EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ლვოვის კაფე მაზოხში შემთხვევით შესული ტურისტი, შებინდებისას შეიძლება შოკში ჩავარდეს. აქ არცთუ იშვიათად ოფიციანტები კლიენტებს ტყავის მათრახებით სცემენ »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2021-12-25 14:17:56

ლვოვის კაფე მაზოხში შემთხვევით შესული ტურისტი, შებინდებისას შეიძლება შოკში ჩავარდეს. აქ არცთუ იშვიათად ოფიციანტები კლიენტებს ტყავის მათრახებით სცემენ

მაზოხის-მიერ-დაწერილი-წერილის-დეტალი

ლვოვის კაფე „მაზოხში“ შემთხვევით შესული ტურისტი, შებინდებისას შეიძლება შოკში ჩავარდეს. აქ არცთუ იშვიათად ოფიციანტები კლიენტებს ტყავის მათრახებით სცემენ.
 
კაფეს-სარდაფი-დამსაჯე-ჩემო-ქალბატონო
თუ კლიენტი კაფეს სარდაფში შეუკვეთავს კოქტეილს „დამსაჯე, ჩემო ქალბატონო“, მტკივნეულ რიტუალში აღმოჩნდება. მასში ნახევრად შიშვლები მონაწილეობენ და მათრახსა და ცხელ ცვილსაც იყენებენ.
 
თუ კლიენტი კაფეს სარდაფში შეუკვეთავს კოქტეილს „დამსაჯე, ჩემო ქალბატონო“, მტკივნეულ რიტუალში აღმოჩნდება. მასში ნახევრად შიშვლები მონაწილეობენ და მათრახსა და ცხელ ცვილსაც იყენებენ.
თუ კლიენტი კაფეს სარდაფში შეუკვეთავს კოქტეილს „დამსაჯე, ჩემო ქალბატონო“, მტკივნეულ რიტუალში აღმოჩნდება. მასში ნახევრად შიშვლები მონაწილეობენ და მათრახსა და ცხელ ცვილსაც იყენებენ.
კაფეს სახელი ლვოვში დაბადებული ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის პატივსაცემად ჰქვია, რომელმაც მსოფლიოს კულტურაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. თითქმის ყველა ძირითადი ენა იყენებს სიტყვას „მაზოხიზმი“, ისეთი ადამიანის აღსაწერად, ვინც სიამოვნებას საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებით იღებს. მაზოხის წიგნი „ვენერა ქურქში“ შთაგონების წყარო გახდა Velvet Underground-ის იმავე სახელწოდების სიმღერისთვის. ასევე ამ წიგნს მოჰყვა დადგმა ბროდვეიზე და რომან პოლანსკის ფილმი. მაგრამ დასავლეთ უკრაინის ქალაქში, სადაც მაზოხი დაიბადა და ადრეული სიყმაწვილის წლები გაატარა, მას ამ კაფეშიც ძლივს აღიარებენ.
 
გალინა გრინიკი, ლვოვის ტურიზმის ოფისის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ მაზოხის პოპულარიზებასთან დაკავშირებით ქალაქს არანაირი გეგმა არა აქვს. ტურისტების მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, რომ მწერალი ლვოვიდან იყო, ამიტომ მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ტური არ გაუკეთებიათ.
 
ლეოპოლდ-ფონ-ზახერ-მაზოხი
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი
 
მაზოხი 1836 წელს შუაგულ ლვოვში, მაშინდელ ლამბერგში დაიბადა. იმ დროს ქალაქი ავსტრიის იმპერიას ეკუთვნოდა. მაზოხს ძალიან კარგი ანგარიშები აქვს ლვოვსა და მის შემოგარებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შესახებ. მაგრამ 1870 წელს, წიგნის „ვენერა ქურქში“ გამოქვეყნების შემდეგ, მისი სახელი მაინც აღვირახსნილობასა და თვითგანადგურებას დაუკავშირდა.
 
რომანში აღწერილი მამაკაცი, სევერინი მშვენიერ, ახალგაზრდა ქვრივ ვანდაზეა შეყვარებული. უიმედოდ შეყვარებული გმირი აცხადებს, რომ თუკი მას არ შეუძლია სასურველ ქალთან ბედნიერება განიცადოს, მაშინ: „მინდა ბოლო წვეთამდე ვიგემო ტანჯვა და ტკივილი. მინდა ჩემმა ქალმა გამწიროს, მიღალატოს, და რაც უფრო სასტიკად, მით უკეთესი“.
 
 
წიგნში „მონა-ბატონის“ დამოკიდებულება ტანჯვასა და წამებაში გადაიზრდება, საბოლოოდ კი სევერინი ხელშეკრულებას დებს და ნებას რთავს ვანდას, მოკლას, თუკი მოესურვება. ვანდა, თავის მხრივ, დაიფიცებს, ბეწვის ქურქი ატაროს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. ვანდას ლამაზი საყვარლის მიერ საბოლოოდ განადგურებული სევერინი მიდის დასკვნამდე, რომ ქალი შეიძლება იყოს კაცის: „მონა ან დესპოტი ბატონი, მაგრამ არა კომპანიონი“ მანამ, სანამ „მას არ ექნება იგივე უფლებები, რაც კაცს, იგივე განათლება და სამსახური“.
 
