EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ალანს გამარჯვებას მისი ფანიც კი არ მისცემდა »

კატეგორია: სპორტი

ავტორი: jubei

თარიღი: 2020-12-07 20:11:21

ალანს გამარჯვებას მისი ფანიც კი არ მისცემდა

Roman-Dolidze-vs-John-Allan

UFC Vegas 16-ზე რომან დოლიძემ ბრაზილიელი ჯონ ალანი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, თუმცა, მიუხედავად ქართველი მებრძოლის დიდი უპირატესობისა, სამიდან ერთმა მსაჯმა მიიჩნია, რომ ბრძოლა არა დოლიძემ, არამედ მისმა ბრაზილიელმა მეტოქემ მოიგო. 
 
მსაჯი, რომელმაც გამარჯვება ჯონ ალანს მისცა, კრის ლია, რომელმაც ჩათვალა, რომ ბრაზილიელი დოლიძეზე დამაჯერებელი პირველ და მესამე რაუნდებში იყო. მაიკ ბელმა დოლიძის უპირატესობა პირველ ორ რაუნდში დააფიქსირა, ხოლო დეივ ჰაგენმა სამივე რაუნდში დოლიძეს მისცა გამარჯვება. 
 
ღონისძიების დასრულების შემდეგ, გამოცემა sportskeeda-მ მსაჯი გააკრიტიკა და კიდე ერთი ამბავი გაიხსენა, რომელიც MMA-ში მსაჯობის 14-წლიანი სტაჟის მქონე კრის ლის ეხება. 
 
"14 წელი MMA-ში საკმაოდ დიდი დროა, რათა გაიგო, თუ როგორ ითვლება ქულები. ეს უკვე მე-8 შემთხვევაა 2020-ში, როდესაც კრის ლი სხვა მსაჯების გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. ალანს გამარჯვებას მისი თავგადაკრული ფანიც კი არ მისცემდა. მას მხოლოდ ბოლო რაუნდში ჰქონდა მცირე უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც კრის ლის მკაცრად აკრიტიკებენ. 14 ნოემბერს, პოლ ფელდერისა და ჰაფაელ დოს ანიოსის ბრძოლის შემდეგ მან უპირატესობა ფელდერს მიანიჭა, რომელმაც განაცხადა, რომ საუკეთესო შემთხვევაში ხუთიდან მხოლოდ ერთ რაუნდში აჯობა მეტოქეს", - წერს sportskeeda.com. 
 
 
დოლიძისა და ალანის ბრძოლას ღონისძიების დასრულების შემდეგ UFC-ს პრეიზდენტი, დანა უაითიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებით მისი მასწავლებელიც კი უკმაყოფილო იყო. 
 
"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დაწერა მან ეს ქულები. ჩემმა მასწავლებელმა და ეს ქალბატონი 51 წლის იყო, როდესაც მასთან სწავლა დავიწყე, დღეს მომწერა: "ბრძოლების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ეს შეხვედრა ვინ იმსაჯა?". ღმერთს გეფიცებით, ეს სიმართლეა და ეს ნამდვილად ძალიან საშიშია. ეს გამოსასწორებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინმეს ცხოვრებას გაუფუჭებენ", - განაცხადა უაითმა. 
 
ბრძოლის შემდეგ, მსაჯობაზე რომან დოლიძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გაყოფილი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი და უცნაური იყო.
 
 
1 თვე გაუჭირდება გამართულად სიარული - რომან დოლიძის პირველი კომენტარი ალანთან გამარჯვების შემდეგ
 
UFC
UFC