EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მაორი - ყველაფერი მაორის შესახებ »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-11-07 15:55:46

მაორი - ყველაფერი მაორის შესახებ

maori

მაორი — ახალი ზელანდიის მკვიდრნი. მათი წინაპრები აღმოსავლეთ პოლინეზიელები იყვნენ; მისდევდნენ მეცხოველეობას, მეთევზეობას და მებაღეობას. მაორის ხალხი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო.
 
ეტიმოლოგია
 
მაორის ენაზე, სიტყვა “მაორი” (māori) ნიშნავს “ჩვეულებრივს”, “ბუნებრივს” ან “ნორმალურს”. ლეგენდებში სიტყვა აღნიშნავს ჩვეულებრივ, მოკვდავ ადამიანს. არსებობს პოლინეზიურ ენებთან მონათესავე სიტყვებიც, რაც “ნამდვილს, ჭეშმარიტს, უტყუარს” გულისმობს.
 
სახელწოდება
 
ახალ ზელანდიაში ჩამოსული ევროპელები აქ მცხოვრებ ადამიანებს “ახალ ზელანდიელებს” ან “ადგილობრივებს” უწოდებდნენ, თავად მაორები კი იყენებდნენ ტერმინ “მაორის” (Māori).
 
მაორები ხშირად იყენებენ ტერმინ tangata whenua - საც (“მიწის ხალხი”), რათა ხაზი გაუსვან მათ მიწასთან დამოკიდებულებას.
 
იდენტიფიკაცია
 
მაორი ახალი ზელანდიის მაცხოვრებელთა სახელწოდებაა. კულტურულად, ისინი აღმოსავლეთ პოლინეზიელებს მიეკუთვნებიან. ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ მათ დაიწყეს ტერმინის tangata maori გამოყენება, რაც “ჩვეულებრივ ხალხს” ნიშნავს. მაორების ისტორიული წინაპრები იზოლირებულნი იყვნენ დანარჩენი მსოფლიოსგან 1967 წლამდე. ინგლისელი მკვლევარის, კაპიტან ჯეიმზ კუკის (1728-79) სტუმრობის შემდეგ მაორის კულტურა საგრძნობლად შეიცვალა ერთ საუკუნეზე ნაკლებ დროში. 1840 წელს ხუთასამდე  ბელადმა ხელი მოაწერა ვაინტაგის ხელშეკრულებას ბრიტანეთის მთავრობასთან. ამ ხელშეკრულებით ბრიტანელები მათ მფარველობას ჰპირდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ მიწები დაიკავეს და ადგილობრივები განდევნეს. ომის გამო მაორის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა 1896 წლისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1939-45), ბრიტანელთა პოლიტიკა უფრო მოწყალე გახდა მაორების მიმართ. უკანასკნელ წლებში, ახალი ზელანდიის მთავრობამ მრავალი სასამართლო პროცესისა და პროტესტის შემდეგ  მაორებზე პასუხისმგებლობა აიღო.
 
ისტორია
 
მაორები თანამედროვე, ყველაზე სანდო წყაროების მიხედვით ახალ ზელანდიაზში პირველად დაახლოებით ა.წ.1280 წელს დასახლდნენ. თუმცა ზოგი მკვლევარი მათი დასახლების თარიღად ძვ.წ. 3000 წელს ასახელებს.
 
ზეპირსიტყვიერებით გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, მაორთა წინაპრები ჰავაიკიდან (მითური სამშობლო ტროპიკულ პოლინეზიაში) ჩამოვიდნენ ვაკათი (კანოე), რომელსაც  მაორები მიგრაციისთვის იყენებდნენ. ოკეანის კანოეები აღმოსავლეთ პოლინეზიიდან გზას მრავალი განმავლობაში მიუყვებოდნენ ახალი ზელანდიის სანაპიროს სხვადასხვა წერტილში დასასახლებლად. ზოგი თეორია ამტკიცებს, რომ ისინი რარორონგადან ან რაიატიდან მოდიან. ამ ადგილების სახელებისა და ენის, კულტურისა და საცხოვრებელი გარემოს მსგავსება გვიმტკიცებს კავშირს ამ კუნძულებზე მცხოვრებ ხალხს შორის და კავშირს ამ კუნძულებსა და ახალ ზელანდიას შორის. ბოლო რამდენიმე ათწლეულში გაკეთებული მიტოქონდრიული დნმ-ს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწყის მოსახლეობაში დაახლოებით 50-100 ქალი იყო.
 