 
როდესაც „ვენერა ქურქში“ გამოვიდა, ავტრიელმა ფსიქიატრმა დამცირებისა და ტანჯვის განცდის ვნებას, რომელიც წიგნში არის აღწერილი, „მაზოხიზმი“ უწოდა. მისი სახელის გამოყენება ფსიქიატრმა იმით გაამართლა, რომ მაზოხი არ მხოლოდ აღწერდა ამ ვნებას, არამედ თავადაც იტანჯებოდა მისით.
 
ლეოპოლდ-ფონ-ზახერ-მაზოხის-ქანდაკება-კაფეს-წინ
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის ქანდაკება კაფეს წინ.
 
2019 წელს კაფე „მაზოხის“ გვერდით გაიხსნა სასტუმრო, რომლის კარებიც სისხლის წვეთებით არის დეკორირებული, ოთახებში კი უზარმაზარი საწოლები დგას, ჯაჭვებით და ბორკილებით. ქანდაკება, რომელიც „მაზოხის“ წინ მდებარეობს, კომპანიამ გააკეთებინა. ეს ერთადერთი საჯარო აღიარებაა ადამიანისა, რომელიც შესაძლოა ლვოვის ყველაზე გავლენიანი კულტურული ფიგურა იყო.
 
ტარას მასელკო, მაზოხთან დაკავშირებული ბიზნესის ხელმძღვანელი, ფიქრობს, რომ ლვოვში მაზოხის სახელობის ქუჩის ან მემორიალური დაფის არარსებობა იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ მისი წიგნი 151 წლის მერეც კი აგდებს ხალხს შოკში. „ცხადია, უკრაინაში, ლვოვში უამრავი რელიგიური ადამიანია, რომლებსაც საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რასაც მაზოხი წერდა“, - ამბობს მასელკო და დასძენს, რომ „დღევანდელ უკრაინაში პოპულარული ხდება იმ თემების განხილვა, რომლებზეც 50 წლის წინ ხმასაც ვერ ამოიღებდი“.
 
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის ბაბუის ფრანც მაზოხის საფლავის ობელისკი ლვოვში. როგორც ამბობენ, თავად ლეოპოლდი გერმანიაში 1895 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლები მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის ბაბუის ფრანც მაზოხის საფლავის ობელისკი ლვოვში. როგორც ამბობენ, თავად ლეოპოლდი გერმანიაში 1895 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლები მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.
ლვოვის ტურის გიდი ანდრეი მასლიკი გვეთანხმება, რომ მაზოხის მემკვიდრეობას დიდი ტაბუ ადევს, რადგან ქვეყანაში რელიგიური მორალი ჯერაც საკრალურია. მაგრამ ის ასევე მიუთითებს უკრაინის ავტორიტარულ წარსულზეც, როგორც მიზეზზე, რის გამოც მაზოხი თითქმის არ ასოცირდება იმ ქალაქთან, რომელშიც დაიბადა.
 
„რკინის ფარდის გამო წარმოჩენილი არ იყო ბევრი ისეთი გმირი, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტს არ შეესაბამებოდა. მათ შესახებ უბრალოდ დაივიწყეს, - ამბობს მასლიკი, - მაზოხს რეალურად მომავალი თაობები აღმოაჩენენ“.
 
კაფე-მაზოხისა
წითელი შუქი და მაზოხის ქანდაკება მიანიშნებს კაფე „მაზოხისა“ და სასტუმროს შესასვლელზე ლვოვის ცენტრში.
 
ლვოვის ტურიზმის ოფისში გამეფებული ოფიციალური ატმოსფეროს გამო, მაზოხსა და მის სახელთან დაკავშირებულ ძალადობრივ სექსუალობაზე შეკითხვები ცოტა არ იყოს უხერხულად ჟღერს, მაგრამ ოფისის ხელმძღვანელი გალინა გრინიკი პროფესიულად პასუხობს: „კარგია, რომ აქ მოხვედით და მაზოხზე გვეკითხებით, - ამბობს ის, - ვიცით, რომ ეს ზოგისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ შესაძლოა ამ პიროვნებისადმი მიძღვნილი გარკვეული ღონისძიებები დავგეგმოთ“.
 
Velvet Underground-ის კლასიკური სიმღერის ტექსტი, რომელიც მაზოხით არის შთაგონებული, განგაწყობს დაფიქრდე, როგორი შეიძლება იყოს მსგავსი ღონისძიებები ლვოვის ელეგანტურ ქუჩებში.
 
„სევერინ, სევერინ, ჩუმად ილაპარაკე. სევერინ, დაიჩოქე. მათრახს გაგემებ, საკმაოდ მწარეს. სისხლისგან დაიცლები ჩემთვის“.