EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« შავი ვარდი თ ა ვ ი XIV »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: ciracira329

თარიღი: 2020-10-06 15:56:54

შავი ვარდი თ ა ვ ი XIV

თ ა ვ ი XIV

შავი-ვარდი

     მიხამ ვერონიკა თავის პაპის, ყაზარ წყალობიჩის ბინაში მიიყვანა, ყაზარ წყალობიჩს არ ესიამოვნა უცხო დედაკაცის შემოსახლება.

- ნუ გეფიქრება, პაპაჩემო, ეს ქალი ოქროთია გატენილი. ბრილიანტებიც ბევრი აქვს. ტანზე რომ კაბა აცვია, იმ კაბის ნაოჭებში სულ ბრილიანტები აქვს გამოკე რებული.

- კარგი ერთი დაღლარავ, ბრილიანტი არა, ტოროლა! შენი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოვიცვალე.

- ბრილიანტებიც აქვს და ნიკოლოზის ოქროებიც.

- პაჟალუსტა ნუ დაახეთქე. ცხვირი არ დააცემინო, კაცს მართალი ეგონება.

- მაშ არ გჯერა? - მიხამ რამდენიმე ოქრო ამოითო და ყაზარ წყალობიჩს წინ დაუყარა, ეს ოქროები მას ვერონიკამ მისცა გადასახურდავებლად.

- ახლა რაღას მეტყვი?

ყაზარ წყალობიჩს ოქროების დანახვაზე თვალები აცაბაცა გარქვა: ხელი სტაცა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, კბილზედა მოსინჯა, მაგიდაზე დაახეთქა დაწკრიალი დააწყებინა.

- ვაჰ კაცო ეს ხომ ნიკალაის იმპერიალებია, საიდან გაჩნდა, როგორ? რამდენი ხანია თვალით აღარ მინახავს, მაშ შენ იძაცი, რომ ამისთანა ზახრუმალები ბევრი აქვს? სთქვი რაღა, სული ნუ დამალევინე.

- ხომ გითხარი, ოხრად აქვს მეთქი.

ყაზარ წყალობიჩს უნდოდა კაპლოს ამბავი ეკითხა მისთვის, მაგრამ ოქროების დანახვაზე შვილიც დაავიწყდა და თავისი თავიც.

- მანამ აქ ვიქნებით, დღეში ერთ ოქროს მოვაცემინებ. ჰა, რას იტყვი, ყაბულას ხარ?

- ყაბულს რომელია, კაცო, ამითანა რამის ხელიდან გაშვება შეიძლება?!

ყაზარ წყალობიჩი იმაცე წუთს აივანზე ჰაიჭრა, სადაც ვერონიკა იჯდა და მათ ელოდა, თვალებში შესციცინა და თავისი დამტვრეული რუსულით დიდი ამბით მოიკითხა.

- ქალო კეკე, შვილო ამალია, - გასძახა ყაზარმა ცოლსა და ქალს, - სად მამაჩემ თან დაიკარგენით, თქვენი ქოქი ამოვარდა?

- ახლავე, ქა, რა მოგელანდა? - ოთახიდან დედაბერი გამოცუნცულდა.

- ეს ჩემი ცოლია, იცნნობდეთ, რუსული არიცის, მაგრამ ზატო ჩიხირთმასა და ტოლმას ისე აკეთებს, რომ პერვოკლასნი პოვარი შემირცხვენია.

- დრასრი პაჟალუსტა, - კეკემ ხელი გაუწოდა სტუმარს.

- კეკე, აბა ჩქარა, განაპირა პატარა ოთახი მოამზადე, მარგოს ოთახი რომ იყო, ისა. ახალი ლოგინი გაშალე. ყველაფერი სუგთად იყოს იცოდე, ქათამი დაიჭირე, რომ დავკლა. ერთი კარგი ჩვენებური ჩიხირთმა გააკეთე. ამალია გაგზავნე კოლხოზნი ბაზარში, სატოლმე ხორცი მოიტანოს, ჩვენებური ტოლმაც გააკეთე კომბოსტოს ფოთოლში გახვეული. მაგას ბორშიც და კატლეტიც მობეზრებული ექნებამ ერთი ჩვენიც ნახოს, როგორი საჭმელების ჰაკეთება ვიცით, ჰა, ჩქარა, ქენი, ნუ იზლაზნები საქულას სახედარივით.

ვერონიკა ასაუზმეს და ლოგინში მოასვენეს.

