EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რატომ იღუპება ზოგიერთი COVID პაციენტი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: jubei

თარიღი: 2020-12-20 17:08:36

რატომ იღუპება ზოგიერთი COVID პაციენტი

Long-term-COVID-19

დოქტორმა მეგან რენნიმ ბევრი რამ შეიტყო COVID-19– ის შესახებ მას შემდეგ, რაც მან თებერვალში, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაიწყო. თუმცა არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც ის კვლავ ვერ პასუხობს: რატომ არის ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმე სხვებთან შედარებით?
 
„პაციენტის ასაკი და თანმდევი დაავადებები ამ ფენომენის მხოლოდ ნაწილს ხსნის“- თქვა რენიმ, რომელმაც ნახა, რომ ერთი და იგივე ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტები ავადობის განსხვავებულ ტრაექტორიას მიჰყვებიან.
 
„რატომ ხდება, რომ ორი 40 წლის პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად რთულდება, ხოლო მეორეს ისეთი მსუბუქი მდგომარეობა აქვს, რომ თითქმის ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს?„ - კითხულობს ექიმი რენი, გადაუდებელი მედიცინის ასოცირებული პროფესორი ბრაუნის უნივერსიტეტში.
 
პროვოკაციულმა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი - განსაკუთრებით მამაკაცი - კვდება, რადგან მისი იმუნური სისტემა ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“  მიერ ზიანდება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ დასკვნა მათ ამ პაციენტებისთვის მიზანმიმართული მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში დაეხმარება.
 
მეცნიერებში ჩატარებულ საერთაშორისო გამოკვლევის თანახმად,  COVID-ით დაავადებული 1000 პაციენტის 10% -ს, რომლებსაც განუვითარდათ სიცოცხლისათვის საშიში პნევმონია, ორგანიზმში აღმოაჩნდათ ანტისხეულები, რომლებიც ანადგურებენ იმუნური სისტემის მთავარ ცილებს - ინტერფერონებს. ეს ანტისხეულები (ცნობილია როგორც „ავტოანტისხეულები“, რადგან ისინი თავს ესხმიან და თავად ადამიანის ორგანიზმს აზიანებენ) 663 ადამიანში მსუბუქი ან ასიმპტომური COVID ინფექციით საერთოდ არ გვხვდება. 1227 ჯანმრთელი ადამიანიდან ავტოანტისხეულები მხოლოდ ოთხს ჰქონდა. 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევას ხელმძღვანელობდა COVID Human Genetic Effort, რომელიც 40 ქვეყნის 200 კვლევით ცენტრს მოიცავს.
 
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ ვისწავლეთ იმუნური სისტემის შესახებ პანდემიის დაწყების დღიდან, ეს მიღწევის მიღწევაა“, - თქვა დოქტორ ერიკ ტოპოლმა, სან დიეგოს Scripps Research- ის კვლევის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ახალ კვლევებში რომელიც არ მონაწილეობდა.
 
იმავე გუნდის მიერ ჩატარებულ მეორე სამეცნიერო კვლევაში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კრიტიკულად მძიმედ დაავადებული პაციენტების დამატებით 3.5% -ს ჰქონდა იმ გენების მუტაცია, რომლებიც ვირუსებთან ბრძოლაში მონაწილე ინტერფერონებს აკონტროლებენ.
 
„იმის გათვალისწინებით, რომ სხეულს 500-დან 600-მდე ასეთი გენი აქვს, შესაძლებელია მკვლევარებმა უფრო მეტი მუტაცია აღმოაჩინონ“ -  თქვა მეორე კვლევის მთავარმა ავტორმა ქიან ჟანგმა.
 
„ინტერფერონები წარმოადგენს სხეულის პირველ დაცვას ინფექციისგან, იგი განგაშის ზარს და ვირუსის საწინააღმდეგო გენების არმიის გააქტიურებას იწვევს, ინტერფერონები სახანძრო სიგნალიზაციასა და გამანადგურებელ სისტემას ჰგავს“ - თქვა ვირუსოლოგმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა მეცნიერმა ანჯელა რასმუსენმა.
 
ლაბორატორიული გამოკვლევების თანახმად, COVID-19 -ით დაავადებული ზოგიერთ ადამიანის სხეულში არსებული ინტერფერონები თავად ვირუსის მიერ ნადგურდება.
 
„ინტერფერონები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ვირუსებისგან სხეულის დასაცავად, მაგალითად კორონავირუსისგან, რომელთან შეხებაც ადამიანის ორგანიზმს მანამდე არასოდეს ჰქონია. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დროს, თქვენს სხეულს ყველგან უნდა ჰქონდეს განგაში, თუ სიგნალი არ მიიღეთ, ვირუსები დიდი რაოდენობით ყველგან შეიძლება გქონდეთ“, - თქვა როქფელერის უნივერსიტეტის სენტ ჯილსის ინფექციური დაავადებების ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის მკვლევარმა ჟანგმა.
 
 
medscape.com