EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« შავი ვარდი »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: ცირა

თარიღი: 2020-08-28 12:33:41

შავი ვარდი

თ ა ვ ი IV

     ხუტამ უკვე შეიტყო, რის გაგებაც უნდოდა, ახლა ერთი სული ჰქონდა ვიდრე ბესლან ავიძბას შეხვდებოდა, უნდა გაეფრთხილებინა, რომ მიხა ხაპიაშვილი არ ასდევნებოდა.

     საუზმის შემდეგ ისე წავიდ-წამოვიდნენ, აღარაფერი უთქვამთ

     ხუტა ვარაუდში არ მოტყუებულა, მიხა ჩუმად უკან აედევნა მაინც მოახერხა და ავტომატ-ტელეფონით დაუკავშირდა ბესკან ავიძბას შეთანხმდნენ სად შეხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი „ქურდი“ კოკი ჟვანია საკოლმეურნეო ბაზარში გავიდა, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მიხა შორიდან უთვალთვალე ბდა, კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ მილიციის თანამშრომელი ქალი შეამჩნია, მას გლეხის ქალივით ეცვა და ვიღაც დედაკაცს ქათამს ევაჭრებოდა ხუტამ მიიხედ-მოიხედა და გვერდზე აეტმასნა.

     უცებ ქალმა ყვირილი ატეხა, ხუტას ხელი სტაცა,

- ქურდო, ჩქარა მომეცი ჩემი ფული!

- რისი ფული, რა ფული, გაგიჟდი? აბა მოკეტე თორემ!... გაიქაჩა ხუტა

- მიშველეთ ფული ამომაცალა! მილიცია!

     ხუტამ თავის დაძვრენა დააპირა, მაგრამ თვალის დახამხამებაზე მილიცი ელი გაჩნდა, საყელოში მაგრად ჩაავლო ხელი და განტოფილებაში წაიყვანა, იქ მას ბესლან ავიძბა ელოდა.

     ხუტამ დაწვრილებით უამბო თავისი წინაღამინდელი თავგადასავალი.

     შენი მასალები, ჩემო ხუტა, ძალიან საინტერესოა, - უთხრა ბესლანმა, მაგრამ სრული არ არის მიხა ხაპიაშვილს, რომელსაც ჩვენ ქარუმ ფეთქაურად ვიცნობთ, ჯერ კიდევ ყველაფრი არ გაუმჟღავნებია რაკი აგედევნა კიდეც, ჩანს მთლად არ გენდობა. ჯიბგირობისათვის შენი დაპატიმრება კიდევ ერთი დამარწმუნებელი საბუთი იქნება მისთვის, მაგრამ მაინც არასაკმარისი.

- თქვი რას მირჩევ?

- ყური დამიგდე ლარისა გრიეკოს ნაამბობის მიხედვით, მკლავზე ტატუირებ ული „შავი ვარდი“ უბრალო ნაეშმაკარი კი არა პაროლი ყოფილა, რომლითაც თავისიანებს სცნობენ.

- მაშასადამე, ამ სიბერის დროს მკლავი უნდა დავიტატუირო?

- არა ტატიურება რა საჭიროა? ძველი ტატუირებას ახლისაგან მთლიანად ბეციც კი გაარჩევს ქიმიური ფანქრით უნდა დაიხატოს შენ გრიეკოს მკლავის 

ფოტოსურათი გაქვს ოსტატი კი მე ვარ მომეცი აქ ისე დაგიქარგო, თვითონ გერმან ბაზილიც, რომ გაოცდეს, თავისი ნახელავისაგან ვერ გაარჩიოს.

დიდხანს იჯდა ხუტა ჩაფიქრებული შემდეგ თავი აიღო და მეგობარს შეხედა.

- კარგი, მაგრამ თუ დეიდა ვერონიკა თავისუფალია და მაგათთან არის, მაშინ „შავი ვარდი“ რაღას მიშველის? რა სახითაც არ უნდა ვეჩვენო, მაინც მიცნობს,

- ეგ ალქაჯი თუ მართლა ბათუმშია, მაშინ კვლავ დახმარება დაგვჭირდება თბი ლისიდან აქ კი ჯერჯერობით არავინ გიცნობს.