ყაზარ წყალობიჩმა თავისი შვილიშვილი ეზოში ჩაიყვანა და განმარტოებულ მერხზე დასვა. თვითონაც გვერდით მოუჯდა.

- კაპლო რა იქნა, ის ყურუმსაღი? რატომ არ ჩამოვიდა თქვენთან?

- იმას ჯერ არ სცალია, პაპა, ერთი სარფიანი საქმე გაუჩნდა, ორ კვირას დარჩება, კაი ფულს გააკეთებს.

- მერე იმ ბედოვლათმა ერთი წერილი მაინც ვეღარ გამოგატანა?

- უნდოდა გამოტანება, მაგრამ მითრა; რაღა მივწერპ, წერილი არ ხარო? ფიქრო მი ჰაქვს პაპა, კაპლოს არაფერი დაუშავდენა.

- არა, რა ფიქრი უნდა მქონდეს, პატარა ხომ არ არის, რომ ნიანკები დასჭირდეს. თავისი ჭკუა თავში აქვს. რომელი ნეჟნი-მაროჟნია, რომ გაცივდეს და ავად გახდეს, მარიფათიანია, ფულს გააკეთებს და მოვა, აბა რას იზამს!

- შენ ეს მითხარი, შვილო, - ყაზარმა აქეთ-იქით მიმოიხედა და ჩურჩულით უთხრა, - მაგ შენს ვერონიკას იმპეროალენო ბევრი აქვს?

- იმპერიალები რა არის პაპა?

- ეე, შკოლაში უჩიტელენბი რას გასწავლიდნენ, რომ იმოერიალიც არ იცი. წეღან არ გითხარი? იმპერიალი, შვილო ნიკალაის ოქროს თუმნიანებს ერქვა, სუთმანეთიანებს კი პოუპრიალი. ვაჰ, რა იცინი, შე ყალთაბანდო, გასაცინი რა ვთქვი?

- არაფერი, ისე გამეცინა. იცი, რას ვფიქრობ? როგორმე უნდა დავისაკუთროთ.

- ვაჰ, ყურყმსაღო, ჩემს გულში იჯექი? საღოლ მიხაჯან სიყრმის მეზემ, მარიფა თიანი ბიჭი ხარ, შენთვის შნო და ლაზათი მოუცია ღმერთს.

- მაგრამ როგორ მოვახერხოთ?

- მაგაზე ადბილი რა არის! ღამით წავახრჩოთ, ძილის დროს, როცა ეძინება რაღა მერე დავკუწოთ და ნაჭერ-ნაჭერ

მეშოკებით წავიღოთ. ჩემთვის, შვილო, ასეთი საქმე პირველი არ არის.

- არა, პაპა, ასე არ ივარგებს აქ მაგის მოკვლა არ შეიძლება მთებში წავიყანთ, იქ უდაბური ადგილები ბევრია, სადმე მივასაკლავებ და მიწაში ჩავფლავ, რომ კაცმა ვერ მონახოს მორჩა და გათავადა.

- არა, შვილომ მეც იქ უნდა ვიყო

- რა არ მენდობი?

- არ გენდობი რომელია, ყურუმსაღო, ერთიც ვნახოთ და გაგიძალიანდა, მომხ მარე არ უნდა გყავდეს?

- რა მენაღვლება, წამოდი.

- ეს როდის მოვახერხოთ? ბარემ ამაღამვე.

- არა, ამაღამ არ ივარგებს წავალ, ლევანა მოვინახულებ ის უეჭველად საჭირო იქნება ჩვენთვის, ნავალი კაცია, მიყრუებული ადგილები ჩემზე უკეთ იცის,

- კარგი, შვილო, მაგრამ ეს ვერონიკა წამოგვყვება მთეში?

- მაგან აქაური ასავალ-დასავალი არ იცის, პირველად არის აქ ვეტყვი, მივდივართ მეთქი, ჩვენ კი მთებისკენ წავიყვანთ. ფიქრი ნუ გაქვს, ვერაფერს გაიგებს.

- დაშხოშ, ყაბულ! შემ გემაცვალოს პაპაშენო, ყაზარ წყალობიჩი. მე, შვილო, ორი პარასკევიღა დამრჩენია, თქვენთვის არ მინდა, თუ მაქვს რამე? საფლავში თან ხომ არ ჩამატანთ? ვიდრე ცოცხალი ვარ, იმ ოქროების და ვილიანტების ყურებით განაძღეთ, მეტი არაფერი მინდა, მარტო ამა გთხოვთ, როცა მოვკვდები, გამაპატიოსნეთ, დუდუკით დამმარხეთ, ითიმ გურჯის პესნებით, კარგი ქელეხი გამიმართეთ და ზედაც ქვა დამადეთ. სულ ეს არის, ამის პრავა მაქვს თუ არა?

