EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« შავი ვარდი VIII თ ა ვ ი »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: ciracira329

თარიღი: 2020-10-06 15:52:38

შავი ვარდი VIII თ ა ვ ი

თ ა ვ ი VIII

შავი-ვარდი

ბინა რომელსაც ვერონიკა ახსენებდა, ძველისძველი ოროთახიანი შენობა იყო ზღვის პირას, მივარდნილ ადგილზე ერთხანს იქ მეთევზეები ბინადრობდნენ, შემდეგ სხვაგან გადაინაცვლეს და სახლი დაცარიელდა. მისი ამშენებელი ჭაღარით მოსილი, კერძო მრეწველი იყო. ბერიკაცის გარდაცვალების შემდეგ ქობულეთში მცხოვრებმა მისმა შვილებმა უყურადღებოდ მიატოვეს, დეიდა ვერონიკამ ეს სახლი შეათვალიერა და ჩალის ფასად შეიძინა. სახლს მტკიცე, დადუღაბებული სარდაფი ჰქონდა. ეს სარდაფი ოსტატურად იყო შენიღბული. მისი ძველი მეპატრონე ხალხის თვალის ასახვევად თევზის მრეწველობას მისდევდა, თორემ კონტრაბანდისტებთან იყო დაკავშირებული და საიდუმლ

ოდ შეტანილ საქონეს ამ სარდაფში მალავდა.

როდესაც ვერონიკამ „აგარაკი“ შეიძინა, იქაურობა კარგად მოჩხრიკა და სარდაფსაც მიაგნო. შიგ ძველი ყავარჯენი იპოვა, რომელიც ხელკეტს უფრო ჰგავდა. ცხოვრებაში ნათრევი ალქაჯი მიხვდა, რომ ეს არ იყო მოხუცებულის ჩვეულებრივი საყრდენი და დიდი წვალებით მოახერხა დაბურღული სახელურის მოხსნა, ღრუში თუნუქის მილი იყო ჩადგმული. ყავარჯენი როგორც კი გადმოაბრუნა იქიდან გასაღები გადმოვარდა. დედაბერი მიხვდა, რომ ეს გასაღები დოლაბისა იქნებოდა. გადაანგრია ოთახები, სარდაფი, სხვენი, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. ბოლოს თავი მიანება უსარგებლო ძებნას და ყოველი შემთხვევისათვის იქვე, ეზოში უპატრონოდ მიგდებული ჭის ამოწმენდა განიზრახა.

მიხა იძულებული შეიქმნა დათანხმებოდა და შიგ ჩაძვრა. მისი ყურადღება დადუღაბებულმა კედლებმა მიიქცია, როდესაც კარგად გაწმინდა და ამოვიდა, თავისი გაოცება ვერონიკას გაუზიარა. დედაბერი რის ვაი-ვაგლახით ჩავიდა ჭაში და ბევრი წვალების შემდეგ შენიღბულ დოლაბს მიაგნო. ამოიღო ყავარ ჯენში ნაპოვნი გასაღები და გააღო პატარა დოლაბი ჩვრებით იყო გამოტენილი.

როდესაც ბინდი ჩამოწვა, მიხამ იქიდან ყველაფერი ამოზიდა. აღმოჩნდა: ჩვრებში შეხვეული უცნაური ორი დამბაჩა, ვაზნები, ორი ფინური დანა, მოზრდილი დავთარი და კოჭობი, ვერონიკა წამსვე ეცა კოჭობს, ჩაყო ხელი და შავი ხავერდის პატარა პარკი ამოიღო. შემდეგ კოჭობი მაგიდაზე გადმოაპირქვავა და ჰოი საკვირველებავ! მაგიდა ძველი ოქროს თუმნიანებით და ხუთმანეთიანებით გაივსო.

პირველად ვერონიკა მოვიდა გონზე, მან სასწრაფოდ მოიხსნა წამოსასხამი და მაგიდას გადააფარა:

შემდეგ ოქროები ისევ უკან ჩაყარა კოჭობში და ხავერდის პარკი გახსნა. პარკი სავსე იყო თვლებითა და ბრილიანებით.

განძი ისევ ჭაში დამალეს და გადაწყვიტეს, დანიელ ბოშასთვისაც არ ეთქვათ.

ამავე სახლში ჰყავდა დამალული ვერონიკას სვეტლანა, დანიელ ბოშას ფხიზლად ეჭირა თვალი, როგორც კი შეამჩნევდა შემთხვევით გამვლელს, სვეტლანა მაშინვე სარდაფში ჩაჰყავდა და თვითონაც იმალებოდა. როდესაც ბოშა რამე საქმეზე მიდიოდა, საბრალო ქალიშვილის მაშინაც სარდაფში უკრავდა თავს.

საცოდავ გოგოს უკუნეთ წყვდიადში ათასი რამ ელანდებოდა. ცრემლად იღვრებოდა, შემზარავად ტიროდა, მაგრამ სადრაფის კედლები მისი პატრონივით ყრუ იყო. როდესაც ზემოთ ამოჰყავდათ, კიდევ კაი ხანს ვერ მოდიოდა გონზე. ძაგძაგებდა, კუთხეში იკრუნჩხებოდა და თვალები ელეთმელეთს გაურბოდა.

ქალი უკვე შეშლილობის ზღვარზე იყო მისული, როდესაც ვერონია სოჭიდან, თავისი მორიგი „რეისიდან“, დაბრუნდა და გოგო ინახულა. ძლიერ შეშფოთდა : სვეტლანას ვადიმ ურალოვისათვის ინახადა და თუ გოგო გაგიჟდა, რაღა ეშმაკად უნდა ვადიმს? ვერონიკამ რამდენიმე საჩუქარი უძღვნა სვეტლანას, რათა მისი გული მოეგო, ქალი ჩონჩხად იყო ქცეული.