EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« კბილების კრაჭუნი ღამით – რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ?! »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2022-02-09 20:57:17

კბილების კრაჭუნი ღამით – რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ?!

ბრუქსიზმი

ბრუქსიზმი კბილების გაუცნობიერებელი და ძლიერი კრაჭუნია, რომელიც ძირითადად ღამით, ძილის დროს ვითარდება და მის მთავარ გამომწვევ მიზეზად სტრესი მიიჩნევა.
 
თუ დილაობით საფეთქლისა და საღეჭი კუნთების დაჭიმულობას უჩივით, გაქვთ თავის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა კბილებზე, შესაძლოა, თქვენც ბრუქსიზმი გაწუხებთ.
 
რა სიმპტომები ახასიათებს ამ მდგომარეობას, როგორ გვაზიანებს და როგორია მისი მკურნალობა? – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი, დავით დავითაძე გვპასუხობს. 
 
ბატონო დავით, რა არის ბრუქსიზმი?
ბრუქსიზმი არის ღეჭვასა და ქვედა ყბის მოძრაობაში მონაწილე კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ანუ ტონუსის მომატება. ჩვენ ამას ვეძახით კუნთების ჰიპერტონუსს. ბრუქსიზმი ვითარდება როგორც დღისით, ისე ღამით, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ბრუქსიზმი მაინც ღამის პერიოდში გამოიხატება.
 
ჩვენი პაციენტების დაახლოებით 15%-ს აქვს ბრუქსიზმი, ანუ კუნთების ჰიპერტონუსი, რის დროსაც ზიანდება კბილის მაგარი ქსოვილი.
 
ბრუქსიზმი შეიძლება განვითარდეს ცვლადი თანკბილვის დროს ბავშვთა ასაკში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში იგი ვითარდება მოზრდილთა ასაკში. 
 
რას და როგორ აზიანებს ბრუქსიზმი?
ამ დროს ხდება ემალის/მინანქრის თანდათანობითი ცვეთა, მასზე ბზარების წარმოქმნა, კბილების დაზიანება, მგრძნობელობის წარმოქმნა კბილების მიდამოში, რაც შემდგომ უფრო მეტ ჩივილებს განაპირობებს.
 
არის შემთხვევები, როცა ზეწოლისას ხდება კბილის ქსოვილის ნაწილის, ან ბჟენის მოტეხა. კბილის მინანქრის, ანუ გვირგვინოვანი ნაწილის გადატეხა ხშირ შემთხვევაში ხდება ღრძილს ქვემოთ, ან, მაგალითად, ზეწოლისას, ფესვებს შორის ხდება ბზარის წარმოქმნა, რის შემდეგაც კბილი ფიზიკურად ვერ ექვემდებარება აღდგენას, საჭირო ხდება მისი ამოღება და შემდეგ პროთეზირება, ანუ პაციენტმა შეიძლება კბილი დაკარგოს.
 
კბილების ცვეთის ხარჯზე ხდება სახის ქვედა მესამედის შემცირება, რომელსაც შემდეგ მივყავართ სხვადასხვა პრობლემებთან. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ამ დროს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაზიანებაა, რომლის დროსაც ქვედა ყბა იკავებს არასწორ პოზიციას და ხდება სახსარში სხვადასხვა ჩივილების წარმოქმნა, კერძოდ – ტკაცუნი, სასახსრე თავების ცვეთა, სასახსრე ნაპრალების შევიწროება, სასახსრე დისკის დაზიანება, რაც შემდეგ წარმოქმნის პირის გაღების, ან პირიქით დახურვის გაძნელებას. შესაძლოა ასიმეტრიული გაღება ჰქონდეს პირის ღრუს და ა.შ.
 
ასეთ დროს უკვე აუცილებელია არა პროფილაქტიკური მიზნით კაპების გამოყენება, არამედ მკურნალობა, რომ მოხდეს ყბის სწორ პოზიციაში მოყვანა და შემდეგ უკვე თანკბილვის და კბილთა უშუალოდ აღდგენა და მკურნალობა.
 
რა იწვევს ბრუქსიზმს?
ბრუქსიზმის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ფსიქო-ემოციური ფაქტორი – სტრესი, მძიმე ემოციური ფონი, გადატვირთვა, სოციალური პრობლემები და ა.შ. ეს ყველაფერი მჟღავნდება კუნთების უნებლიე შეკუმშვით, ღამით.
 
როდესაც პაციენტი ვერ აკონტროლებს ორგანიზმს/სხეულს, სწორედ მაშინ ხდება ეს ზეწოლა – კუნთების ტონუსის მომატება.
 
ბრუქსიზმის მეორე მიზეზი შეიძლება გახდეს სხვა და სხვა სტომატოლოგიური დარღვევა, მაგალითად, როდესაც გვაქვს თანკბილვის დეფექტი, როცა კბილთა არასწორი განლაგებაა, როდესაც არის ზეკომპლექსური კბილები პირის ღრუში, არის მჭიდრო თანკბილვა ანუ შევიწროება კბილთა რკალის.
 