მიხამ ვერონიკა გააფრთხილა, ვითომ დასაზვერად მიდიოდა და გულიც დაუმშვიდა, რომ მისი პაპის სახლში მას საშიშროება არ მოელოდა.

- შვილო, ქარუმჯ, არ დაიგვიანო, ხომ იცი, ჩემთვის მატოობა ძნელია.

- არა, დეიდა, ზეგ აქ ვიქნები, გულში შიში არ გაიტაროთ პაპაჩემს ვეტყვი, რომ არაყი არ მოგაკლოთ.

მიხა იმავე საღამოს გაემგზაცრა ცალთვალა ლევანასთან მთებში.

ვერონიკამ მშფოთვარე ღამე გაატარა. მას ეხმუშებოდა უცხო, უცნობ ბინაში ძილი. ერთში კი იყო დარწმუნებული, რომ ყაზარ წყალობიჩი მას არ გასცემდა.

      მეორე დღეს ახაკუ ნასაუზმევი ვერონიკა აივანზე იჯდა და ყაზარს ემუსაიფებოდა,

ჭიშკარი გაიღო და ეზოში ვიღაც მოხუცმა შემოაბიჯა,.

ყაზარი გაკვირვებული წამოდგა და მიეგება.

- ვინ გნებავთ?

ვერონიკამ შეხედა და ის თეთრწვერა ბერიკაცი იცნო, რომელიც ზუგდიდიდან მასთან ერთ კუპეში მგზავრობდა,

- მე ვერონიკა ნილოლაევნა ხრაპის ნახვა მინდა, - უთხრა ყაზარს სტუმარმა.

ვერონიკამ თავისი სახელის გაგონებაზე ყურები სცქვიტა.

ბერიკაცი აივანს მიუახლოვდა და ვერონიკას გაუღიმა.

- ვერონიკა, ნუთუ ისე გამოვცვალე, რომ ვეღარ მცნობ?

მე ხომ იური ტერენტის ძე ბობრინცევი ვარ.

- იურკა, იუროჩკა, ცოცხალი ხარ? რა უნდა გიცნო? ჩვენ ხომ ერთმანეთს დავშორდით,ახალგაზრდა ყმაწვილი ვიყავი, ახლა კ...

- ვერონიკა, დროს თავისი მიაქვს. რას იზამ, ასეთია ვხოვრება.

ვერონიკა საჩქაროდ წამოხტა, ეზოში ჩავიდა და მოსულს მიეგება.

ყაზარა შეჰყურებდა მათ. თვალებს ახამხამებდა და ვერაფერი გაეგო, საიდან მოევლინა მას ეს უცნობი ბერიკაცი.

- ვერონიკა ხომ საიდუმლოდ ჩამოვიდა? მაშ ვის უნდა სცოდნოდა მისი აქ ყოფნა?

მას განსაკუთრებით ის აკვირვებდა, რომ ქალმა პირველად ვერ იცნო მამკაცი, შმდეგ კი, როდესაც გაიგო მისი ვინაობა, გაიბადრა.

- მოდი, მოდი გენაცვალე, მიამბე, საიდან გაჩნდი აქ, როგორ მომაგენი?

- ვერონიკა, ნუთუ კიდევ გახსოვარ?

- შენი დავიწყება განა შემეძლო? სიზმარშიც კი გნახულობდი. მართალია, ორმოც წელზე მეტმა განვლო მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დავცილდით, ორივენი დავბერდით, მაგრამ შენში იმდენი რამ დარჩენილა ძველი, რომ მაინც გიცანი.

- რატომ მატარებელში არ გამომეცნაურე?

- იქ არც ადგილი იყო სასმისო დაარც დრო, მაგრამ შენ რომ ვერ მიცანი, ეს კი გასაკვირია! შენ ხომ ფენომენალური მეხსიერება გახასიათებდა მუდამ, ნუთუ ჩენში აღარაფერი დარჩა ძველი?

- მეხსიერებას არც ახლა დავემდურები, მაგრამ რას წარმოვიდგფენდი, თუ შენ იქნებოდი. მაშინ ლამაზი, ახოვანი ვაჟკაცი იყავი. ახლა კი...

ყაზარ წყალობიჩი ეზოში იდგა და გაკვირვებული შეჰყურებდა.