ახალ ზელანდიაში ადამიანები სამ ტალღად შემოვიდნენ პოლინეზიური კუნძულებიდან ა.წ. 950, 1150 და 1350 წლებში. თავდაპირველად მორიორები დასახლდნენ, რომელთა ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა და ნადირობა იყო. მოგვიანებით კი შემოჭრილმა ადამიანებმა, მორიორები დაიმორჩილეს და ეს ხალხები უკვე მაორებად ჩამოყალიბდნენ.
 
ზეპირი გადმოცემის მიხედვით, ზოგი კანოე დასახლდა ჩრდილოეთ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. Whangaparāoa , ყურეს აღმოსავლური ტიპი ხშირად მოხსენიებულია, როგორც სადგომი ადგილი კანოეებისთვის. აქ არსებული ერთ–ერთი ყურე – ,,Mataatua’’  ქმნის მეწყერს მდინარის – ,,whakatane’’ სათავესთან, შესაბამისად აქ კანოეები ვერ განთავსდებოდნენ. კანოეების უმეტესობამ გამოიკვლია სანაპიროები, შეისწავლა მიწა და მოძებნა უსაფრთხო თავშესაფარი. მაგალითად, Tainui-ზე ამბობენ, რომ  მოგზაურობდა ,,დიდი ყურეს’’ სანაპირო ზოლის გასწვრივ მანამ, სანამ ის ჰაურაკის ყურესა და გუაიტემატას ნავსადგურში მოაწყობდა მოგზაურობას და მათ დაათვალიერებდა. შემდეგ კი გაემგზავრა ტამაკის მდინარეზე. მათ დაიწყეს კანოეების წაყვანა ტამაკის ყელზე, სანამ ისევ გაცურავდნენ მანუკაუს ნავსადგურისკენ. ამის შემდეგ, ისინი გაემგზავრნენ მოკაუსკენ, სამხრეთის მიმართულებით, მეფის ქვეყანაში, შემდეგ კი  დაბრუნდნენ ჩრდილოეთით, მეწყერის შესაქმნელად ადგილზე სახელად ,,Rangiāhua’’, Kāwhia-ს ნავსადგურზე.
 
მაორის ზეპირი გადმოცემა ინფორმაციას გვაწვდის მკვლევრებზე, რომლებიც ხანგრძლივად მოგზაურობდნენ ამ ტერიტორიაზე. ასეთი იყო , მაგალითად, ტამატეა პოკაი ვენუა, რომელმაც იმოგზაურა შორეული აღმოსავლეთიდან შორეულ სამხრეთამდე. მან, რა საკვირველია, მეთოთხმეტე საუკუნის ბოლომდე მთლიანი ქვეყანა გამოიკვლია. ასევე გამოიკვლია დარჩენილი, თავის ქვეყანასთან ახლოს მყოფი, თავდაპირველი კოლონიები. ტაინუის ხალხები შემორჩნენ Kāwhia-ს ნავსადგურთან ახლოს მეექვსე თუ მეშვიდე თაობით. ამ ხნის განმავლობაში, ისინი იყენებდნენ გამოცდილებას, როგორც ახალ კლიმატში(უფრო ცივი კლიმატი ვიდრე ადრე)  ფლორასა და ფაუნის ახალ სახეობებში. ეს უძველესი კოლონიები ძირითადად იყო ან ნავსადგურზე, ან მდინარის ყელში, ზღვასთან ახლოს, თევზაობის ან მოლუსკების დაჭერის კარგი შესაძლებლობით. გავრცელებული იყო ნადირობა სელაპებზე და დიდ უფრთო ჩიტებზე, რომლებსაც მოას უწოდებდნენ.
 