კიდევ ერთხანს ითათბირეს, მოქმედების ახალი გეგმა შეიმუშავეს შემდეგ კი ბესლანმა ხუტას მარცხენა მკლავზე „შავი ვარდი“ ოსტატურად მოუხატა.

ხუტა გაწერელიამ მოხსენებითი ბარათი შეადგინა პოლკოვნიკ ზურაბ ლომაურის სახელზე დაწვრილებით აღუწერა საქმის ვითარება და სთხოვა დამხმარედ ვინმე გამოეგზავნა, რადგან მალე ბათუმში მოუწევდა ჩასვლა.

მოხსენებითი ბარათი ბესლან ავიძბას დაუტოვა, რომ სასწრაფოდ გაეგზავნა თბილისში შემდეგ მილიციის განყოფილებიდან გამოვიდა და რადგან იცოდა, რომ ხაპიაშვილი უეჭველად უთვალთვალებდა, ათიოდე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ შენობისაჯენ შებრუნდა, მუშტი მოუღერა და ზიზღით გადააპურჭყა.

ვანდას ბინაში მას მიხა ხაპიშვილი და ოჯახის დიასახლისი დახვდა.

- არ მეგონა, თუ ასე ადვილად ჩავარდებოდი უსაყვედურა მიხამ

- კოკა მუდამ ვერ მოიტანს წყალს უგულოდ უთხრა ხუტამ

- როგორ დააღწიე თავი?

- ვერაფერი მიპოვეს, საფულე გზაში შეუმჩნევლად გადავაგდე

- დიდხანს კი გაგაჩერეს.

- თითქოს არ იცნობდე მათ, როდესაც ხელში ჩაუვარდები, ცერემონიებს არ დაგიწყებენ.

ხუტა წამოდგა, პიჯაკი გაიძრო და ტახტზე მიაგდო ახლაღა შეამჩნია რომ პერანგის სახელოზე ღილი ასწყვეტოდა გაიხადა და ვანდას სთხოვა მიეკერე ბინა, მარცხენა მკლავზე შავად გაიელვა „შავმა ვარდმა“.

ხუტამ ღილმიკერებული პერანგი სასწრაფოდ გადაიცვა, რათა „დამღა“ მალე დაემალა.

ვანდამ მიხას თვალი ჩაუკრა და მერე სუფრის გაშლა დაიწყო.

სადილმა უხმოდ ჩაიარა ხუტა ცოტას სვამდა უგუნებობა ემჩნეოდა, დამხვდურის აზრით ეს უგუნებობა განცდილი მარცხით იყო გამოწვეული, სადილის შემდეგ ვანდა საბანაოდ წავიდა.

- ხვალ ბათუმში მივდივარ, კოკი უცებ დაიწყო მიხამ

- სადაც გინდა წადი, რა მენაღვლება!

- დეიდა ვერონიკას უნდა შევხვდე. შენ არ წამოხვალ?

- ბათუმში რა დამრჩენია?

- დეიდა ვერონიკას ნახვა არ გინდა?

- რაში მჭირდება, გადაყრუებული ბებრუცუნა...

- მაგას ნუ იტყვი, ისეთია, გაახალგაზრდავებული გეგონება შენი ნახვა გაუხარ დება.

- საიდან იცი, რომ დეიდა ვერონიკას ვიცნობ?

- ნუ თვალთმაქცობ, ეგ „შავი ვარდი“ დეიდა ვერონიკას ნახელავია დავინახე თუ არა, იმ წუთშივე ვიცანი.

- დაინახე? უღიმღამოდ იკითხა და ხელი ჩაიქნია დიდი ხნის ამბავია, გერმან ბაზილის დროინდელი.

- იცნობდი გერმან ბაზილს?

- თუ მის ნიშანს ვატარებ, მაშასადამე ვიცნობდი კიდეც...