ვერონიკამ თვალი მოჰკრა სახლის პატრონის გაშტერებულ მზერას და უთხრა:

- მობრძანდით, ყაზარ წყალობიჩ, ეს კაცი ჩემი ქმარია. ორმოც წელზე მეტია, არ მონახავს.

- ნამდვილი ქმარი? ჯვარდაწერილი?

- რა თქმა უნდა, ნამდვილი, ჯვარდაწერილი.

- მაშ როგორ მოხდა, რომ ორმოც წელზე მეტიამ რაც ერთმანეთი არ გინახავთ?

- მოხდა, ცხოვრების უკუღმართობის ბრალია ყველაფერი:

- ჰო რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე, - ჩაიბურტყუნა ყაზარნა და გაბრუნდა, მან გადაწყვიტა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიეცა ბინა თავის სახლში ამ ბერიკაცისათვის და თავისი გეგმა მაინც მოეყვანა სისრულეში.

ვერონიკამ ამჯერად სიმართლე თქვა, იური ტერენტის ძე ბობრინცევი ნამდვილად მისი ქმარი იყო.

ოდესღაც ბრყინვალე გრაფი, მეფის მსროლელთა შტაბის კაპიტანი და ბოლოს დენიკინის ახოვანი პოლკოვნილი ახლა მეტად დაჩიავებული ეჩვენა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი მექარხნისა და მილიონერის ქალიშვილს - ვერონიკა ხრაპს.

- დამაცა, ვიცი, გაინტერესევს ჩემი ცხოვრება და მოკლედ მოგიყვები, როდესაც შენ დაგშორდი, ჯერ ორიოლს მივაშურე, შემდეგ კი ბოშატა ბანაკს მივეკედლე ოცნებად მქონდა გადაქცეული, როგორმე გამეღწია საზღვარგარეთ, რატომღაც დარწმუნებილი ვიყავი, რომ საბჭოთა მტრებს კაპიტალისტები ზეიმით ეგებებოდნენ. ერთხელ, როდესაც ჩვენი ბანაკი ტირასოიკუს ნუდანიებში გაჩერდა, მე შევძელი შეუმჩნევლად ნავით გადასვლა მდინარე დნესტრზე და ბენდერს ვეწვიე, იქიდან იუგოსლავიაში წავედი, შემდეგ კი უნგრეთში გავლით, ავსტიის ქალაქ მედლინგში მოვხვდი, სადაც ტრამვაის კონდუქტორად დავიწყე მუშაობა, მაშინ გერნანიაში ფაშიზმი მძვინვარებდა, მალე ჰიტლერი ავსტრიასაც ეწვია და თოფის გაუსროლელად დაიპყრო, ყველა უცხოელი მაშინვე აგვრიცხეს. ძველ ოფიცრებს წინდადება მოგვცეს, სამსახური მათ არმიაში დაგვეწყო, უარი არ მითქვამს, ან კი რად ვეტყოდი უარს? მომბეზრდა წინანდელი თრევა, შიმშილი. რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო, იმ მდგომარეობაზე მაინც უკეთე4სუ უქბევიდა, რასაც განვიცდიდი.

ერთ ღამეს ქალაქ ბადენშუ განიწვუეს, იქ შევხვდი უცნობ გერმალ პოლკოვნიკს, რომელმაც ორაზროვნად მითხრა, რომ მე განკუთვნილი ვარ სულ სხვა დანიშნულებისათვის და წინადადება მომცა, მოვმზადებულიყავი დიდი საიდომლების დაცვით გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს და თუ საით, დღესაც არ ვიცი. იქ ამიხსნეს, რომ ჯაშუშად უნდა მოვემზადებინე. გამაფრთხილეს, ან თანხმობა გამომეცხადებინა, ან არადა, ჩემს კრემაცირებულ ფერფლს ქარს გაატანდნენ. მეტი რა გზა მქონდა, დავთანზმდი, ექვს თვეს დავყავი, სხვადასხვა ხელობა მასწავლეს: შიფრები, კოდები, მიკროფოტოგადა ღება და სხვა ბევრი რამ, ჩემისთანების პოვნა მათთვის სასიხარ5ულო იყო. ენის სპეციალური შესწავლა არ მჭირდებოდა და, როგორც ოფიცერმა, სასროლი იარაღის გამოყენება და მოხმარებაც კარგად ვიცოდი.

და აი, ერთ დღე საბჭოღა ქვეყნის ერთ-ერთ სანაპირო ქალაქს პარიკმახერად მოვევლინე, ფულითა და ათასუ თაღლითური ცდებით ისეთ საპაროკმახეროში მოვეწყვე, სადაც უმთავრესად სამხედრო პირები დადიოდნენ.

