EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს! ეს მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ! »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Giga

თარიღი: 2021-03-14 15:26:04

ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს! ეს მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ!

გიორგი-გიგაური

რატომ არ იცის ყველა ქართველმა, რომ მისი სამშობლო უბრალოდ, ,,ერთ-ერთი უძველესი" კი არა, ერთადერთი ცოცხალი და მოქმედი უძველესი მსოფლიო ცივილიზაციაა?!
ეგვიპტური ცივილიზაცია იმ ეგვიპტელებს კარგა ხანია, აღარ ეკუთვნით, რადგან იქ უკვე ათას წელზე მეტია, დამპყრობელი არაბები ცხოვრობენ და მათ არაფერი საერთო აღარ აქვთ იმ უძველეს ეგვიპტურ ცივილიზაციასთან!
ბერძნული ცივილიზაცია ჩვენზე ბევრად ახალგაზრდა ინდოევროპული ცივილიზაციაა, რომელიც დღევანდელ ადგილსამყოფელს აღმოსავლეთიდან შემოესია და იქ ტროას (ეგეოსური) პროტოქართული ცივილიზაციის განადგურებითა და ჩანაცვლებით დამკვიდრდა! 
და ის ოქროს საწმისიც (რომელიც უბრალო ოქროსფრად შეღებილი ცხვრის ტყავი კი არა, სიბრძნისა და ცივილიზაციურობის სიმბოლო იყო), ჩვენ კი არ მოგვიპარავს მათთვის, მათმა არგონავტებმა მოიპარეს კოლხეთიდან, ავაზაკურად!
თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებელი რომაული ცივილიზაცია ბერძნული ცივილიზაციის პირმშოა - ანუ ის, უბრალოდ, ქართული ცივილიზაციის შვილიშვილია!
მსოფლიო იმპერიის - რომის ცენტრში, მარსის მოედანზე, იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა (138-162 წ.წ.) იბერთა მოქმედ მეფეს - ფარსმან ქველს რომ უზარმაზარი, ცხენზე ამხედრებული ძეგლი დაუდგა, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს! ასეთი პატივი სხვა ქვეყნის მეფეებს ნამდვილად არასდროს ღირსებიათ რომაელთაგან, რომლებისთვისაც ყველა არარომაელი უბრალოდ, ბარბაროსი იყო - იბერების გარდა!
ის კი არა, საქართველოში ისტორიკოსის დიპლომიანთაგან ყველამაც კი არ იციან, რომ ქართველები - თეთრი რასის ფუძემდებლები არიან! აკი, თანამედროვე რასოლოგიისა და ანთროპოლოგიის ფუძემდებელმა, ბრიტანეთის სამეფო აკადემიის წევმა, გერმანელმა სწავლულმა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა (1752-1840 წ.წ.), ხანგრძლივი კვლევა-ძიების შემდეგ, ამ მეცნიერებას ხომ სწორედ ის დაუდო საფუძვლად, რომ ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს, დედამიწაზე ,,თეთრი ადამიანის" სამშობლოდ სწორედ საქართველო აღიარა:
,,კავკასიური სახეობა — ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე  კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ მისი სამეზობლო  ტერიტორია, განსაკუთრებით ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის  ყველაზე ლამაზ რასას, ვგულისხმობ ქართველებს;  
და იმიტომ, რომ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზებს, მივყავართ იქამდე, რომ თუკი  სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი  წევრების) საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ."
და ბლუმენბახის დასკვნა სრულად დაამტკიცა თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევებმა, როდესაც 2010 წელს, ციურიხის გენეტიკის ინტიტუტმა დაასკვნა, რომ ევროპელი ერების 60-70 % სწორედ კავკასიური რასის - ანუ ქართული გენეტიკის ადამიანთა შთამომავლები არიან!
ის კი არა, შვეიცარიელმა გენეტიკოსებმა ეგვიპტის უდიდესი ფარაონის ტუტანჰამონის და უდიდესი დედოფლის - ნეფერტიტის გენებშიც კი, ქართული კვალი აღმოაჩინეს!
აღარაფერს ვამბობ, ღვინის, მეტალის, ოქროს, სელის ძაფისა თუ თაფლის ქართულ წარმომავლობაზე - მაშინ, როდესაც ყველაზე ძველი ანუ  უპირველესი ევროპელებიც კი საქართველოში (დმანისის სამარხებში) აღმოჩენილი!
ჰოდა, იმის ნაცვლად, ეს სკოლებში ისწავლებოდეს და თითოეულმა ქართველმა იცოდეს, იმის ნაცვლად, რომ ეს მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ, ზვიად გამსახურდიას მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის სისხლში ჩახრჩობის შემდეგ გასული 30 წლის განმავლობაში, ჩვენი ე.წ. ხელისუფლებები მხოლოდ იმას ჩაგვჩიჩინებენ, რომ თურმე, უბადრუკები და სხვის კმაყოფაზე მყოფი მათხოვრები ვართ!
და ეს ,,გასაგებიცაა'', რადგან თუ ქართველები კარგად გაისიგრძეგანებენ, რომ დასაბამისმიერი ცივილიზაციის საზეპურო ერის შვილები არიან, ასეთ არარაობებს როგორღა მოითმენენ ქვეყნის მმართველებად?!  
მოკლედ, ჩვენ და, განსაკუთრებით, ლიბერ- სატანისტების სამიზნეში მოქცეულმა ჩვენმა შვილებმა კარგად უნდა ვიცოდეთ, ვინცა ვართ და საიდანაც მოვდივართ!
ეს უნდა ვიცოდეთ იმიტომ, რომ  ერთადერთი გზა გვაქვს გადარჩენისა - ძლიერი, მდიდარი, ქართული, ეროვნული, მართლმადიდებელი თანამედროვე სახელმწიფოს აშენება!
ისეთი სახელმწიფოსი, მთელი მსოფლიო დიდი მოკრძალებითა და განსაკუთრებული პატივისცემით რომ მოექცევა - როგორც თავიანთ მშობელ, უძველეს, დასაბამისმიერ და, რაც მთავარია, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ცოცხალ - მარადიულ ცივილიზაციას!
 
გიორგი გიგაური
/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/