ჩვენში ძია ფიდოს ეძახდნენ პაპაჩემთან მთებში ხშირად ამოდიოდა მამაჩემთან და ბიძასთან ერთად ბევრი სარფიანი საქმე გაუკეთებია ეჰ, მაშინ იყო დრო. ახლა რა ვართ? სულ რამდენიმე კაციღა ვბოგინობთ კიდევ კარგი, დეიდა ვერონიკა შემოგვრჩა. დანიელ ბოშას თუ იცნობ?

- იმას ხომ დახვრეტა ჰქონდა მისჯილი

- თხუთმეტი წლის პატიმრობით შეუცვალეს შემდეგ გამოიქცა.

- სად მუშაობს?

- სადღაც აქეთ, მგონი ბათუმთან, ისეთი სახეძაღლია, მეც არ მეუბნება მარტო დეიდა ვერონიკამ იცის

- რა გვარს ატარებს?

- იქ შევხვდებით და თვითონ გეტყვის

- ცოტანი ყოფილხართ გერმან ბაზილის დროს მაგარი ჯგუფი იყო და საქმეც კეთდებოდა მას შემდეგ კი, რაც გაბაწრეს, ყველაფერი უკუღმა წავიდა,სხვებიც ბევრი მიგვაყოლეს, მე ვერ დამიმტკიცეს მასთან კავშირი: ვადიმმა არ გამთქვა, თორემ ექვსი წლის პატიმრობით არ გადავრჩებოდი.

კარგა ხანს უსმენდა მიხა ხუტას წუწუნს, მერე ჰკითხა:

- რატომ არ გინდა დეიდა ვერონიკასთან წამოსვლა?

- ჩვენ აქაც დიდ საქმეებს ვაკეთებთ.

     არ გიცნობ და არ ვიცი, რა მარიფათის კაცი ხარ, დეიდა ვერონიკა არაყზე იყო გადაყოლილი და ახლა აღარაფრის მაქნისის იქნება დანიელი დოყლაპიაა და დამოუკიდებლად არაფრის შნო არ აქვს ვისთან წავიდე?

- მე არ მიცნობ, მაგრამ მალე გამიცნობ და ნახავ რისი გამკეთებელიც ვარ, დაიქადნა მიხამ...

- საქმის გამკეთებელი სპეკულაციაზე არ დაბანდდება

- შენც ხომ ჯიბგირობ?

- ხანდახან თითების გასავარჯიშებლად

- მეც გამიკეთებია დიდი საქმეები

- მაინც ვერ მოგენდობი

- რატომ იწყინა მიხამ

- სასმელს ეტანები

- შენც არ უარობ სასმელს

- მე შამპანურს უფრო ვეწყობი, არაყსა და კონიაკს იაშვიათად ადამიანის ორგანიზმზე ღვინო ისე არ მოქმედებს, როგორც არაყი და კონიაკი გარდა ამისა, ახალი გათავისუფლებული ვარ პატიმრობიდან და მინდა მაგარი ჯგუფი შევკრა, გერმან ბაზილისებური.

- დეიდა ვერონიკაც ამაზე ოცნებობს

- კიდევ დეიდა ვერონიკა მომაშორეთ თავიდან ის გახრწნილი!

- ის დედაბერი ჩვენი ხელმძღვანელია

- ვისი, შენი და იმ დოყლაპია ბოშასი?

- რატომ, კიდევ გვყავს ხალხი

- დეიდა ვერონიკა უეჭველად კმაყოფილი იქნება შენი მუშობით

- ეხლა ის ძალიან გაჯავრებულია ჩემზე ერთი გომბიო გამისხლტა ხელიდან და ეს ვერ მოუნელებია წამოდი გაუხარდება, იქნებ გულს ცოტა გადაეყაროს

- განა რა გახდა ეგ ვიღაც გომბიო?

- მიხა ადგა, კარადასთან მივიდა კონიაკი გამოიღო და დაისხა

- შენც ხომ არ დალევ? შეეკითხა ხუტას

- მხოლოდ ერთ ჭიქას.