ფაშისტები საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ და ყოველი უმნიშვნელო ცნობაც კი მათთვის ძვირფასი იყო, დიდხანს ვერ ვიბოგინე ბოლოს მაინც ჩავვარდი, მაგრად ჩამჭიდეს ხელი, მე არაფერი დამიმალია, ყველაფერი მხედველობაში მიიღეს, ჩემი გულწრფელობა და თხუთმეტი წლის პატიმრობით შემიცვალეს. ამას არ მოველოდ, რა თქმა უნდა, სიკვიდილის ღირსი ვიყავი, მათ კი ასეთი ჰუმანურობა გამოჩინეს. წამიყვანეს ციმბირში, მუშაიბა მსენებლობაზე ადვიწყე თავი არ დავზოგე, ვეცადე გამომესწორებინა მიუტევებელი დანაშაული. დაიწყო სამამულო ომი. მე იმდენი ნდობა მოვიხვეჭე, რომ სამხედრო ქარხანაში გამამწესეს, ჩემს თავს სიტყვა მივეცი, ასეთი ნდობისათვის სამაგიერო სიკეთით გადამეხადა. ყუმბარებს ვამზადებდი და ფრონტს ვუგზავნიდი. ჩემი ხალიასიანი მუშაობა შეუმჩნეველი არ დარჩათ, ქების სიგელით დამაკილდოვეს.

ერთხელ ჩვენს ქარხანაში ჯაშუსი შემოძვრა, ოსტატის სახელით მოგვევლინა. საქმის ჩინებულმა მცოდნემ, მალე ყველასთან კეთილგანწყობილება დაიმსახურა, მაგრამ მის ავკაცობაში ეჭვი არ შემპარვია. საიდუმლოდ ვზვერავდი, მის ყოველ მოქმედაბას სიფრთხილით ვადევნებდი თვალს და აი, ერთხელ, როდესაც ქარხნის აფეთქება განიზრახა, შევებრძოლე დანით დამჭრა სახეში. მასზე ძლერი აღმოჩნდი და ყვირილზე შემოსწრებულ დარაჯებს გადავეცი ოსტატი-ჯაშუში, მე კი მოვნახე და გავაუვნებლე ასაფეთქე ბელი მანქანა. საქციელი დამიფასეს და დამაჯილდოვეს.

დამთავრდა ომი, მე მაინც განვაგრძობდი დაუღალავ მუშაობას. სასჯელის ვადა შემიმციეს, შემდეგ მთლად განმათავისუფლეს და საბჭოთა წვეყნის სრულუფლებიან მოქალაქის პასპორტით აღმჭურვეს. ჩემთვის ეს პასპორტი ამჟამად ფასდაუდებელ განძს წარმოადგენს, ჯანმრთელობა ცოტა შემერყა, თორემ... სამხრეთი ვაჯობინე საცხოვრებლად და აი, ახლა აქ ვმუშაობ ქალაქის განაპირას ერთ-ერთ ქარხანაში.

ვერონიკამ არ დაუმალა იურის თავისი ცხვრების გზაზე ნახულ-განცდილი, ყველაფერი მოუყვა, მხოლოდ ის კი არ გაუმჟღვნა, რომ ლოთი, ავაზაკი და სახედაკარგული იყო, არც კირა ზაბორასა და სვეტლანაზე უთხრა რამე.

იური უსმენდა ქალს, მის წუხილსა და ტანჯვას განიცდიდა ხედავდა, რომ ეს ბოროტებითა და გესლით აღსავსე ადამიანი მაინც დედა იყო და შვილის გახსენებამ მის გულში ნათელი ფრძნობები ააბჟუტა.

- იცი რა, ვერამ ჩვენი ბავშვი არ მომკვდარა. ის ახლაც ცოცხალი უნდა იყოს.

- რას ამბობ, რა? შენს ჭკუაზე ხარ? შენ არ მითხარი მაშინ, რომ ჩვენი გოგონა შიმშილით მოკვდაო? შე არ იყავი, რომ მითხარი, რძე არსად იშოვებოდა და გამხმარი პურის ნახორხლებით ხო ვერ დავაპურებდი ძუძუმწოვარ ბავშვსო?

