EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« როგორ დავიცვათ თავი პანდემიისგან? »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-11-20 15:30:22

როგორ დავიცვათ თავი პანდემიისგან?

ოშო

ეს კითხვა დაუსვეს ოშოს შიდსის აფეთქებისას, დაახლოებით 40 წლის წინ.
თქვენ არასწორად სვამთ კითხვას! მართებულია იკითხოთ:
როგორ ავარიდოთ თავი პანდემიის შიშისგან სიკვდილს?
იმიტომ რომ ვირუსისგან თავის არიდება იოლია, მაგრამ ძალიან რთულია თავი აარიდო შიშს.
შიშისგან უფრო მეტი ადამიანი მოკვდება, ვიდრე პანდემიისგან.
შიშზე სასტიკი ვირუსი არ არსებობს ამ ქვეყანაზე.
შიშს თუ არ გააცნობიერებთ, სხეულზე მალე თქვენი სული გარდაიცვლება.
და აქ ვირუსი არაფერ შუაშია!!
ის საშინელი ატმოსფერო, რასაც ამ პერიოდში გრძნობთ- კოლექტიური სიგიჟე უფროა, ვიდრე პანდემია....
ასეთი რამ ათასჯერ მომხდარა და კიდევ იქნება....
მანამ, სანამ არ გაიგებთ და გააცნობიერებთ მასისა და შიშის ფსიქოლოგიას.
ადამიანები ძირითადად აკონტროლებენ თავის შიშებს, მაგრამ კოლექტიური პანიკის დროს, თქვენი ცნობიერება შეიძლება სულ დაიკარგოს....
და ამ დროს, ვერც კი ამჩნევ ისე კარგავ კონტროლს შენს შიშზე. და მაშინ შიში გაგაკეთებინებს ყველაფერს, რაც უნდა....
უახლოეს მომავალში იმდენი რამე მოხდება....
ბევრი ადამიანი მოიკლავს სულს, ბევრი კი- სხვისას მოკლავს...
გაფრთხილებთ, იყავით ყურადღებით!!
ნუ უყურებთ იმ ინფორმაციებს, რომლებიც შიშს ბადებს.
შეწყვიტეთ პანდემიაზე საუბარი და ერთიდაიგივეს გამეორება ისევ და ისევ და ისევ- ეს თვითჰიპნოზია!!
შიში- ესაა გარკვეული სახის თვითჰიპნოზი!!
მას შეუძლია ორგანიზმში ქიმიური ძვრებიც კი გამოიწვიოს.
როდესაც გაუთავებლად იმეორებთ ერთიდაიგივეს, ხდება ქიმიური ცვლილებები, რომლებიც ისეთი ტოქსიკურია, რომ შეიძლება გადაგიყოლით კიდეც.
ეპიდემიის დროს ენერგია მთელს მსოფლიოში არარაციონალური ხდება.
ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ დროს შეიძლება 'შავ ხვრელში' ჩავარდნა.
ხოლო მედიტაცია შეგძენთ დამცავ აურას, რომელშიც ვერ შეაღწევს ნეგატიური ენერგია.