იმ უცხო ახალ ქმნილებებს შორის, რომლებსაც მაორები აღმოაჩენდნენ ხოლმე ახალ მიწაზე , იყო სელაპის ტყავი, რომელიც ჩვეულებრივი იყო ორივე კუნძულისთვის. მაორებმა მას დაარქვეს კეკენო - ,,ირგვლივ მიმოხედვა’’. ამ ტერმინს დაეთამხმებოდნენ სელაპების კოლონიის მნახველები, რადგან  ამ სიტყვაში ის იყო აღწერილი, რასაც სელაპები ნამდვილად აკეთებდნენ.
 
maori
 
ევროპელების მოსვლისას მაორები უკვე დამკვიდრებულნი იყვნენ მიწაზე და ყველა კუთხე იყო კონკრეტული ტომის ან დაჯგუფების ინტერესის და გავლენის ქვეშ.
 
გობლინები ზღვიდან
ევროპულმა სამყარომ ტომურ ახალ ზელანდიაში შეაბიჯა 1642 წელს, ჰოლანდიელი მკვლევარის აბელ ტასმანის, შემდგომ კი ბრიტანელი მკვლევარის - ჯეიმზ კუკის სახით 1769 წელს.
 
ტასმანი მოგზაურობდა ქვეყნის დავალეთის სანაპიროს გასწვრივ, თუმცა, კუკისგან განსხავებით, ნაპირზე არ გადასულა. კუკის გატარებული დრო ახალ ზელანდიაში კარგადაა აღწერილი და შემონახული. მის გამოჩენაზე მაორების პასუხის შესახებ ნაკლები ინფორმაცია არსებობს, მხოლოდ ფრაგმენტები მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული ნაწარმოებიდან. კუკი საუბრობდა მაორების გამაგრებულ ქალაქებზე, მათი იარაღის კარგად დამუშავების წესზე, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მათ არ იცოდნენ რკინის დამუშავება. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ არასდროს მომხდარა მკვეთრი დაპირისპირება კუკსა და მაორებს შორის და ერთმანეთთან მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ. საინტერესო და ყველაზე ცნობილი მაგალითი, რაც კუკსა და მაორებს ეხება დაკავშირებულია ჰორეტა ტანივჰასთან, კორომანდელის ნახევარკუნძულიდან. გადმოცემით ეს ამბავი მაშინ მოჰყვა ჰორეტამ, როდესაც  უკვე მოხუცებული იყო. იგი იხსენებს უხუცესების დასკვნას, რომ ევროპელები უნდა ყოფილიყვნენ გობლინების მსგავსი არსებები, რადგან ისინი თავისი ნავებით უკუმიმართულებით ცურავდნენ.
 
,,ჩვენ ვიყავით ვიტიანგასთან და მათი გემი მოვიდა. ჩვენმა უხუცესებმა დაინახეს მათი გემი და თქვეს, რომ ეს იყო ღმერთი და მისი ეკიპაჟი გობლინებისგან შედგებოდა. გემმა ღუზა ჩაუშვა და ნავი გამოემართა სანაპიროსკენ. ჩვენმა უხუცესებმა მაშინ თქვეს, ‘ისინი ნამდვილად გობლინები არიან, მათ თვალები თავის უკანა მხარეს აქვთ, ამიტომ ისინი ნაპირასაკენ ზურგშექცევით მოცურავენ.’’
 