- მართალია, მე, გითხარი, მაგრამ მაშინ ფიქრის დრო არ მქონდა, შენ უგონოდ იყავი, მე არ შემეძლო ბავშვის მოვლა, განსაკუთრებით კი კვება, განწიტული იყო სასიკვდილოდ. შევტვე, რომ ბავშვთა სახლები მოეწყოთ, სადაც თავს უყრიდნენ უპატრონო ბავშვებს, ჩვრებში გახვეული ბავშვი საბავშვო სახლის ახლოს, ღობის ძირას მოვათავსე და შორიდან ვუთვალთვალე, ერთმა მოხუცმა მანდილოსანმა მიაქცია ყურადღება, აიყვანა და საბავშვო სახლს მიჰგვარა. შემდეგ ერთი მომვლელი ქალი გავიცანი და ხშირად ვნახულობდი ხოლმე ჩვენს გოგონას.

- როდესაც კარგად გავხდი, რატომ მაშინ არ მითხარი ეს ყველაფერი, რად დამიმალე?

- არა, რა თქმა არ შემეძლო, შენ რომ გაგეგო, არ დატოვებდი, გამოიყვანდი ჩვენ თვითონ მაწანწალების დღეში ვიავით, სახლკარი არ გვებადა და უმწეო ბალღი შემოგცკვდებოდა. მე ვფიქრობდი, როდესაც წამოიზრდებოდა, დაქალდებოდა და ჩვენი ზრუნვა ნაკელბ საჭირო იქნებოდა, მაშინ გაგიმჟრავნებდი საიდუმლოს, მაგრმ ჩვენ დავცილდით და ამის შემდეგ ერთამნითის გზაკვალი დავკარგეთ, მოზდოკში დავბრუნდი, ხამდახამ ჩავდიოდი ხოლმე ბავშვის სანახავად. გოგონა იზრდებოდა. მომვლელი ქალი მაზლევდა მისი ნახვის საშუალებას. ექვსი წილა იქნებოდამ როდესაც ბავშვი დაიკარგა. საბავშვო სახლის მესვეურები ამ ამბავმა ძალიან შეაწუხა ეძებეს, მგრამ ამაოდ, მე მაშინ ბოშათა ბანაკს მივეკედლე, ოთხი წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით მივაგენი ბავშვს. ეკლესიის ეზოში, ჩამოფრხრეწილ-ჩამოძენძილი, ჭუჭყიანი მათხოვრობდა. იმავე ღამეს მოვცალე და ბოშებთან მივიყვანე. არ ვეუბნებოდი, რომ მამა ვიყავი. რამდენიმე წლის შემდეგ საზღვარგარეთ გადავიხვეწე. ბოშები ჩემთან კარგად განწყობილებასი იყვნენ. აღმითქვეს, რომ მოუვლიდნენ. ლამაზი ქალი დადგა, კოხტა. მისი სიმღერებითა და ცეკვით ყველა აღტაცებაში მოდიოდა.

იური დადუმდა. ვერონიკა თვალებდაჭყეტილი მიშტერებოდა. შემდეგ უცებ წამოხტა.

- იური, ამ წუთსი წავიდეთ, მოვძებნოთ ჩვენი შვილი

- იცი რა, ვერა? ჩვენი აზა...

- აზა! - იყვირა ვერონიკამ

- ჰო, მას ბოშათა მანაკში აზა სუმბარი შევარქვი. საბავშვო სახლსი კი, ვინაიდან ღობის ძირში იყო მიგდებული...

- კირა ზაბორა!

- ჰო, შენ საიდან იცი მისი სახელი? - გაიკვირვა იურიმ

ვერონიკა წამოდგა. მისი სახე ისეთ ტანჯვას გამოხატავდა, რომ ქვასაც კი აატირებდა. იგი ბარბაცით გაენართა მისთვის განკთვნილ ოთახისაკენ, შევიდა და ლოგინზე დაეშვა.

- შვილო, საყვარელო შვილო, რატომ არ წამოდგები საფლავიდან და თვალებში არ ჩააფურთხებ შენს უღირს, კაციჭამია დედას, მე, მე მოგიღე ბოლო, მე გაგწირე.

ვერონიკას თვალწინ გაირბინა წარსულმა, როგორ შეხვდა კირა ზაბორას საპატიმროში, როგორ გამოიპარნენ, ახალგაზრდა, თექვსმეტი წლის ობოლი, უპატრონო როგრ დააყენა გარყვნილების, ლოთობისა და ავკაცობის გზაზე, როგორ ელტვოდა საბრალო პატიოსან ცხოვრებას, შრომით ნოპოვებულ ტკბილ ლუკმას, მაგრამ ეს ვერაგი დედაკაცი გასაქანს არ აძლევდა, სამამულო ომის დროს გოგო გაიპარა, სასახელოდ იბრძოდა, ჯილდოებით სავსე დაბრუნდა: ისევ მიაგნო ვერონიკამ, ხელახლა გამოთიშა ცხოვრებას და შემდეგ როგორ მოჰკლა ის უბედური ვადიმ ურალოვმა სცენზე.

