EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-11-27 16:53:20

28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება

lockdown

21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
·         მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
·         რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:
-        პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway
-        „დელივერი“
-        „დრაივი“
·         ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
·         ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
·         სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:
ქვეყნის მასშტაბით:
·         იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
·         აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3  იანვარი - 15 იანვრის პერიოდში
ქვეყნის მასშტაბით:
·         ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
·         აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
·         არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი - 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
·         აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
·         შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
·         ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
1.      სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
2.      საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
3.      სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
4.      დელივერსა და გატანის სერვისებს;
5.      სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
6.      ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
7.      საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
8.      აგრარული ბაზრობის მუშაობას
9.      და სხვ.
·         არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.