EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« მე იარაღი მაქვს და ვიცი მისი გამოყენაბაც, ახლავე გადმოდით მანქანიდან! »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2021-11-14 18:46:23

სანდრა-სმიტი

ფლორიდას შტატში მცხოვრები ხანდაზმული ქალბატონი სანდრა სმიტი  სუპერმარკეტიდან პარკინგზე ბრუნდებოდა, როდესაც მის მანქანაში 4 აფროამერიკელი მამაკაცი აღმოაჩინა, ქალბატონმა ჩანთიდან მაშინვე იარაღი ამოიღო და დაუყვირა.
"- მე იარაღი მაქვს და ვიცი მისი გამოყენაბაც, ახლავე გადმოდით მანქანიდან!"
მეორეჯერ არც დასჭირვებია გამეორება, მაშინვე გადმოვიდნენ მანქანიდან და მოკურცხლეს.
 ქალბატონი ისე იყო ანერვიულებული, გასაღები ვერაფრის დიდებით ვერ მოარგო მანქანას, რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა, რომ სხვის მანქანაში იჯდა, მისი მანქანა კი ცოტა მოშორებით იდგა სადგომზე.
 სანდრა   პოლიციაში მივიდა და ყველაფერი მოუყვა სერჟანტს, რომელიც სიცილის ძლივს იკავებდა.
როგორც გაირკვა, ცოტა ხნით ადრე 4 ახალგაზრდა მამაკაცი მისულა პოლიციაში და განუცხადებიათ, თუ როგორ წაართვა მათ იარაღის მუქარით, ვიღაც მოხუცმა ქალბატონმა მანქანა.