- რა ვიცოდი მაშინ, მე უბედურმა, თუ შენ ჩემი შვილი იყავო. რა ვიცოდი, რომ ყველა იმ ბოროტებას, რომელსაც შენ გაყენებდი, საკუთარ თავს ვაყენებდი. განა ოდესმე წარმოვიდგენდი, თუ ასე სასტიკად იძიებდა შურს ცხოვრება ყველა იმ საშინელებისათვის, რაც მე ჩამიდენია? შვილო, ჩემი კირა ჩემი აზა, სად ხარ? ადექი საფლავიდან, მოდი მითხარი, რომ მე დედა კი არ ვიყავი, არამდ ცოფიანი მგელი, რომელიც თავისიანებსაც კი არ ინდობს, მაგრამ ვაი უბედურს, რა ვიცოდი მაშინ, განა კი წარმოვიდგენდი? არა, მორჩა, კმარა, რაც დედამიწა დავამძიმე, სიცოცლის ღირსი აღარა ვარ, ჩემთვის მზე უკვე ჩასვენდა, წყვდიადმა მოიცვა ჩემი არსება.

ყაზარმა დააპირა, ვერონიკას გამოლაპარაკებოდა, რომ ხმაური მოესმა. ჭიშკარს გახედა და ეზოში მილიციის სამი თანამშრომელი შემოვიდა სისხლის სამარლის სამძებრო განყოფილების მუშაკები გუცა დარბაისელი და სურენ კონდახჩიანი იყვნენ, უბნის რწმუნებული მოყვებოდა გვერდით. ყაზარი შეშინდა, საჩქაროდ ჩავიდა ეზოში, ღიმილით მიეგება,

- გამარჯობა, ყაზარ წყალობიჩ, - მიესალმა უბნის რწმუნებული.

- ღმერთმა გაგიმარჯოს, მობრძანდით. ზიარების მადლმა, ძალიან გამიხრდა თქვენი დანახვა.

თანამშრომლები აივანზე ავიდნენ.

ხმაურზე ვერონიკა წამომდგარიყო.

- ყაზარ წყალობიჩ, აკი სთქვი, ჩემთან უცხო არავინ არისო? - შეეკითხა უბნის რწმუნებული.

- სრაზუმ არ მომაგონდა, ერთი მოხუცებული ქალია, შორეული ნათესავი.

თანამშრომლები ვერონიკას ოთახი შევიდნენ.

- თქვენ ვინ ბრძანდებით? - შეეკითხა გუცა დარბაისელი,

- მე ის ვარ, ვისაც თქვენ დაეძებთ. ვერონიკა ნიკოლოზის ასული ხრაპი, უკანას კნელი შავვარდისანი, დამაპატიმრეთ, - ვერონიკა გაბრუნდა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარადა გახსნა, იქიდან თავისი კაბა და პარკი გამოიღო.

როდესაც პარკს პირი მოხსნა და წამოაპირქვავა, მაგიდაზე ოქროები გამოიყარა. ყველა განცვიფრებით შეჰყურებდა ოქროებს.

- დანა მომეცით, - მოითხოვა ვერონიკამ, - თუმცა მე უკვე პატიმარი ვარ და დანა არ მანდობენ, თვენ თვითონ გაარღვიეთ კაბის ნაოჭები, იქ ბრილიანტებია ჩაკერებული. ეს ოქროს ვარსკვლავიც, სოციალისტური შრომის გმირის საპატიო ნიშანი, მოპარულია.

 

  1.  

ვერონიკა ახალი წაყვანილი ჰყავდათ მილიცისს სამმართველოში, როდესაც ბათუმიდან ზურაბ ლომაური და არჩილ ჩოხელი დაბრუნდნენ.

თბილისში ახალი ამბავი დახვდათ დუშეთიდან რეზო წიკლაურს ირემაძის პირით შემოუთვლია: ძერა ჩამოფრინდა ბრუციანთან და დაეშურეთ, არ გაგიფრინდეთო

- მარტო წახვალ, თუ გაგაყოლო ვინმე? - შეეკითხა არჩილს ლომაური.

- მარტო წავალ, საჭირო თუ შეიქნა, რაიონიდან წავიყვან, ვიცი მილიციის უფრ ოსი წამოვა ჩემთან ერთად.

