EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს. პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება განაცხადა გებრეიესუსმა »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2020-12-01 14:30:33

მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს. პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება განაცხადა გებრეიესუსმა

vaccine

16 ნოემბერს ფარმაკოლოგიურმა კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ კორონავირუსის ექსპერიმენტული კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინა 94,5%-ით ეფექტურია.
 
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები პირველადია და ჯერ ვაქცინის შესახებ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი.
 
| რა ვიცით ჩატარებული კვლევის შესახებ
 
კვლევაში, რომელსაც კომპანია Moderna ეყრდნობა, 30 000 ადამიანი მონაწილეობდა და ის აშშ-ში ჩატარდა. მონაწილეების ¼-ს 65 წლის ან მასზე მეტი ასაკის ადამიანები შეადგენდნენ.
 
კვლევაში მონაწილე პირთა ნახევარს ვაქცინა 4 კვირის ინტერვალში ორგანიზმში 2-ჯერ შეუყვანეს. ხოლო დანარჩენებს პლაცებო გაუკეთეს.
 
კვლევაში მონაწილე ადამიანებიდან კორონავირუსის სიმპტომები მხოლოდ 95-ს განუვითარდა.
 
აქედან 5 მათგანი იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელსაც ვაქცინა ორგანიზმში შეუყვანეს, ხოლო დანარჩენი 90  მათ, ვისაც პლაცებო გაუკეთეს.
 
|რა ვიცით კვლევაში მონაწილე იმ 95 ადამიანზე, რომლებიც ვირუსით დაინფიცირდნენ
 
ვირუსით კვლევაში მონაწილე ადამიანებიდან 95 მათგანი დაინფიცირდა. აქედან 11 მათგანს კორონავირუსის მძიმე ფორმა ჰქონდა.
 
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანები იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც პლაცებო გაუკეთეს.
 
რაც შეეხება ადამიანების იმ ჯგუფს, რომლებიც ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის მიუხედავად მაინც დაინფიცირდნენ, მათ ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნებოდათ.
 
შესაბამისად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაშიც ვაქცინა ადამიანებს კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებისგან იცავს.
 
|ნიშნავს  თუ არა ეს შედეგები იმას, რომ Moderna-ს ვაქცინა პანდემიას დაასრულებს
 
მოკლევადიან პერიოდში ამას არ უნდა ველოდოთ.
 
დიდი ალბათობით, კორონავირუსის ვაქცინები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის გაზაფხულზე იქნება. თუ ეს მოლოდინი გამართლდა და მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია მოხდა, პანდემიის მიმდინარეობა მკვეთრად შემცირდება. შედეგად, სამყარო ცხოვრების ნორმალურ რიტმს თანდათანობით დაუბრუნდება.
 
ამასთანავე, როგორც WHO- ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, პანდემიას მხოლოდ COVID-19-ის ვაქცინა ვერ შეაჩერებს.
 
„პანდემიის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელი იყო პანდემიის გასაკონტროლებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა დაემატება და არა ჩაანაცვლებს იმ საშუალებებს, რაც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს. პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში იზოლაცია და კონტაქტების დადგენა,“- განაცხადა გებრეიესუსმა.