კუკი და მაორელები
სანაპიროს გაყოლებაზე კუკს პირველად მიეცა საშუალება გამაგრებულ ადგილზე დაკვირვებისა და ყველაზე მეტი ყურადღება მან თავდაპირველად ადგილმდებარეობის სელექციაზე გამახვილა.კუკი ამ ადგილს ახასიათებდა როგორც ადგილს,რომელიც იდეალურია იმისთვის,რომ მცირე რაოდენობის ადამიანებმა თავი მრავალრიცხვოვანი მეტოქის წინაშე დაიცვან და რომ ასეთ ადგილ,რომელიც თავად ბუნებამ შექმნა, საუკეთესო ინჟინერიც კი ვერ შეარჩევდა.მოგვიანებით კუკი საუბრობს იმაზე,რომ ეს კლდოვანი,რიფებიანი ადგილი დამუშავებული იყო ქვისა და ხის იარაღებისგან,შექმნილი ჰქონდათ გამაგრებული „ქალაქები“, რაც მეტყველებდა იმაზე,რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაწაფული უნდა ყოფილიყო საომარ სიტუაციებსა და მუშაობაში. ნაპოვნი იარაღებიდან გამომდინარე ივარაუდებოდა,რომ მათთვის უცხო იყო რკინის დამუშავების ტექნიკა. ასევე კუკმა აღწერა თუ რაოდენ კარგად ჰქონდათ შესწავლილი გემებისა და ნავების მშენებლობის ტექნიკა,რომელთაც შეეძლოთ 40 დან 80,100 კაცამდე გადაყვანა და საუცხოო იყო  უცნობი ბალახისგან დამზადებული უზარმაზარი თევზსაჭერი ბადეები.
 
ახალმა ზელანდიელებმა გააოცეს კუკი, რადგან მიუხედავად ქვის იარაღების დიდი სიყვარულისა, ისინი მათთან ურთიერთობაში ამჟღავნებდნენ საკუთარ გახსნილ,მამაც,მეომარ და ნაკლებად მუხანათურ ხასიათს. კუკის თქმით,როცა ზელანდიელებმა შენიშნეს,რომ ჩასულები საკუთარ სამხედრო უპირატესობას არ იყენებდნენ, ისინი ძალიან მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ და მიუხედავად არაერთი შანსისა,არასდროს დაფიქსირებულა კონფლიქტის ან მათთან ერთად დარჩენილი მცირე რაოდენობის ევროპელის დახოცვის ფაქტი.
 
კუკის ძალიან ზუსტ,აკურატულ დაკვირვებასა და მის გამჭრიახულ უნარზე დაყრდნობით,შეიძლება ითქვას,რომ მან ზუსტად ასახა ის ასპექტები,რაც მაორის საზოგადოებას ახასიათებდა.კუკის ვარაუდით იმ დროისათვის კუნძულზე დაახლოებით ასი ათასი მაორელი ცხოვრობდა, თუმცა დოქტორი პიტერ ბაქის ვარაუდით, ეს რიცხვი რეალურზე მცირე იყო, რადგან მაორელები ერთმანეთისგან განცალკევებით, რამდენიმე ათას ტომად ცხოვრობდნენ,რომლებიც ერთ ენაზე საუბრობდნენ, მინიმალური განსხვავებებით.
 
მაორელები საკუთარ მიწაზე ძალიან კარგად მუშაობდნენ. მუშაობდა ყველა, განურჩევლად რანგისა,სქესისა თუ ასაკისა.დილიდან მამაკაცები,ქალები და ბავშვები უვლიდნენ საკუთარ კულტივირებულ მეურნეობებს,მიდიოდნენ ტყეში,სათევზაოდ, საღამოს კი ბრუნდებოდნენ, საუბრობდნენ პოლიტიკურ საკითხებზე,ერთობოდნენ,კავდებოდნენ სიყვარულით და ისვენებდნენ. უმაღლესი რანგის პიროვნებას,რომელიც „თანამდებობას“ მემკვიდრეობით იღებდა მაორელები უტილიტარისტულად უდგებოდნენ.მას ევალებოდა ნავის შექმნის,კულტივიზაციის, მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების გაცემა, და დასახლების დაცვა ომის შემთხვევაში, ხოლო ისეთ გადაწყვეტილებებს,რომლებიც თავად ტომზე აისახებოდა, მაორელები ერთხმად, ტომის საბჭოზე იღებდნენ.
 