შუაღამე გადასულიყო, როდესაც არჩილ ჩოხელი რაიონის მილიაციაში მივიდა.

- როდის იყო თქვენთან რეზო წიკლაური? - ჰკითხა მილიციის უფროსს არჩილმა.

- გუშინ საღამოს. მიხა ცალთვალა ლევანასთან არის ჩამოსული. ცხვარი ლომი სის ზევით, ზეგანზე უყენიათ.

ნუთუ კიდევ წაგვივიდა ხელიდან? - რამდენიც არ უნდა ვდიოთ, ვეღარ მივეწევით.

არჩილს ჯავრი მოუვიდა თავის თავზე, რომ რეზოს დაუჯერა და მისვლისთანავე არ მიადგა ლევანის ბინას.

- ნუ მირბიხართ, დაიღლებით, ნელა იარეთ, ვეღარსად წაგვივა, - რეზომ ღიმილით მიმართა არჩილს და მილიციის უფროსს.

როდესაც მდევრები პატარა გორაკზე ავიდნენ და ტაფობს გადახედეს, თვალწინ საინტერესო სურათი წამოუდგათ: მიხა ბალახზე იკდა, ირგვლივ ნაგაზები ჩამომწკრივებულიუვნენ, თვალებში შესცქეროდნენ, ძაღლების პატიმარს ხელის განძრევის ილაჯი არ ჰქონდა, საკმარისი იყო ოდნავ მოძრაობა, რომ მათ ბასრ კბილებს ვეღარ გადაურჩებოდა. იმ საძაგელმა კი უმთავრესად ყანყრატოში იცოდნენ კბილების გაყრა. ასე ებრძოდნენ მგლებს და განა მიხაც მგელთაგანი არ იყო?

- მგელს ძაღლები უნდა მიუსიო, აბა როგორ! - გაიცინა რეზომ.

- ქარუმ ფეთქაურს ვახლავარ, - მიმათა მას არჩილ ჩოხელმა. ქარუმ ფეთქაურის ხსენებაზე მილიციის უფროსი და რეზო გაოცდნენ არჩიმა შეხედა მათ, გაიცინა და განუმარტა:

- ეს ვაჟბატონი ბოოტმოქმედთა წრეში ქარუმ ფეთქაურის სახელით იყო ცნობილი.

- რა თქმა უნდა, უარს იტყვი, რომ სვეტლანა არ მოიტაცე, აწამე და ზღვაშიც კი გადააგდე. იმასაც იცრუებ, რომ ბათუმისა და სოხუმის მიდამო აკლებული გქონდათ, ალბათ ბიძაშენ კაპლოს მოკვლასახ უარყოფ. ნუ გიკვირს, ჩვენ ბევრი სხვა შენი ნამოქმედარიც ვიცით. დეიდა ვერონიკა და დანიელ ბოშაც გელიან.

მიხას აღარაფერი ჰქონდა სათქმელი. დეიდა ვერონიკასათვისაც მიუგნიათ, დანიელ ბოშაც დაუოატიმრებიათ, ვიღა დარჩა? არავინ, მას დაენანა თავისი თავი, უმიზნოდ გატარებული ცხოვრება ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, რამდენი ცოდვის ჩადენა მოასწრო, რომ არავითარი მიტევების იმედი აღარ ჰქონდა, ადამიანური დაპატიმრებაც კი არ ეღირსა, ძალები გამოუენეს. მეცხვარის ქოფაკმა ბომბორა ნაგაზებმა შეუოყრეს, როგორც მგელი და არა როგორც ადამიანი. მას ეგონა, ქვეყანას ააფეთქებდა, შურს იძიებდა პაპისა და მამის სიკვდილისათვის, მაგრამ ამჭიაყელას, რომელიც ოცნებობდა სპილოდ გადაქცევს, ის არ გამოუვიდა, რასაც ელტვოდა იმ ლაღუმით მხოლოდ საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება, საკუთარი მომავალი ააფეთქა.

ერთი თვე გავიდა გამომძიებელი უკვე ამთავრებდა გამოძიებას. ბრალდება მტკიცე და ურყევი იყო. ბოროტმოქმედნი მკაცრ განაჩენს ელოდნენ.

პოლკოვნიკ ზურაბ ლომაურის კაბინეტში კი კვლავ ოპერატიული თათბირი იყო. ნაცადმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს დაწვრილებით გააცნო ხუტა გაწერელიას მიერ ჩატარებული მუშაობდა და არსებული განაჩენი, რომელიც სისრულეში მოყვანილ იქნა