EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ჯულს დერვეისის ოჯახი წელიწადში 3 ტონა, ორგანულ საკვებს აწარმოებს 400 კვადრატული მეტრის ფართობზე »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2021-09-21 19:45:31

ჯულს დერვეისის ოჯახი წელიწადში 3 ტონა, ორგანულ საკვებს აწარმოებს 400 კვადრატული მეტრის ფართობზე

urban-garden-produces

ჯულს დერვეისის ოჯახი წელიწადში 3 ტონა, ორგანულ საკვებს აწარმოებს 400 კვადრატული მეტრის ფართობზე.
აქ მოყვანილი საკვები მათი კვების რაციონის 90%-ს ფარავს. მათ ერთ ადამიანზე დღეში მხოლოდ 2$ ეხარჯებათ და წელიწადში 20,000$-ზე მეტი შემოსავალი აქვთ გაყიდული პროდუქციიდან.
ისინი რვაასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ცხოვრობენ, აქედან 400 კვადრატი მათ პატარა ტყე-ბაღად გადააქციეს, რომელიც წელიწადში 3 ტონა საკვებს აწარმოებს ქიმიური სასუქების გარეშე.
გაინტერესებთ რა არის მათი უხვმოსავლიანობის მიზეზი? ეს პერმაკულტურის მეთოდებია, რაც ნიშნავს ბუნების მიბაძვას იმისათვის, რომ ჩვენს ნაკვეთზე ბაქტერიებითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი მივიღოთ.
ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის მეთოდები ნიადაგს საკვებ ნივთიერებებს აცლიან, რაც მის გაფუჭებას და გაუდაბნოებას იწვევს.
urban-garden-produces
„პერმაკულტურა არათუ არ ძარცვავს ნიადაგს, არამედ მის რეგენერაციას ახდენს“ აცხადებს პერმაკულტურის გურუ ტობი ჰემენუეი (ავტორი წიგნისა „გაიას ბაღი“).
როდესაც ჯულს დერვეისის ოჯახი პასადენას სახლში გადავიდა (1985 წელს), მათ იქ მხოლოდ თიხიანი ნიადაგი ჰქონდათ.
მას და მის ოჯახს რამდენიმე წელი დასჭირდათ, რათა მიწისთვის სიცოცხლე დაებრუნებინათ. ისინი ამისათვის დაფქვილ ქვას, ქათმისა და თხის ნაკელს, ფერმენტირებულ კომპოსტსა და ეფექტურ მიკროორგანიზმებს იყენებდნენ.
დერვეისების ოჯახს არასოდეს გამოუყენებია სინთეტიური NPK სასუქები, ხოლო 2007 წლიდან ორგანული NPK სასუქების გამოყენებაც შეწყვიტა.
urban-garden-produces
ისინი „კვადრატული ფუტის მებაღეობის“ გაუმჯობესებულ ვერსიას „კვადრატული ინჩის მებაღეობას“ იყენებენ. ამ მეთოდის მიხედვით მცენარეები რაც შეიძლება მჭიდროდ ითესება ერთმანეთთან. ამ დროს ნიადაგი სრულიად იფარება, რაც წყლის აორთქლებას უშლის ხელს.
დერვეისებს სწამთ, რომ ნიადაგი არასდროს არ უნდა იყოს მოშიშვლებული. ისინი ყურადღებას არ აქცევენ თესლის პაკეტებზე დაწერილ, მცენარეებს შორის თესვის მანძილის რეკომენდაციებს და სიმბიოზურად, ძალიან ახლოს თესავენ ყველაფერს ერთმანეთთან.
urban-garden-produces
„დიდი მცენარეები, როგორიცაა ბროკოლი ან ბულგარული წიწაკა, დაბალ მცენარეებთან ერთად ითესება (სალათის ფურცლები, არუგულა და ა.შ.). ეს დაბალი მცენარეები ნიადაგისთვის ცოცხალ საფარველს (მულჩს) ქმნის, ხელს უშლის სარეველების ამოსვლას და ნიადაგს სინოტივეს უნარჩუნებს“ - აცხადებენ ისინი თავიანთ ვებსაიტზე www.urbanhomestead.org.
გარდა სივრცის ეფექტური გამოყენებისა, ასეთ ბაღს ნაკლები შრომა ესაჭიროება. როგორც დერვეისები წერენ „არა კვლებს, არა თოხებს - no rows, no hoes“. სამუშაოები მხოლოდ ხელით კეთდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი თავიანთ საყვარელ იარაღს, soil-block maker-ს იყენებენ (ეს არის ნიადაგისგან პატარა კუბიკების დამამზადებელი ხელსაწყო. იხ. სურათები). ამ ხელსაწყოს გამოყენებით მათ ჩითილები მიწის კუბიკებში გამოყავთ, რომლებიც მზად არიან ერთწლიანი კულტურების ჩასანაცვლებლად მათი მოსავლის აღების შემდგომ.
urban-garden-produces
ჯულს დერვეისი აცხადებს, რომ მას ვიეტნამის ომიდან მოყოლებული ყოველთვის მიწასთან დაბრუნება სურდა. იგი ვერც წარმოიდგენდა თუ მისი რევოლუცია პასადენაში (კალიფორნია) დაიწყებოდა. იგი არ აპირებდა ამ სახლში დიდ ხანს დარჩენას, თუმცა 1990 წლის გვალვამ მას მებოსტნეობისკენ უბიძგა და ისიც იქ დარჩა.
ვინაიდან გაზონის მოვლას ბევრი წყალი, ბევრი ფული და დრო ჭირდებოდა, მან გადწყვიტა, რომ მისი დამულჩვა და „რაიმე საჭიროს“ მოყვანა ეცადა. დერვეისის თქმით, 2001 წელს მან შეიტყო გენ-მოდიფიცირებული საკვების შემოსვლის შესახებ, ის გაბრაზდა და გადაწყვიტა გამოეთვალა, თუ რამდენი საკვების მოყვანა შეეძლო თავის პატარა მიწაზე. მას რამდენიმე აკრი (აკრი = 4000კვ.მ.) ჭირდებოდა, მაგრამ ვერ დაიცდიდა და გადაწყვიტა რაც ჰქონდა ის დაემუშავებინა.
„მამამ ყველგან რაღაცის მოყვანა დაიწყო, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, სახლის წინ, სახლის უკან და საავტომობილო გზაზეც კი“ აცხადებენ მისი ქალიშვილები, ენეისი და ჯორდანნა ინტერვიუში.
„ჩვენ არ მივყოლილვართ რაიმე მოდელს, უბრალოდ ავდექით და გავაკეთეთ“ ამბობს მისი შვილი ჯასტინ დერვეისი.
„მე ვფქირობ რომ საკვების მოყვანა ამ სამყაროში ყველაზე სახიფათო სამუშაოა, რადგან თქვენ თავისუფლების საფრთხე გემუქრებათ“ - ჯულს დერვეისი (1947 – 2016).
ოჯახი ასევე საკუთარ ბიოდიზელს ამზადებს და მათი სახლი თითქმის სრულიად მზის ენერგიაზეა დამოკიდებული.
urban-garden-produces
წყარო: https://returntonow.net/.urban-garden-produces