ასევე, შესაძლოა მიზეზი გახდეს არასწორად დამზადებული საბჟენი მასალა (პლომბი), რომელიც შეიძლება თანკბილვიდან ოდნავ მაღლა იყოს, რაც შემდგომ ბრუქსიზმს იწვევს, ასევე საფეთქელ-ქვედა ყბის სხვადასხვა დაზიანება.
 
თუ პრობლემა არის ფსიქო-ემოციური ფაქტორი, პირველ რიგში აუცილებელია რომ ეს სტრესი მოიხსნას. თორემ რაც არ უნდა სტომატოლოგიური ჩარევა მოხდეს, ჩვენ პრობლემას ვერ აღმოვფხვრით.
 
ჩვენით როგორ ვიეჭვოთ, რომ ბრუქსიზმი გვაქვს?
თქვენივე კბილების კრაჭუნი შესაძლოა თავად ვერ გაიგოთ ძილში, ამიტომ არსებობს სხვადასხვა ჩივილები, რითაც პაციენტი უნდა მიხვდეს, რომ შესაძლოა ჰქონდეს ღამის ბრუქსიზმი.
 
ერთ-ერთი ჩივილია დილით საფეთქლისა და საღეჭი კუნთების გადაღლა-დაჭიმულობა; ამ დროს შესაძლოა დაძაბული და დაჭიმული იყოს მკერდლავიწ–დვრილისებრი კუნთი, რომელიც კისრის კისრის მარჯვნივ და მარცხნივ შეტრიალებაში გვეხმარება; ხშირად ასეთ პაციენტებს, მაგარი საკვების მიღების შემდეგ ეღლებათ ყბა, პირის ღრუ; სიმპტომია დილით კბილებზე მგრძნობელობის მომატება.
 
ბრუქსიზმის დროს სიმპტომებია: ტკივილი უშუალოდ ყბების მიდამოში, კბილების მიდამოში, შეიძლება ახლდეს თავის ტკივილი, ყურების დაგუბება და შუილი, თავბრუსხვევა და შესაძლოა, ძილიანობაც.
 
როგორია ბრუქსიზმის მკურნალობა?
ბრუქსიზმის სამკურნალოდ გამოიყენება ინდივიდუალურად დამზადებული კაპები, რომელთაც ღამის პერიოდში, ძილის დროს იყენებს პაციენტი. ამ გზით ხდება კბილის ზედაპირის დაცვა ცვეთისგან და თუ ცვეთა მოხდება, გაიცვითება უშუალოდ კაპის ზედაპირი, ამიტომ ეს ძალიან კარგი მექანიზმია.
 
ამის პარალელურად შესაძლოა გამოყენებული იქნეს მედიკამენტოზური მკურნალობაც. საღეჭი კუნთების დაჭიმულობის მოსახსნელად და კუნთების მოდუნებისთვის პაციენტს ენიშნება მაგნიუმი, კალციუმის პრეპარატებს, B ჯგუფის ვიტამინები და სედაციური პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ, რომ საღეჭი კუნთების შეკუმშვის ტონუსის რელაქსაცია მოხდეს. არსებობს სპეციალური ინიექციებიც, რომლებიც საღეჭი კუნთების მიდამოში კეთდება.
 
კაპებიც სხვადასხვაგვარია. არის უბრალოდ პროფილაქტიკისთვის, როცა პაციენტი ღამით იყენებს კაპას და ესთეტიკური თვალსაზრისით კბილებს დიდად არ აქცევს ყურადღებას, არის კაპები, რომელთა დროსაც ჩვენ კბილთაშუა მანძილს ვზრდით, ქვედა ყბას ვუბრუნებთ იმ ძველ პოზიციას, რაც კბილების ცვეთამდე ჰქონდა პაციენტს, შემდეგ კი ხდება ამ კბილების დაცვეთილი ზედაპირის აღდგენა – თერაპიული (საბჟენი მასალით) ან ორთოპედიული გზით (გვირგვინების სახით).
 
რაზე მიანიშნებს ყბის სახსრის ტკაცუნი – ექიმის რჩევები
 
საუბრისას, ღეჭვისას ან მთქნარებისას ტკაცუნის ხმა თუ გესმით, შესაძლოა ეს თქვენი საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრიდან მოდიოდეს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ქვედა ყბის სახსართან დაკავშირებული პრობლემები, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და რა დრო დასჭირდება მის გამოსწორებას – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი დავით დავითაძე პასუხობს: ბატონო დავით, კიდევ რა სიმპტომები მიანიშნებს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემაზე? შეიძლება იყოს … ვრცლად
 
 
batumelebi.netgazeti.ge