     მიხამ მეორე ჭიქასაც გადაჰკრა და ტუჩები ენით მოილოკა

     ამ ერთი თვის წინათ სოფელში ავედი, პატარა საქმე მქონდა ერთი ცალთვა ლა ბიძის მეტი იქ არავინ მყავს, იქიდან მალე დავბრუნდი მცხეთის სადგურზე მატარებლის მოლოდინში ბუფეტში კარგად გამოვიბრუჟე ვაგონში, რომ ავედი, ჩემს ადგილს ვერ მივაგენი და შეცდომით თავი სხვა კუპეში ამოვყავი ვხედავ 

ქვემოთ საწოლზე ვიღაც გოგო გაშოტილა და სძინავს ზეზე წამოვაგდე, მაგრამ მგზავრებმა ერთი აყალმაყალი ამიტეხეს და გარეთ მიპინტრიშეს მეორე დილით წინაღამინდელი ამბავი გამახსენდა დავინტერესდი, ვისი გულისა თვის გამომაპანღურეს, ძლივს მივაგენი, ბოდიში მოვიხადე, იქვე ჩამოვჯექი და საუბარი გავუბი. მარტო იყო თან არავინ ახლდა ეშერაში დასასვენებლად მიდიოდა, სოხუმში რომ, ჩამოვედით, შევპირდი, რომ ეშერაში ავტობუსით გავამგზავრებდი გაუხარდა, თურმე პირველად იყო სოხუმში.

სადგურში დეიდა ვერონიკა დამხვდა როგორც კი შეხედა ქალს ატირდა და გადაეხვია გოგო მოულოდნელობისაგან გაშტერდა.

- ვინ ბრძანდებით?

- ეჰ შვილო, ნუთუ ისე გამოვიცვალე, რომ ვეღარ მცნობ? შენ მაშინ პატარა იყავი და შეიძლება არც გახსოვდე, შენ ხომ ჩემი საყვარელი კირა ზაბორას ქალი შვილი ხარ?

- დიახ, ასე ერქვა დედაჩემს

მამაშენი ფრონტზე დაიღუპა სამშობლოსათვის დასდო თავი

- თქვენ საიდან იცით?

- როგორ თუ საიდან არ გახსოვს, როგორ წაგიუვანე ბუინაკსში მერისთან?

- დიახ ახლა მაგონდება, თქვენ ბებია ვერა ბრძანდებით?

- მადლობა ღმერთს, არ დაგვიწყებივარ, საყვარელო აქ როგორ მოხვდი?

- ეშერის სანატორიუმში წამოვედი დასასვენებლად

- ჩემო თვალისჩინო, რამხელა გაზრდილხარ, დაქალებულხარ მაშინ პატარა გოგონა იყავი ხომ არ გათხოვდი?

- რა მეჩქარება გათხოვება, ჯერ უნდა ვისწავლო

- ჩემო სვეტლანა, სვეტა, საყვარელო წავიდეთ ჩემსას დაგასვენებ, გასადილებ და შემდეგ კი მე თვითონ მიგიყვან სანატორიუმში.

გოგო დაფიქრდა, ერთხანს ყოყმანობდა, მერე მოხუცის განაწყენებაც მოერიდა და წაჰყვა.

როცა ტაქსში სხდებოდნენ, ვერონიკამ დამიბარა

- შენ ნაშუადღევს გამოიარე მანქანით სანატორიუმში სვეტა უნდა წავიყვანოთ.

ნაშუადღევს დეიდა ვერონიკას ნაჩუქარი მაქანით მივედი ჩასხდნენ და წავედით.

- ეშერისაკენ, მითხრა ვერონიკამ, მხოლოდ ნელა იარე, სვტლანა თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მოიცა გააჩერე მანქანა, მიბრძანა მან.

მე გავჩერდი უკვე ქალაქგარეთ ვიყავით გასულები.

- ბებია, თავი მიბრუის, გულის მერევა, შესჩივლა გოგონამ

- ახლავე ჩემო სანატრელო, ახლავე, გენაცვალე ვერონიკამ შაქრის ნატეხი ამოიღო, რაღაც დააწვეთა და გაუწოდა, გამომართვი შვილო, მოწუწნე მოგიხდება.