აღსანიშნავი იყო ქალთა დამოუკიდებლობა. ხშირი იყო შემთხვევები ძლიერი ქალების პოლიტიკურ თუ რელიგიურ „თანამდებობაზე“ ყოფნისა და მიუხედავად იმისა,რომ ქორწინებები ძირითადად მატერიალურ ან ოჯახურ პოლიტიკას ეყრდნობოდა, თავისუფალ არჩევანს მამაკაცსა და ქალს არავინ უშლიდა.
 
მაორელებს სწამდათ მათში არსებული სუპერნატურალური ძალის,მანის, რომელსაც ყველა ადამიანი ატარებდა და მისი გამოყენება შეეძლო.ბავშვები თამაშობდნენ და მუშაობდნენ თავისუფლად, ყველანაირი შიშის გარეშე და ემზადებოდნენ საკუთარი ინტელიგენციის,სიმამაცისა და კომპაქტურობის დასახვეწად, მაქსიმალურად გასავითარებლად.
 
ადრეული პერიოდი
დროის მონაკვეთი დაახლოებით 1800 წლიდან, როდესაც დაიწყო ევროპელების ახალ ზელანდიაში დამკვიდრება - ვაიტანგის ხელშეკრულების ხელის მოწერამდე 1840 წელს, მიჩნეულია მთავარ ძვრების პერიოდად მაორების ქვეყანაში. დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამ, უფრო ზუსტად ახალი ტიპის ტრანსპორტმა, წიგნიერების გაზრდამ და რა თქმა უნდა, მუშკეტმა. ეს იყო ომების პერიოდი დაპირსპირებულ ტომებს შორის.
 
1830-იან წლებში მაორებზე ზეგავლენის მოხდენა დაიწყო ქრისტიანების მისიონერულმა სამუშაოებმა, რომელიც პირველად დაიწყო 1814 წელს. დაარსდა სკოლები და მისიონერული პუნქტები ქრისტიანული ცნებების გასავრცელებლად. ტომების ნაწილი ჩაერთო ევროპელებთან სავაჭრო ურთიერთობაში, ცვლიდნენ კარტოფილს, ღორებს, ხე-ტყეს და სელს მუშკეტების სანაცვლოდ.
 
ვაიტინგის ხელშეკრულება
1840 წელს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ინგლისის დედოფალ ვიქტორიას წარმომადგენლებმა და 500–ზე მეტმა მაორთა ბელადმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ურიცხვი ტომებიდან. ვაიტინგის ხელშეკრულების ეფექტი იყო ტომთა შორის კონფლიქტის დასრულება და ახალ ზელანდიაში ბრიტანული კანონის და მთავრობის დამკვიდრების კონსტიტუციური საფუძველით უზრუნველყოფა. ხელშეკრულების ინგლისურ ვერსიაში მითითებული იყო, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დათმობილი იყო ინგლისის დედოფლისათვის. მაორთა ვერსიაში კი ნათქვამი იყო, რომ ხელშეკრულება უზრუნველყოფდა ახალ ზელანდიაში მაორთა ბელადების ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ საკითხზე დებატები დღესაც მიმდინარეობს.
 
ენა
მაორების ენა ცნობილია, როგორც ტე რეო მაორი ან უბრალოდ ტე რეო. ტე რეო მაორი ახალი ზელანდიის ოფიციალური ენაა ინგლისურთან  ერთად  1987 წელიდან.
 
2013 წელს მაორების 21,3%  ამ ენახზე საუბრობდა. სულ 148,395,რომელთაგან  125,352 მაორელია.
 
