EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« სიმონ - ცოტამ თუ იცის, საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2021-09-11 15:06:26

სიმონ - ცოტამ თუ იცის, საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია

simon

ცნობილია, რომ ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვა "სიმონ"- ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის ,საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.
უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა "სიმონ" არის ქუჩური წარმომავლობის და არანაირი განმარტება ✅დატვირთვა არ აქვს.
სინამდვილეში სიტყვა "სიმონ" მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ნგრევა საბჭოთა ხელისუფალთა მიერ.
იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური ✅სიმონ მჭედლიძე,რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს სიყვარულს...ის წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის.
 სიმონი  იყო გაზეთ "შინაური საქმეები" - ს წევრი, სადაც დაუფარავად უარყოფდა საბჭოურ რეჟიმს. ამის გამო ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა. 
სიმონი მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და სკოლა გახსნა. ამ დროისთვის  უკვე იმერეთში არის დანგრეულია ბევრი ეკლესია, მათ შორის სობოროც.
1924 წელსაც სოფელ როდინოულშიც  რუსებმა დაანგრიეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია და იმ ადგილზე  ააშენეს თეატრი.
 მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია თავიდან აღდგა.
 მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა ნაზარ ლეჟავამ თავის მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა.
 იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია.
 დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.
და აი, დადგა საბედისწერო ღამე, როდესაც "ჩეკისტები" ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს. ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ. 
წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები: "გტკივა სიმონ?" "არა სიმონ?" "აბა ახლა რას იტყვი სიმონ?"...
თავად ჩეკისტებიც გაოცებულები იყვნენ სიმონის გამძლეობითა და შეუპოვრობით, სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა "სიმონ"-ზე და ეს სიტყვა გახდა,როგორც გამძლეობისა და ამტანობის სიმბოლო.
      საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის გახლდათ მღვდელი სიმონ მჭედლიძეც, იმ ხუთთაგანი, სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები 1924 წლის მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს, შემდეგ ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს ,მიწა მიაყარეს.
       სამწუხაროდ, მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
       სიტყვა "სიმონ" - ს დღესდღეისობით დაკარგული აქვს პირველადი დატვირთვა და ცოტამ თუ იცის✅ მისი ზუსტი მნიშვნელობა.
        ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე "ახალმოწამედ" შერაცხა.