- გოგომ პირში ჩაიდო შაქარი და ცოტა ხნის შემდეგ მიეძინა

- ვერონიკამ ბოროტად მოიღუშა.

- ჩავარდი თუ არა ჩემს ხელში, შე ძაღლის ნაშიერო?

- ღვარძლიანად ჩაიხითხითა და მერე მე მომიბრუნდა, იცი ეს გომბიო ვინ არის? მაგისი დედა ჩვენი ბანდის აქტრიური წევრი იყო ვადიმს ხასად ჰყავდა მახაჩკალაში, მის ბინაში გვქონდა თავშესაფარი, მაგრამ ჩავარდა მაშინ დააპატიმრეს დანიელ ბოშაც იმჟამად მე ბუინაკსში ვიყავი ამ გომბიოს დედა კირა ზაბორა, აზა სუბარი გვარით ბოშათა ანსამბლში ცეკვავდა ვადიმ ურალოვმა სცენაზე მოჰკლა, რადგან ძვლები მაგარი არ ჰქონია და თუ დააპატიმრებდნენ, ყველაფერს დაამღერებდა ეს გოგო მაშინ ვადიმის დავალებით მე ავიყვანე, მაგრამ მერიმ, იმ საზიზღარმა, ცხვირწინ ააცალა ვადიმს და სადღაც მიიმალა მერი!... აი ქალი ის იყო, მაგრამ ის გაოხრებულ ვაჟკაცებს არ უდებდა ტოლს მან მე ბევრი შეურაცყოფა მომაყენა, ვიცი ეს გოგო მისთვის მეტად ძვირფასია, ამის დაკარგვით გულს მოვუკლავ და თავბედს ვაწყევლინებ.

- ამ გოგოს მოკვლას აპირებ? ვკითხე გაკვირვებულმა

- რატომ მოვკლავ თავის დედასავით გავათახსირებ, განა ეს ცოტაა?

- იმ ღამეს ნოვოროსკში მივედით, განაპირა უბანში ვერონიკას თავისიანი ჰყავს სვეტლანა მასთან მივიყვანეთ

     იქ ერთ კვირას გავჩერდით ვერონიკამ სვეტლანას მარცხენა მკლავზე „შავი ვარდი“ ამოუჩხვლიტა ქალი მიხვდა ვის ხელშიც ჩავარდა და გაქცევა დააპირა ვერ გაგვისხლტა ვერონიკა აშიშვლებდა, შიშველ ტანზე წკეპლით სცემდა, დამშეულს მარიალიან საჭმელს აძლევდა და წყალს არ აკარებდა ვერ იქნდა და ვერ მოარჯულა.

     ერთ დღეს გოგომ გაპარვა მაინც მოახერხა ვიცოდით უფულოდ შორს ვერ წავიდოდა, ქალაქში დავიწყეთ ძებნა ვერონიკამ ნავსადგურში მიაგნო იქ რას უზამდა? უთვალთვალა და ნახა როგორ ავიდა სვეტლანა ჩამომდგარ თბოლმავალზე სასწრაფოდ მომნახა და მითხრა შეუმჩნევლად გავყოლოდი, გემზე მომეკლა და ზღვაში გადამეგდო ჩუმად გავყვი და აი ღამით, მარტოდმარტო გემბანის მოაჯირზე დაყრდნობი გოგოს მივეპარე, ვტაცე ხელი 

და წყალში გადავუშვი ვიღაც დამთხვეული ბიჭი გადაჰყვა გემი გააჩერეს და ნახევრად გაგუდული ქალი ამოათრიეს...

დეიდა ვერონიკა სოხუმში ნავსდგურში დამხვდა დარწმუნებული იყო, რომ სვეტლანასმ გვამს უკვე თევზები ძიძგნიდნენ, როდესაც შეიტყო ქალიშვილის გადარჩენა, ელდა ეცა ისე გამომლანძღა, რიონიც ვერ გამრეცხდა ერთხანს იმედი გვქონდა, რომ ქალს სოხუმში ჩაიყვანდნენ და გატაცებას მაინც მოვახერხებდით მაგრამ სოხუმში არ ჩამოუსვიათ

დეიდა ვერონიკამ გვირჩია ბათუმში წავსულიყავით, რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთში ყველაფერი დაბეჭდეს იქიდან გავიგეთ, რომ ქალი ფოთის საავადმყოფოში მოეთავსებინათ მე მაშინვე ფოთისაკენ გავეშურე იქ გავიგე, რომ სვეტლანა საავადმყოფოდან სადღაც გამქრალიყო.