მაორების ენა ჰავაის, სამოას და ტონგას ენებთან ერთად პოლინეზიურ ენათა ჯგუფის ტაიტურ განშტოებას  მიეკუთვნება. ევროპულ კოლონიზაციამდე ორი დიალექტი არსებობდა: ჩრდილოეთისა და სამხრეთის, რომელიც ახლა უკვე გამქრალია. მათი ერთი მესამედი მხოლოდ წინაპართა ენაზე საუბრობს, უმრავლესობა კი ინგლისურსაც ფლობს.
 
მაორების ანბანი 15 ასო-ბგერისგან შედგება:
 
8 ხმოვანი: h, k, m, n, p, r, t, w
 
2 დიგრაფი: ng, wh
 
5 თანხმოვანი: a, e , i , o , u
 
ახალ ზელანდიაში სამი ძირითადი დიალექტური განსხვავება არსებობს: ჩრდილოეთ კუნძულის აღმოსავლური დიალექტი,  ჩრდილოეთ კუნძულის დასავლური დიალექტი და სამხრეთ კუნძულის დიალექტი. ამ ადგილებში სიტყვებს განსხვავებულად გამოთქვამენ. მაგალითად, Ngāi Tūhoe-ები “ნგ”-ს წარმოთქვავენ როგორც “ნ”, მაშინ როცა Ngāi Tahu-ები “კ”-ს ამბობენ.
 
მაორის კულტურა
ტანსაცმელი და მორთულობა
მაორები ტანსაცმლით საკუთარ სტატუსს წარმოაჩენდნენ. როცა მათი წინაპრები ახალ ზელანდიაში ჩამოვიდნენ, მათ უწევდათ ახალ კლიმატურ პირობებთან შეგუება და ახალი მცენარეებისა და ცხოველების ტყავისგან ტანსაცმლის დასამზადების შესწავლა. ისინი იყენებდნენ ისეთ მცენარეებს, როგორიცაა ჰარაკეკე, უბრალო ბალახი და ა.შ.  ასევე იყენებდნენ ფრინველთა ბუმბულსა და სელაპების ტყავს.
 
მაორები ტანსაცმელს ქსოვდნენ კიდეც და ტექნიკას თაობიდან თაობას გადასცემდნენ. ტრადიციული ქსოვის ხელოვნება გაქრობის პირას იყო, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში წამოწყებულმა პროგრამებმა ის შეგვინარჩუნა.
 
მაორთა ტანისამოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მოსასხამი, რომელსაც მხოლოდ ბელადი ატარებდა. მოსასხამს ამზადებდნენ პოლინეზიური ძაღლის( კურის) ტყავისა და ბეწვისგან, რთავდნენ ფრინველთა ბუმბულით.
 
ისინი ასევე ამზადებდნენ ლაბადებს, რომელიც საწვიმრის ფუნქციას ასრულებდა. 2000-იან წლებში მათ ძირითადად ატარებდნენ ისინი, ვინც ვაკას (კანოეს) მართავდნენ.
 
მაორებში ვარცხნილობა სოციალურ სტატუსს ან გლოვას აჩვენებდა. იმის გამო, რომ თავი სხეულის ყველაზე წმინდა ნაწილად მიიჩნეოდა, ვარცხნილობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ.
 
ყელსაბამებს ძვლის, ბუმბულისა და ქვისგან ამზადებდნენ (ჰეი ტიკი ადამიანის ფორმის კულონია).
 
ქსოვილი
მაორის კულტურაში ქსოვილებს ამზადებდნენ სხვადასხვა მცენარეებისაგან. როგორც წესი, გამოყენებული ფერები იყო: წითელი, შავი და თეთრი. მაორის ხალხები ქსოვდნენ, ძირითადად, მოსასხამებს, კალათებსა და ჭილობებს.  ტექსტილს ჰქონდა გეომეტრიული ფორმები, მაგ.: სამკუთხედისებური, ალმასისებური, დიაგონალური ბარები და სხვა.
 
ქსოვის დროს გამოყენებული ფორმები იყო: nigotaniwha (“დრაკონის კბილები”) დიდი სამკუთხედები; nihoniho (“პატარა კბილები”) მცირე ზომის სამკუთხედები; waharua (“ორმაგი პირი”) ალმასის ფორმის კონტურები და kaokao – “W”-ს ფორმის კონტურები.
 
