EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მეორე თაობის ვაქცინები იქნება სპრეის და ტაბლეტების სახით »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2021-11-14 18:28:16

მეორე თაობის ვაქცინები იქნება სპრეის და ტაბლეტების სახით

nasal-spray-Covid-19-vaccine

ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა.
როგორც სვამინატანი აღნიშნავს, ნაზალური სპრეის და აბის ფორმის ვაქცინებს ტრადიციული ვაქცინებთან შედარებით უპირატესობები გააჩნია: არ არის საჭრო ინექციის გაკეთება და შესაბამისად ადამიანებს ნაკლები შიში ექნებათ პრეპარატის მიმართ, ასევე იქნება ინფექციისგან დამოუკიდებლად დაცვის საშუალება. ამას გარდა, ცხვირის ღრუში შესხურებულ ვაქცინას შეუძლია აქტიური ადგილობრივი იმუნური პასუხის გამოწვევა, შეხვდება რა ვირუსს „შესასვლელში“ და არ მისცემს მას სასუნთქ გზებში ღრმად გადაადგილების საშუალებას.
 
სვამინატანის თქმით, ამჟამად განხილვაშია „მეორე თაობის“ 129 ანტიკოვიდური ვაქცინა, რომლებიც მიყვანილია კლინიკური კვლევების სტადიამდე. კიდევ 194 ვაქცინა-კანდიდატი ჯერჯერობით არ გამოსულა ლაბორატორიის საზღვრებიდან.
 
რაც შეეხება „პირველი თაობის“ ვაქცინებს, სვამინატანმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში შტამების გამოჩენასთან დაკავშირებით, საჭირო გახდეს მათი ყოველწლიური მოდიფიკაცია, როგორც ეს გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით ხდება. თუმცა ამჟამად არსებული ვაქცინების ეფექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არის.
 
დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ნებადართულია კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო შვიდი ვაქცინა: Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca, Johnson & Johnson, Sinopharm, Sinovac და Bharat Biotech. მთელ მსოფლიოში უკვე ჩატარებულია კოვიდის 7,25 მილიარდი აცრა.