ხუტა გაწერელია გულდასმით უსმენდა ხაპიაშვილს, როგორც იქნდა გაიგო, რა დაემართა სვეტლანას მაშასადამე სვეტლანა ცოცხალია, ახლა საჭიროა მისი მოძებნა, შემდეგ კი ამ უბადრუკი შავვარდოსნების წამოკრეფა.

- თუ დაიკარგა, დაიკარგოს რაღას დაეძებთ?

- ახლა იგი ჩვენთვის საშიშია

- სად არის ახლა დეიდა ვერონიკა?

- ბათუმშია მე მელოდება კარგს იზამ თუ შენც წამოხვალ სხვაც არ იყოს, სვეტ ლანას ძებნაში მოგვეხმარები წამოხვალ?

ხუტას გულით უნდოდა გაჰყოლოდა მიხას, მაგრამ როგორც ეტყობოდა, იმ დედაბერს დიდებული მეხსიერება ჰქონდა. ბესლან ავიძბას აუცილებლად კვლავ უნდა მოთათბირებოდა.

- მერე, და ვანდა გამომიშვებს აქედან?

- ერთი შენც,ამ ქვეყნის ნათრევ კახპას აჰყოლილხარ,რა ნახე ამ დამპალში,რომ ეგრე დაგაბა?

- კარგი მოვიფიქრებ და ხვალ დილით გეტყი პასუხს.

სამუშოდან დაბრუნებული ვანდა შემოვიდა და გაოცდა, რომ ისინი კვლავ ოთახსი დახვდნენ.

- არ გეყოთ ამდენი ლაქლაქი? მოდით ივახშმეთ ერთი ბოთლი კონიაკი კიდევ მოვიტანე.

- არაფერი არ მინდა, ისე ამტკივდა თავი, თუ ჰაერზე არ გავიარე, გავგიჟდები, მოიმიზეზა ხუტამ და ოთახიდან ისე გავიდა ვანდას ხვეწნისათვის ყური არ უგდია.

მეორე დილით, როცა ხუტა ვანდას ბინაში მივიდა, დიასახლისი უკვე წასული დახვდა. მიხას გაეღვიძა და ამოფსონის მოლოდინში უგულოდ იყურებოდა ფანჯრიდან.

- რატომ წახვედი წუხელ?

- რა საჭიროა ერთ ქალთან ორი კაცი.

- სისულელე გააკეთე ვანდა ისე გაბრზდა ახლოსაც არ მიმიკარა

- პირიქით ვფიქრობდი ხელს შევუშლი მეთქი

- რა ქენი გადაწყვიტე წამოსვლა?

- არა შენ წადი, მე ორიოდე დღის შემდეგ ჩამოვალ ბათუმში, მხოლოდ შევთანხმდეთ სად უნდა შევხვდეთ.

მოილაპარაკეს მიხა ხაპიაშვილი ბათუმში გაემგზავრა ხუტამ წინა ღამით ინახულა ბესლან ავიძბა, რომელმაც ურჩია, რომ ბათუმში ისე ჩასულიყო, ვერონიკას თვალში არ მოხვედროდა იქ მის ბინას იპოვიდა და განუწყვეტლივ უთვალთვალებდა დაუკავშირდებოდა მილიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო გამყოფილებას და სვეტლანას ძებნას დაიწყებდა, საჭირო იყო მიხასათვის დაესწრო თორემ საქმე ისევ გაჭიანურდებოდა,

ხუტამ ვრცელი მოხსენებითი ბარათი შეადგინა პოლკივბიკ ზურაბ ლომაურის სახელზე და ბესლან ავიძბას გადასცა, რათა ბარათი თბილისში სასწრაფოდ გაეგზავნა.