კულტურული მემკვიდრეობა - ჰაკა
 
ჰაკას შესრულების პროცესი
ჰაკა ყველაზე ცნობილი პოლინეზიური ტრადიციაა. ეს ცეკვები სიმღერების ფონზე სრულდება და შედგება ტაშის დაკვრისგან, ფეხების სწრაფი, რიტმული მოძრაობისგან. მას ასრულებს ლიდერი და მისი გუნდი, რომელიც პასუხობს ლიდერის ხაზს. თავად ცეკვა ენერგიულ, საომარ და აგრესულ მოძრაობებს მოიცავს. ტომების რეპუტაცია დამყარებული იყო იმაზე, თუ რამდენად კარგად შეეძლოთ ჰაკას შესრულება. ჰაკას რამდენიმე სახესხვაობა არსებობს და განსხვავდება დანიშნულების მიხედვით. ტრადიციის,თანახმად პირველი კაპა ჰაკა დაკავშირებულია ბელად ტინირაუსთან, რომელმაც ქალების ჯგუფს უბრძანა ჰაკა მათი მტრის - კაესთვის შეესრულებინათ.
 
ქრისტიანი მისიონერები ცდილობდნენ მაორებისთვის აეკრძალათ ჰაკას შესრულება და აიძულებდნენ ჰიმნებისა და ევროპული სიმღერების მღერას. 1880-იან წლებში კაპა ჰაკას ჯგუფებმა დაიწყეს ევროპული მელოდიისა და მაორული სიტყვების გამოყენება. ზოგიერთი ჯგუფი საზღვარგარეთაც მოგზაურობდა და კონცერტებს მართავდა.
 
ჰაკას შემსრულებლები იმოსებიან მაორების ტრადიციულ ტანისაოსით, რომელიც მოიცავს პიუპიუსაც (სელის ქვედაბოლო).
 
კაპა ჰაკას პირველი შეჯიბრი ჩატარდა 1934 წელს. 2004 წლიდან შეჯიბრში მონაწილეობას იღებს 40 გუნდი და 2000 შემსრულებელი 30000 მაყურებლით. 
 
მაორის ხელოვნება
მაორის ხელოვნებაში ძირითადი ტრადიციული მიმართულებებია ხეზე, ძვალზე ან ქვაზე კვეთა, დაწნა, ქსოვა, ხისა და კედლების მოხატვა და ტატუირება. 
 
ზოგიერთი ტომის მიხედვით, ხეზე კვეთა რაურუმ, ტოის შვილმა გამოიგონა. ზოგიერთი ტომის მიხედვით კი, მათმა წინაპარმა - რუამ - პონატურის (ზღვის ქვეშ მცხოვრები ხალხების) დამარცხების შემდეგ მათი “შეხვედრების სახლიდან” წამოიღო მოჩუქურთმებული ფილები და მაორის სახლისათვის ნიმუშად გამოიყენა. თუმცა, ევროპელი სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მაორის ხეზე კვეთის ტექნიკა განსხვავდება ტროპიკული პოლინეზიისაგან.
 
შენობებსა და ნავებზე კვეთა, როგორც წესი, დამსახურებული და მაღალანაზღაურებადი პროფესია იყო. ამ საქმეში განსწავლული ადამიანები ემსახურებოდნენ როგორც საკუთარ, ისე უცხო ტომსაც. ხეზე, ქვაზე ან ძვალზე კვეთა გარკვეულ რიტუალებთან და აკრძალვებთან იყო დაკავშირებული, მაგ.: ქალებს არ შეეძლოთ დასწრებოდნენ კვეთის პროცესს. ხელობის შედეგად დარჩენილი ხის ნარჩენები კი უნდა შეგროვებინათ და დაეწვათ.
 
