებით.
მოხუცმა  სიყვარულით შეხედა შვილებს და უთხრა-რა ჭურჭელსაც წაიღებთ წყაროზე,იმ  ჭურჭელს აგივსებთ.წყალზე არ უნდა გაბრაზდეთ,თუ ბევრ წყალს ვერ მიიტანთ  სახლში.არც ჭურჭელია დამნაშავე, ნურც მას დაუწყებთ ფეხების  რტყმას.გახსოვდეთ,ყველა იმ სარწყალით მიიღებს,რომლითაც გასცემს.