EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ყველაზე სასაცილო ანეკდოტები მსოფლიოში »

კატეგორია: იუმორი

ავტორი: admin

თარიღი: 2020-10-30 14:30:35

ყველაზე სასაცილო ანეკდოტები მსოფლიოში

funny

ექსპერიმენტი, სახელწოდებით ” LaughLab“, მიმდინარეობდა ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის ფიზიოლოგ რიჩარდ ვაისმანის ხელმძღვანელობით.
 
40 ათასმა ხუმრობამ მიიღო 2 მილიონამდე შეფასება. ხუმრობები ფასდებოდა 5–ბალიანი სისტემით, „ისე რა სასაცილოდან“ „ძალიან სასაცილომდე“.
 
ხუმრობა, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, საზოგადოებას მიაწოდა ფსიქიატრმა გარპალ გოსელმა:
 
„ორი მონადირე გამოდის ტყიდან და ერთი უეცრად ეცემა მიწაზე. აღარ სუნთქავს და თვალებიც შუშისა გაუხდა. მეორე მონადირე ტელეფონით რეკავს 911 ნომერზე და მღელვარებისაგან სუნთქვაშეკრული ჩასძახის ყურმილში: „ მეგობარი მომიკვდა, რა ვქნა?“ ოპერატორი პასუხობს: „დამშვიდდით, დაგეხმარებით. ოღონდ, დასაწყისისთვის მოდით, დავრწმუნდეთ, მართლა მკვდარია თუ არა?“ რამდენიმე ხნის მანძილზე ყურმილი დუმს, შემდეგ ისმის გასროლა. მონადირე ეკითხება დისპეტჩერს: „კი, ნამდვილად მკვდარია, ეხლა როგორ მოვიქცე?“
 
შოტლანდიელთა საუკეთესო ხუმრობა იყო:
 
„მე მსურს მოვკვდე მშვიდად და წყნარად, როგორც მოკვდა ჩემი ბაბუა და არა ისე ყვირილითა და ფორიაქით, როგორც მისი ავტობუსის მგზავრები“!
 
საუკეთესო ხუმრობა დიდ ბრიტანეთში ასეთი აღმოჩნდა:
 
„ორი სინდიოფალა ზის სკამზე. ერთი ეუბნება მეორეს დამცირებით: „მე დედაშენთან ვწოლილვარ“. დუმილი. ორივე სინდიოფალა დადარაჯებულია, რა მოხდება შემდეგ. პირველი ისევ იმეორებს: „მე ვწოლილვარ დედაშენთან!“ მეორე ბოლოს და ბოლოს გამოეპასუხება: „წადი, მამა, სახლში, შენ მთვრალი ხარ!“
 
საუკეთესო ხუმრობა აშშ–ში:
 
„ორი მამაკაცი თამაშობს გოლფს. უეცრად მათი სათამაშო მოედნის მიღმა ჩნდება სამგლოვიარო პროცესია. ერთი მოთამაშეთაგანი ხევდება დარტყმის მომენტში, იხდის კეპს, ხუჭავს თვალებს და თავს ხრის დაბლა. პარტნიორი ეუბნება: „ეს არის ყველაზე მგრძნობიარე ჟესტი, რომელიც ოდესმე მინახავს. თქვენ უთუოდ უკეთილშობილესი ადამიანი ბრძანდებით!“ პასუხად: „დიახ, ჩვენ ხომ 35 წლის ცოლ–ქმარი ვიყავით!“
 
საუკეთესო ხუმრობა ბელგიაში:
 
„რატომ აქვთ იხვებს აპკისებური თათები? იმისათვის, რომ ჩააქრონ ხანძარი. სპილოებს რატომ აქვთ ბრტყელი ფეხები? რათა გასრისონ ცეცხლმოკიდებული იხვები!“