მაღალი რელიეფის გამოსახულება სრულდებოდა ბაზალტის იარაღით (დღეს ბაზალტი ფოლადმა ჩაანაცვლა). დაბალი რელიეფის გამოსახულება კი - მცირე ზომის, მოკლესახელურებიანი იარაღებით. ზედაპირის დეკორაცია სრულდებოდა პატარა საჭრისებითა და ხის ჩაქუჩით, რომელსაც ევროპული ხის ჩაქუჩისაგან განსხვავებული ფორმა ჰქონდა. ეს იყო გრძელი ჯოხი, რომლის ერთი მხარეც მართკუთხა ან მომრგვალებული ჯვრით ბოლოვდებოდა. საჭრისები, როგორც წესი, ბაზალტის ან ძვლისაგან მზადდებოდა.
 
ნაკეთობებზე, როგორც წესი, ადამიანთა სხეულებს გამოსახავდნენ. მაორის ხალხისათვის, სხეულის გარდა, სულიც მნიშვნელოვან ელემენტად ითვლებოდა. გვხვდება ზღვის მონსტრების (მარაკიჰაუსა და ვეშაპის), ფრინველების, თევზების, ხვლიკისა და ა.შ. გამოსახულებები.
 
ადამიანთა ფიგურების ორგვარი სახე არსებობს : ნატურალისტური და გროტესკული. ნატურალისტური გამოსახულებები, როგორც წესი, ცოცხალი ადამიანების პორტეტებს წარმოადგენდა, გროტესკული კი - ფანტასტიკურის. მაორის რელიეფებზე თითოეულ ჭრილს თავისი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსახულებებს აქვთ არა რელიგიური, არამედ სეკულარული მნიშვნელობები და განასახიერებენ არა კერპებს, არამედ ტომის წინაპრებს.
 
შენობებსა და ნავებზე შესრულებულ ნახაზებს “kowhaiwhai” ეწოდებოდათ. გამოყენებული ფერები იყო: წითელი და შავი (მოგვიანებით, თეთრიც). შავ ფერს, ძირითადად, ჭვარტლისაგან იღებდნენ, წითელს კი - წითელი ჟანგმიწისა და ზვიგენის ცხიმისაგან. “kowhaiwhai”-ს ძირითადი ელემენტებია “კორუ” და სპირალი. “კორუ” წარმოადგენს მრუდ ღეროს, რომლის ერთი (ხანდახან ორივე) ბოლო მომრგვალებულია. მის შესასრულებლად ხშირად თეთრი ფერია გამოყენებული. “კორუს” წრიული ფორმა აღნიშნავს “დასაწყისშ დაბრუნებას” და გამოხატავს ახალ ცხოვრებას, სრულყოფას, აღორძინებას, გამოღვიძებას, სულიერ გაახალგაზრდავებასა და სიმშვიდეს. რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის ძირითადად ორმაგი სპირალის სახითაა წარმოდგენილი და უკვდავებას, მარადისობას განასახიერებს. 
 
მისალმება
 
მისალმების წესი
ახალ ზელანდიაში მაორის ხალხთა მისალმების ფორმას “ჰონგი” ეწოდება. “ჰონგი” ერთმანეთთან შეხვედრისას ცხვირებისა და შუბლების ერთდროულად მიდებას გულისხმობს. ეს წესი სრულდება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ოფიცალური შეხვედრებისას არა მარტო მაორის კულტურის წარმომადგენლებს შორის, არამედ სხვა ქვეყნებისა და კულტურების წარმომადგენლებთანაც. “ჰონგი” ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორიცაა ხელის ჩამორთმევა. შეიძლება “ჰონგი” და ხელის ჩამორთმევა ერთდროულადაც იქნეს გამოყენებული.
 
მაორის კულტურის თანახმად, ჰონგის დროს ადამიანები ერთმანეთთან “ჰა”-ს, ანუ სიცოცხლის სულს, ცვლიან, რაც მათ დაახლოებას უწყობს ხელს.